უკრაინული და ყაზახური სპორტული გამოცემების ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი ყაზახური "ასტანას" მთავარი მწვრთნელი გახდეს.
KazFootball.kz-ის ცნობით, "ასტანას" ამჟამინდელი მწვრთნელი, უკრაინელი რომან გრიგორჩუკი თანამდებობას სანაკრებო პაუზის დროს დატოვებს.
ხოლო ყაზახური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს მის შემცვლელს და მოლაპარაკებას ვლადიმირ ვაისთან აწარმოებს.
წყაროს ინფორმაციით, ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრების პოსტი სანაკრებო პაუზის შემდეგ ან ზამთარში დატოვოს და სამუშაოდ ყაზახეთში გადაბარგდეს.
უკრაინული საიტების ინფორმაციით კი, გრიგორჩუკი უკვე უკრაინაში იმყოფება. ის "ასტანაში" 2018 წლის ივნისში დაინიშნა და ეროვნული ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.
რაც შეეხება ვაისს, შეგახსენებთ, რომ ის ერთი პერიოდი უკვე მუშაობდა ყაზახეთში, კერძოდ კი, 2012-15 წლებში ის "კაირათის" მთავარი მწვრთნელი იყო.
ვაისი 2016 წლიდან საქართველოს ნაკრების თავკაცია და კონტრაქტის ვადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან 2019 წლის ბოლომდე აქვს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები დღეს, 17:30 საათზე, სტამბოლში სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
Sportall.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კომენტარის მოპოვებას ცდილობს.
მთავარია:
1. ფეხბურთელები არ გვყავს და ამ საცოდაობას მწვრთნელი ვერ უშველის;
2. ფულის კეთებაა გაჩაღებული მწვრთნლისა და ფედერაციის ურთიერთობებში და ფეხბურთს მაინც არაფერი ეშველება გინდა გვარდიოლა მოიყვანე და გინდა ფეოლა(ქართველი ფეოლა).
3. ჩამოვიდა ვაისი, ფული ორივე მხარემ იშოვა და დაიშლებიან. რა პრობლემაა... მოძებნიან ახალ პარტნიორს.
შორის ვინც მოახერხა და ნაკრები ჯგუფიდან გაიყვანა, ნუ ის აშკარად არაა ნოდარ
ახალკაცის ან ალექს ფერგიუსონის დონის მწვრთნელი,მაგრამ მოახერხა ის რაც სხვამ ვერ მოახერხა, თან სტატისტიკა ნახეთ ჯგუფში თამაში არ წაუგია,,,ამ გამარჯვებებში ლომის წილი ჩანკვეტაძეს მიუძღვის რათქმაუნდა და ეს აშკარად ამ უნიჭიერესი ბიჭის დამსახურებაა მეტწილად.....და არ დაგავიწყდეთ ეს ბიჭი ვინ მიიწვია ნაკრებში?!ამიტომ ვაისი უნდა დარჩეს ნაკრებში მე დარწმუნებული ვარ ფედერაცია ამას მხარს დაუჭერს