#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

"დინამოსა" და "გაბალას" შორის მატჩს ფინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" შორის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ფინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

შეხვედრის მთავარი არბიტრი 32 წლის პეტრი ვილიანენი გახლავთ. მას ასისტენტობას რიკუ ვირიოვუორი და მიკა ლამპუ გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დენის ანტამო იქნება.

"დინამოსა" და "გაბალას" შორის მატჩ 1-ელ აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება. მატჩის ტრანსლაციას "პირველი არხი" განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი აზერბაიჯანში "დინამოს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.


Sportall.Ge