ლუიშ კაშტრუმ ჩასაფრებული ჟურნალისტების აზრი არად ჩააგდო და დავით ხოჭოლავა შეუცვლელად ათამაშა

AutoSharing Option
კიევის "დინამოსთან" უკრაინის სუპერთასზე "შახტარის" 1:2 წაგების შემდეგ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიზანმიმართულად დაიწყო დონეცკური გუნდის ქართველი მცველის, დავით ხოჭოლავას კრიტიკა და საინტერესო იყო, ამაზე როგორ რეაგირებას მოახდენდა ახალი მწვრთნელი ლუიშ კაშტრუ.

ადგილობრივი ჟურნალისტები დაუფარავად მიუთითებდნენ, რომ კაშტრუს სასტარტოში ხოჭოლავა კი არა, არამედ მიკოლა მატვიენკო უნდა დაეყენებინა, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა მათ "რეკომენდაციას" ყური არ უგდო.

პრემიერლიგის პირველ ტურში დონბასელებმა სტუმრად 3:1 დაამარცხეს "ოლეკსანდრია" და ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, მატვიენკო კი 90-ე წუთზე შევიდა ნახევარმცველ სერგეი ბოლბატის ნაცვლად შეცვლაზე.

ხოჭოლავამ კარგად ითამაშა და გოლის
გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
უშეცდომო ნამდვილად არ არის,მაგრამ მწვრთნელმა უკეთ იცის,ვინ უკეთეს ფორმაშია.ჟურნალისტებს რა თქმა უნდა თავისიანი ურჩევნიათ ძირითადში.ეს ბუნებრივია,თან როცა საბაბიც აქვთ.
სოსო
01 აგვისტო 2019 09:23
0
4-5 წლის წინ უკრაინაშიბმაცხოვრებელ რუსებთან ვისპორე რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით და იქ ერთმა რუსმა საუბრის ბოლოს მითხრა:შენ უკრაინელი ხალხი არა გცოდნიაო-самая подлая нацья на планете-ო.ამი მერე იმ რუსის სიტყვებში ძააააალიან ბევრჯერ დავრწმუნდი.ისე გაგყიდიან წამით არ დაფიქრდებიან,ხოლო თუ დასჭირდი ისევ მოვა შენთან უსირცხვილოდ.
ხოჭოლავა ჩემი აზრით ძაან მაგარი მცველია,მაგრად მომწონს და უსირვებ წარმატებებს.როგორც მოგეცემა უკეთესი ვარიანტი წაფი მაგედან ხოჭო დამოჯერე.
ლ.გიო
01 აგვისტო 2019 08:14
0
ერთი რამე შემიზლია დავამატო,ამერიკაში ვარ,5 ცელია Uკვე,მაგრად მიკვარდა უკრაინელები Mაგრამ მაგატზე მეტი ჩAმსჰვები და არაკაცი Xალხი აკ არ Aრიან
Aleko
01 აგვისტო 2019 10:37
0
სეზონის დასაწყისია და ცოტა ფორმაში რომ არ იყოს რა გასაკვირია, შარშანაც ნელ-თბილად დაიწყო და მერე მოუმატა, მჯერა ეს სეზონი გამორჩეული ექნება, დიდი წინ სვლა ექნება და კარგი ევროპული ან ინგლისის პრემიერლიგის გუნდები დაინტერესდებიან, მიდი დავით გგულშემატკივრობთ!!!
ლევანა
01 აგვისტო 2019 01:16
0
Undat romukraineli iyos dziritadshi da ara qartveli dzuknebi...
Va-Le
01 აგვისტო 2019 00:39
2
რეალურად ცოტათი ნელია! არ არის ამის ზამენა უკეთესი მაგრამ კვირკველიას დონისიც არაა ხოჭო, ალბათ ისეთ გუნდში თუ გადავა სადაც პრესინგი არ ექნება მოუმტებდა სადმე შუა პრემიერლიგურ კლუბში
gia
01 აგვისტო 2019 00:25
5
ანალიტიკური დასკვნაა ჩემო გეა;)
01 აგვისტო 2019 01:17
0
რუსთავი ორის ჟურნალისტებივით არასწორად იქცევიან
irakli
31 ივლისი 2019 23:21
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული