დერეკ მაკინესი: "ჩიხურას" არანაირი სიურპრიზი არ შემოუთავაზებია - სახლში უკეთ უნდა ვითამაშოთ

AutoSharing Option
"ჩიხურასთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე "აბერდინის" მწვრთნელმა დერეკ მაკინესმა ისაუბრა.

"მეტოქეს პირველ შეხვედრაში არანაირი სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. ჩვენი ბურთის ფლობა და საერთოდ, სტატისტიკა კარგი იყო, მაგრამ ახლა მასპინძლები ვართ და უკეთ უნდა ვითამაშოთ. გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

აგრესიულები და პოზიტიურები უნდა ვიყოთ. მოწინააღმდეგეს სივრცეები არ უნდა დავუთმოთ, თორემ შეიძლება კონტრშეტევაზე გამოიყენოს. წინა ეტაპზე "როვანიემისთან" კარგად ვიასპარეზეთ და იმავეს იმედი გვაქვს".

"აბერდინისა" და "ჩიხურას" შეხვედრა 20 219-იან "პიტორდიზე" 1-ელ აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის
ხილვა "პირველი არხის" საიტზე შეგეძლებათ, სატელევიზიო რეპორტაჟი "საზოგადოებრივ მაუწყებელს" არ ექნება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
20,000 იანია სტადიონი და არა 2,200 :)
პაატა
13:15 01-08-2019
0
midit bichebo, ogond es briki mcvrtneli gamoagdet tavisi gundit , zidani ro gonia tavi da misi gundi reali.
KUTAISELI
09:53 01-08-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული