დანიის ნაკრები თბილისში მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩამოვა

AutoSharing Option
დანიის ფეხბურთის ფედერაციის "ტვიტერის" ცნობით, ოგე ჰარეიდე ნაკრებს ორ უახლოეს მატჩში - გიბრალტართან და საქართველოსთან ვერ უხელმძღვანელებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ 65 წლის ჰარეიდეს მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს, შემდეგ ინფექცია შეეჭრა. ახლა თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ დიდი ალბათობით, ეროვნულ გუნდს ორ გასვლით შეხვედრაში ვერ გაჰყვება.

დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოსენმა განაცხადა, რომ ჰარეიდეს, მუხლზე ნაოპერაციებს, გართულების შემდეგ პროგრესი აქვს, თუმცა უჯობს, ნაკრებს არ გაჰყვეს.

თავად ჰარეიდეს თქმით, სამწუხაროდ, ექიმების რეკომენდაციას უნდა დაემორჩილოს. შემადგენლობა თავის თანაშემწე იონ დალ ტომასონთან ერთად შეარჩია და
სწორედ ის უხელმძღვანელებს ნაკრებს.

საქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩი თბილისში 8 სექტემბერს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენთან მწვრთნელი რად სჭირდებათ
ზორბეგი
04 სექტემბერი 2019 21:07
0
შევთავაზე ჩამოსულიყო და აქ გაეკეთებინა ოპერაცია, მარა გზიანათ ძვირი მიჯდებაო, არ დამიჯერა. ჰოდა ეგე დანიაში მკურნალობის შედეგი.
temo
04 სექტემბერი 2019 10:54
5
სამაგიეროდ ვაისი არ მიგვატოვებს
...
04 სექტემბერი 2019 09:58
2
დანიაშიც კაცო? იქაც გაურთულდა ოპერაცია? აბა სადღა უნდა იმკურნალოს ავადმოფმა?
აიბოლიტი
04 სექტემბერი 2019 09:50
2
აბა გავხევთ ;)
ვვვ
04 სექტემბერი 2019 09:18
0
პრინციპშუ მწვრთნელი არც ჩვენ გვყავს
lasha
04 სექტემბერი 2019 07:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული