BREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

AutoSharing Option
უკრაინული და ყაზახური სპორტული გამოცემების ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი ყაზახური "ასტანას" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

KazFootball.kz-ის ცნობით, "ასტანას" ამჟამინდელი მწვრთნელი, უკრაინელი რომან გრიგორჩუკი თანამდებობას სანაკრებო პაუზის დროს დატოვებს.

ხოლო ყაზახური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს მის შემცვლელს და მოლაპარაკებას ვლადიმირ ვაისთან აწარმოებს.

წყაროს ინფორმაციით, ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრების პოსტი სანაკრებო პაუზის შემდეგ ან ზამთარში დატოვოს და სამუშაოდ ყაზახეთში გადაბარგდეს.

უკრაინული საიტების ინფორმაციით კი, გრიგორჩუკი უკვე უკრაინაში იმყოფება. ის "ასტანაში" 2018 წლის ივნისში დაინიშნა და ეროვნული ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი
მოიგო.

რაც შეეხება ვაისს, შეგახსენებთ, რომ ის ერთი პერიოდი უკვე მუშაობდა ყაზახეთში, კერძოდ კი, 2012-15 წლებში ის "კაირათის" მთავარი მწვრთნელი იყო.

ვაისი 2016 წლიდან საქართველოს ნაკრების თავკაცია და კონტრაქტის ვადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან 2019 წლის ბოლომდე აქვს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები დღეს, 17:30 საათზე, სტამბოლში სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

Sportall.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კომენტარის მოპოვებას ცდილობს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 24 /
საერთოდ რას მოდიოდა? რა მნიშვნელობა აქვს მთ. მწვრთნელი ვინ იქნება?
მთავარია:
1. ფეხბურთელები არ გვყავს და ამ საცოდაობას მწვრთნელი ვერ უშველის;
2. ფულის კეთებაა გაჩაღებული მწვრთნლისა და ფედერაციის ურთიერთობებში და ფეხბურთს მაინც არაფერი ეშველება გინდა გვარდიოლა მოიყვანე და გინდა ფეოლა(ქართველი ფეოლა).
3. ჩამოვიდა ვაისი, ფული ორივე მხარემ იშოვა და დაიშლებიან. რა პრობლემაა... მოძებნიან ახალ პარტნიორს.
ზაზა
06 სექტემბერი 2019 11:55
1
დარდი მექნება.გამიქარვეთ
Giguha
06 სექტემბერი 2019 00:18
3
უნდა წავიდეს აუცილებლად. ვაისზე უარესი ვინ უნდა მოვიდეს, და იქნებ გაგვიმართლოს და ვინმე ნორმლური შეგვრჩეს ხელში, ცდა ბედის მონახევრეა ო
05 სექტემბერი 2019 22:46
7
ნეტავ მართალი იყოს და წავიდეს, ასტანაში კი არა და ბარსელონა ჩააბარონ, ოღონდ აქედან მოშორდეს
llcl
05 სექტემბერი 2019 22:07
5
გაუშვიით! სანამ არ დაგვაქცია ბოლომდე! რაღაც შანსი გვაქვს და ისიც არ გავანიავოთ.. აუცილებლად ვინმე გერმანელ-ჰოლანდიელი ანაც ესპანელი კარგი მწვრთნელი და იქნებ გვეშველოს და დავიწყოთ თანამედროვე ფეხბურთის თამაში.
პაბლო
05 სექტემბერი 2019 21:52
3
ვლადიმერ ვაისი ერთად ერთი მწვრთნელია საქართველოს ნაკრების უამრავ მწვრთნელებს
შორის ვინც მოახერხა და ნაკრები ჯგუფიდან გაიყვანა, ნუ ის აშკარად არაა ნოდარ
ახალკაცის ან ალექს ფერგიუსონის დონის მწვრთნელი,მაგრამ მოახერხა ის რაც სხვამ ვერ მოახერხა, თან სტატისტიკა ნახეთ ჯგუფში თამაში არ წაუგია,,,ამ გამარჯვებებში ლომის წილი ჩანკვეტაძეს მიუძღვის რათქმაუნდა და ეს აშკარად ამ უნიჭიერესი ბიჭის დამსახურებაა მეტწილად.....და არ დაგავიწყდეთ ეს ბიჭი ვინ მიიწვია ნაკრებში?!ამიტომ ვაისი უნდა დარჩეს ნაკრებში მე დარწმუნებული ვარ ფედერაცია ამას მხარს დაუჭერს
niko
05 სექტემბერი 2019 19:36
40
ნიკო ძმაო, რომელ მწვრთნელს ქონდა შესაძლებლობა ასეთ სუსტ მეტოქეებთან თამაშის? კუპერს? თუ თემურას? თუ კახას? ჯერ დაფიქრდი ცოტა და მერე დაწერე..
Vakhtang Lobzhanidze
05 სექტემბერი 2019 23:53
2
ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ნაკრების მწვრთვნელი ვინ იქნება. მთავარია გუნდი თანამედროვე ფეხბურთს თამაშობდეს. შეშინებულები და დარეტიანებული არ დარბოდნენ. მართალია ვაისა ფეხბურთელების მაგიერ ვერ ითამაშებს, მაგრამ შერჩევა მაინც უნდა ესმოდეს. საინტერესოა მაკარიძე რატომ გამოქექა. ძალიან სუსტი იყო. ალბათ ახსნა მოეძებნება.
გიორგი
05 სექტემბერი 2019 23:40
2
ძალიანაც კარგი.იმედია ცხადაძეს დააბრუნებენ
Buxrika
05 სექტემბერი 2019 19:28
30
ჰოდა ძალიანაც კარგი
Gurilo
05 სექტემბერი 2019 17:51
11
ვაისის ახლა წასვლა ნამდვილად ცუდი იქნება, გუნდი მეტ-ნაკლებად დალაგებულად თამაშობს, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შემადგენლობასაც ოპტიმალურად არჩევს, მცირე გამონაკლისების გარდა.
გუგა
05 სექტემბერი 2019 17:51
31
ქვეყანაში ყველაფერი ჩასვრილია და ფეხბურთი რატომ იქნება გამონაკლისი?!
ამბიციები
05 სექტემბერი 2019 17:34
5
ისე მართალი ბრძანდებით, მაგრამ მეტ ნაწილად რაგბი გამოგრჩა.
გიორგი
05 სექტემბერი 2019 23:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული