"გაბალას" მწვრთნელი: "დინამოს" ჩვენ აგრესიულად შევუტევთ

AutoSharing Option
"გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა სანან გურბანოვმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"ხვალ ჩვენ აგრესიულად შევუტევთ, თუმცა აუცილებელია დაცვაში კარგი თამაშიც, გოლი არ უნდა გავუშვათ. წინა მატჩი გავაანალიზეთ, შევისწავლეთ "დინამოს" ძლიერი და სუსტი მხარეები და ამის გამოყენებას ვეცდებით.

მერაბ გიგაური და დავით ვოლკოვი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ვოლკოვი გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმარა, მერაბი თვეზე მეტია ჩვენთან ერთადაა და ამხანაგურ მატჩებში დაგვეხმარა, ის საკმაოდ პერსპექტიულია.

ჩვენ სახლში დავმარცხდით და ეს ფაქტია. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს.
საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და "დინამოც" ფორმაშია. ჩვენ კი ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს.

რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მოგება გვსურს. ბრძოლა ადვილი ნამდვილად არ იქნება. ხვალ შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ორი ცვლილება იქნება.

"დინამო" საკმაოდ შეკრული გუნდია. მისგან გამოვარჩევდი ლევან შენგელიას, მისი თამაში ძალიან მომწონს. გამოვარჩევდი მეტოქის თავდამსხმელებს, მაგრამ უფრო მეტად ჩემი გუნდი მომწონს.

სეზონი სრულიად ახალი ფეხბურთელებით დავიწყეთ, თუმცა მარცხი ცუდია, როდესაც ვსაუბრობთ, გუნდზე, რომელიც ევროთასებზე ორჯერ გავიდა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არანაირი საუბარი მწვრთნელის  წასვლაზე არ არის", - განაცხადა გურბანოვმა.

მატჩი პირველ აგვისტოს, 21:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია. მატჩის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 25 ივლისს, აზერბაიჯანში თბილისის "დინამოს" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

altჩისკო: მთავარმა მწვრთნელმა მომცა შანსი, დღეს თქვენ წინაშე მე წარვმდგარიყავი

altლევან კუტალია: მზად ვართ, "გაბალასთან" სრული რევანში ავიღოთ

altთბილისის "დინამოს" მცველი: ჩვენი ოცნებაა, სტადიონი გაივსოს; მჯერა, მინდორს თავაწეულები დავტოვებთ

altმნიშვნელოვანი ინფორმაცია ქომაგებისთვის - "დინამოს" მატჩის დღეს მეტრო ღამის 12 საათამდე იმუშავებს
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
დინამო დიდი ანგარიშით,როგორ მოიგებს,როცა იმათ ორმაგად მოტივირებული გიგაური ჰყავთ
vax-vax
12:08 01-08-2019
0
დინამომ უნდა მოიგოს დიდი ანგარიშით და ამით მოვიოხოთ გული დავით გარეჯის გამო, რომელსაც უსამართლოდ ეპოტინებიან ეს ვითომ ჩვენი"მეზობელი"
აბა ღქვენ იცით დინამო გაგვახარეთ!
10:31 01-08-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული