თამაშგარეები, სათამაშო წუნი, მომენტების განიავება - საქართველოს ნაკრებმა კორეასთან ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 სექტემბერს, საქართველოსა და სამხრეთ კორეის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვაისმა ექსპერიმენტული შემადგენლობა იმ ფეხბურთელებით დააკომპლექტა, რომელთა უმეტესობას კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვს. თამაში პირველ ტაიმში თანაბარი იყო, ჩვენი გუნდი კი, ძირითადად, მარჯვენა ფრთიდან უტევდა, სადაც ყაზაიშვილი აქტიურობდა.

ტაიმის დასასრულ, ყაზაიშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა, ანანიძეს გადასცა და მან ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში მეტოქე გუნდის მწვრთნელმა რუი ბენტომ ერთბაშად სამი ცვლილება განახორციელა და შეცვლაზე შესულმა ჰვანგმა ბურთზე პირველივე შეხებით საპასუხო გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მომენტში თამაშგარე მდგომარეობა
იყო, თუმცა ჩვენი ცენტრალური მცველების შეცდომაც ხაზგასასმელია. შემდეგ კანგ-ინმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. მომენტები "ჯვაროსნებსაც" ჰქონდა, მაგრამ ყაზაიშვილმა (ორჯერ) და კიტეიშვილმა ვერ გამოიყენეს. 67-ე წუთზე ყაზაიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრის მორიგი შანსი გაანიავა.

შემდეგ ორივე გუნდში შემადგენლობები სერიოზულად შეიცვალა. თამაში "აიჭრასავით", ორივე გუნდის მხრიდან შეცდომებმა იმატა და კუინგ-ვონს მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. სამაგიეროდ, არ გაუშვა შანსი ჰვანგმა, რომელმაც ჩაწოდებულ ბურთზე კაშიას დაასწრო და დუბლი შეასრულა.

ბოლოს თამაშში აქტიურად ჩართულმა ქვილითაიამ ფრის მომტანი გოლი გაიტანა და მსაჯმა თამაშგარე ისევ არ დააფიქსირა.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარში ბევრი შეცდომა დაუშვა და იმედი ვიქონიოთ, რომ დანიასთან შეხვედრაში იმავეს არ გაიმეორებს. იმედი ხომ ბოლოს კვდება.

სტამბული. "ფათიჰ თერიმი"
საქართველო - სამხრეთი კორეა 2:2
გოლები: 1:0 ანანიძე (40), 1:1 ჰვანგი (48), ჰვანგი (85), ქვილითაია (90)

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე, აბურჯანია (გვილია 61), კიტეიშვილი (დაუშვილი 71), დავითაშვილი (ლობჟანიძე 73), ანანიძე (პაპუნაშვილი 60), ოქრიაშვილი (ქვილითაია 61), ყაზაიშვილი (კანკავა 80)

კორეის რესპუბლიკა: სუნგ-იუნი, ჯინ-სუ, მინ-ჯაე, კიუნგ-ვონი, ჰი-ჩანი, კანგ-ინი (ბო-კიუინგი 72), სეუნ-ჰო (იუნგ-გვონი 46), ჩანგ-ჰონი, ჯი-სუ (ვო-იუნგი 46), ჯეონგ-ჰეიოპი (უი-ჯო 46), სონი (სანგჰო 62)


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
დისციპლინა აკლია ასჰკარად გუნდს ეს დხეს გამოჩდა.ყაზაიშვილმა ას პროცენტიანი გოლი რო იქნებოდა ისეთი პასი არ მისცა და თვოთონ დაარტყა ამას უნდა მიაქციონ ყურადგება.
butxa
05 სექტემბერი 2019 20:08
3
ყაზაიშვილს ეკუთვნის საჩუქრად უფასო კომპასი.
ამდენი ბურთის კარების ნაცვლად ორბიტაშე გაშვება იშვიატად მინახავს
.
05 სექტემბერი 2019 20:23
3
შენი ფეხბურთელები 100% საგოლე პასს რომ არ აძლევენ, უაზრო პოზიციიდან ურტყამენ და არ რეაგირებ, რა მწვრთნელი ხარ?
...
05 სექტემბერი 2019 23:12
8
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ საქართველოს ნაკრებმა კი არ ითამაშა კარგად, არამედ კორეის ნაკრებმა ითამაშა ძალიან ცუდად. ფეხბურთელები ნამდვილად გვყავს, მაგრამ ვაისმა უკვე ამოწურა თავის რესურსი. თუ ვინმე ახსნით კანკავას გამოძახების და თამაშის აზრს? ათამაშე რა ახალგაზრდები ნინუა, ზარანდია, შენგელია....
s.s.
06 სექტემბერი 2019 00:23
7
კანკავას წაყვანის აზრზს ვერ ვხედავ. დანიასთან მაინც არ გვეყოლება და კიდე რომ დაღალა ეს ძირითადის ფეხბურთელები პირველი ტაიმის შემდეგ გაეყვანა და კიდე რაღადროს ბუბა დაუშვილია ამათ არ ჯობს ათამაშო ლობჟანიძე კვარაცხელია ხარაიშვილი და ახალგაზრდები? იქნებ მომავალში მაინც გვეშველოს. ვაისი რაც მალე წავა მით უკეთესია ნაკრებისთვის
ტოტტი
05 სექტემბერი 2019 21:32
11
ვერაფერს იტყვი, ბრძნული აზრებია, რაც მალე შეასრულებს ფედერაცია დარიგებებს უკეთესი იქნება. ისე გუნდში ფსიქოლოგიური განწყობა ძალიან ბევრს ნიშნავს, ამას გამოცდილი კაპიტნები კარგად ახერხებენ.
გიზოგ
06 სექტემბერი 2019 11:53
1
ნორმალურად ითამაშეს, კორეა ხელწამოსაკრავი გუნდი არაა.რაც შეეხება მსაჯობას ალბათ წინასწარ მოილაპარაკებ ოფსაიტებს არა ვართო :))) მჯერა რომ ამ გუნდს დანიასთან შეუძლია პატარა სენსაცია შემოგვთავაზოა.
irakli81
05 სექტემბერი 2019 22:10
19
ორივე გოლი ოფსაიტიდან გავიტანეთ.ასეთ გოლებს არავინ ჩაგვითვლის მსოფლიოსა და ევროპის შესარჩევ თამაშებში!
+
06 სექტემბერი 2019 04:01
5
კორეამ, არ გაიტანა თამაშგარედან? ჩვენი მეორე იყო თამაშგარე, პირველი საკამათოა.
kote
06 სექტემბერი 2019 09:12
4
პირველი გოლი წესების დაცვით გავიდა, მეორეა საკამათოა.
გიზოგ
06 სექტემბერი 2019 11:56
4
მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ნაკრებმა - ყველა გართული იყო ინდივიდუალიზმით, ოღონდ თავი წარმოეჩინათ. ამის გამო რამოდენიმე გოლი ვერ გავიტანეთ. ბევრი შეცდომა იყო პასის კულტურაში, დაცვა უყურადღებო. იმედია დანიასთან თამაშში უფო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს. მწვრთნელი კი გამოსაცვლელია.
მერაბი
06 სექტემბერი 2019 09:44
6
მე იმან გამაკვირვა კორეა რა სუსტი გუნდი ყოფილა?! მეგონა 3-5 ბურთის სხვაობით მოგვიგებდნენ?! დიდი მადლობა რომ შევცდი!
aburjga
05 სექტემბერი 2019 22:25
9
აი ვაისს რო აკრიტიკებთ, ერთი გამაგებინა შვეიცარიის და დანიის გარდა ვისაც ეთამაშა შედეგი არ დადო? ევროპის ლიგა მოიგო და თან ისე რომ საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდა. სტატისტიკას მაინც ჩახედეთ გუშინ მარტო 18 ჯერ დაირტყა მეტოქის კარისკენ, 48 სახიფათო შეტევა ქონდა, ვეთამაშეთ გუნდს რომელსაც ჩვენზე კარგი შიდა ჩემპიონატი და მეტი ფეხბურთელები ყავს უკეთეს გუნდებში (ტოტენჰემი, ვალენსია ზალსბურგი ჰამბურგი), ჩვენ რო სონის ნაირი ფეხბურთელი გვყავდეს ალბათ ევროპის ჩემპიონობას მოვითხოვდით მინიმუმ. დაცვაში კიდე 2 ძირითადის კაცი გვაკლდა, დვალს ტრამვააქ ნალოვსკის გვაკლია. რო უკიჟინებთ ის გამოიძახე ეს გამოიძახე, ხომ ათამაშა ლობჟანიძე და ხარაბაძე რო იძახდით ნაკრებში ჩქარა რაღადროს ნავალოვსკიაო, ხომ იყო მოტიტვლებული მარცხენა ფლანგი? ჯანო და ოქრი რომ საშინელ დღეში ჩააგდეთ შვეიცარიასთან თამაშის მერე ხომ იყვნენ საუკეთესოები გუშინ? მაგრამ ვერ ერკვევით ფეხბურთში ვერც გულშემატკივარი ვერც კომენტატორები და ვერც ჟურნალისტები. ეჰ ნეტა ქეცბო დააბრუნონ ნაკრებში ან ცხადაძე 7 მცველით რო გამოვიდეს გუნდი.
semi
06 სექტემბერი 2019 14:49
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული