ვლადიმირ ვაისი: შედეგი მისაღებია - დანიასთან შემადგენლობას შევცვლი

AutoSharing Option
სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩის (2:2) შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, მოგება შეგვეძლო. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება. ასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთ, რადგან მნიშვნელოვან თამაშებში ეს გადამწყვეტი იქნება.

მოხარული ვარ, რომ ვაკო ასეთ ფორმაში დაგვიბრუნდა. ეს სწორედ ისეთი თამაში იყო, როგორსაც მისგან ველი და ჩემი აზრით, მას გოლიც უნდა გაეტანა. ასევე მიხარია ოქრიაშვილისა და ანანიძის დაბრუნება.

დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა. პირველი თამაშიდან გამომდინარე, მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. დავითაშვილმა კარგად ითამაშა როგორც
შეტევაში, ისე დაცვაში.

ჩემი აზრით, დაცვის ცენტრში ტაბიძემ და კაშიამ კარგად იმოქმედეს.

კიტეიშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. მე მისით კმაყოფილი ვარ, რადგან დაამტკიცა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

კორეა დანიისგან განსხვავებული გუნდია, თუმცა შედეგი მისაღებია, რადგან მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდი იყო, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არავინ მიიღო და ახლა კვირის თამაშისთვის გავაგრძელებთ მზადებას.

დანიის წინააღმდეგ შემადგენლობაში რამდენ ცვლილებას გავაკეთებ, ამას ხვალინდელი ვარჯიშის მერე გადავწყვეტ. დავაკვირდებით, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს.

რა თქმა უნდა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ვარიანტები უკვე მაქვს და ვნახოთ, რომელს შევარჩევთ თამაშისთვის. ჯაბა კანკავა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა, როგორც იცით, ყვითელი ბარათების გამო დანიასთან ვერ ითამაშებს. ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
gaitanet "grelandia" vaisma mochama tavisi!!!
სანდრო
06 სექტემბერი 2019 17:00
0
ქვილითაიას შემოსვლა მომეწონა, მემგონი ძირითადს იმსახურებს... ყაზაიშვილი ტექნიკურია, მაგრამ ნელი, სჯობია ცენტრში, ფორვარდის უკან ითამაშოს, ფლანგებზე სწრაფი გარემარბია აუცილებელი, ამის მიხვედრას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება...
ლაშა
06 სექტემბერი 2019 13:42
2
გეთანხმები 100%.. დავითაშვილი მარცხენა ფლანგზე და ვაკო შუაში შეწეული უფრო პროდუქტიული იქნებოდნენ ორივე.
მოკლე კომენტარი
06 სექტემბერი 2019 18:01
0
არაბიძე ეროვნულ ნაკრებში!!!!!!! ვაისი სახლში!!!!!
gurami
06 სექტემბერი 2019 12:06
18
კაცი რო თურქეთში მე-2 ლიგის გუნდში გასაარდნად გამზადებულ კლუბში ზამენაზე ზის იმას რა უნდა ნაკრებში?
semi
06 სექტემბერი 2019 14:57
2
მოედანს ვერ ხედავენ ,სისწრაფე არ აქვთ და სწრაფ ფეხბურთს ვერ თამაშობენ, პასი უნდა გააკეთო ღონივრად ,რომ ვერ ჩაჭრას მოწინააღმდეგემ, ვინც საჯარიმოში უკეთეს დასარტყმელ პოზიციაზე პასი იმას უნდა მისცე, უკან არ იყურო როცა უტევ წინ იყურე. ასეთებს თუ არ გასწავლიან ე.ი.არ გყოლია კარგი მასწავლებელი. ყაზაიშვილს მომენტები რომ ჰქონდა , რომელიმე ბაბუ გაიტანდა ორ ბურთს. მომეწონა პრესინგი,ქვილითაია მწვავეა, ტაბიძე კარგია,ზურიკოს უნდა ჭკვიანი დამრიგებელი,რომ უფრო ეფექტიანი/ შედეგიანი იყოს თან დარტყმებზე ივარჯიშოს ბევრი, რა აზრი ჰქონდა კანკავას გამოყვანას,რომკიდევ ერთი ბარათი მიეღო? კვარაცხელია უნდა გამოეყვანა ,რომ შეჩვეოდა ნაკრებს. სადაა ეს კარგი მწვრთნელები ,ნეტა თუ არსებობენ საერთოდ?
თამაზი
06 სექტემბერი 2019 11:53
3
ყაზაიშვილი თუ კარგი იყო ესეიგი სხვა სპორტის სახეობის მწვთნელია ეს. მინიმუმ 3ჯერ პასი არ გააკეთა სადაც თავისუფალი პარტნიორი იდგა. ასეთი უკლასო ფეხბურთელების მნახველი არ ვარ არცერთ სხვა ქვეყანაში. ანუ ტექნიკური თამაში და 1-2 კაცის მოტყუება არ არის ფეხბურთი, ეს არის უბრაოდ მუღამის გასწორება ინდივიდუალურად. სწორ ფეხბურთს თამაშობს: პაპუნაშვილი, ხარაბაძე, კაკაბაძე, გვილია, ანანიძე, კანკავა, კვეკვესკირი, ხარაიშვილი და ეს ახალი ბიჭები კვარაცხელია, დავითაშვილიც ჯერ ჯერობი
giggs
06 სექტემბერი 2019 10:43
5
სამწუხაროდ დანიასთან შანსი არ გვაქვს, თუ რათქმაუნდა კორეასავით სუსტად არ ითამაშეს. მწვერთნელის კომეტარზე რა უნდა ითქვას.ან ჩვენ გვაბოლებს ან....
ქართული სპორტი
06 სექტემბერი 2019 10:03
6
ეეეეეეჰ, მაგარი აცდენილი ხარ რეალობას ვალოდია. სამწუხაროდ, რამოდენიმე დღეში დანია კიდევ ერთხელ ჩაგახედებს რეალობის სარკეში ...
P.S. იყო პერიოდი დაცვის ცენტრი მაინც იყო მეტნაკლებად ნორმალური და სტაბილური, მაგრამ ბოლო პერიოდია მაგ პოზიციაზეც "ვარსკვლავებს ვწყვიტავთ", ეს კიდევ იძახის კმაყოფილი ვარო, ან თამაშზე არ ყოფილი ან მაგრად ღადაობს.... (სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს)
........
06 სექტემბერი 2019 10:01
3
ვისაც არ გესმით ფეხბურთი და მარტო ანგარიშს უყურებთ მწვრთნელს მაინც ნუღარ აკრიტიკებთ... სამ თვიანი ფეხბურთელები გვყავს და რა ქნას ვალოდიამ? 4-5 თამაშს ატარებენ მაღალ დონეზე მერე ან ტრანვას იღებენ ან სათადარიგოებში გადადიან... ამანაც რა ქნას ყველა თამაშის წინ ახალ გუნდს ხო არ შექმნის... ასე რომ კიდე არაუშავს ნაკრებს...
beqa
06 სექტემბერი 2019 09:39
6
ტრანვა??????
რაო მერე გივმა
06 სექტემბერი 2019 11:50
2
ტრანვა????????
რაო მერე გივმა
06 სექტემბერი 2019 10:30
2
რომელ თამაშზე საუბრობს ეს კაცი? ძველი სტატია ხომ არ გამოაქვეყნეთ შეცდომით?
პავლე
06 სექტემბერი 2019 09:23
7
თავდამსხმელს (ყაზეიშვილს) ასეთ საგოლე მომენტებს,რომ შეუქმნი და ვერ გაიტანს, მასზე როგორ უნდა თქვა კარგ ფორმაშიაო. ანანიძემ იღორა და საგოლე გადაცემა არ გააკეთა. მეკარემ 2 ჭამა და ორივე გაუშვა, არაფერს ვამბობ ძელს,რომ მოხვდა და მან კი მხლოდ თვალი გააყოლა. და ამის შემდეგ როგორაა კმაყოფილი ან ვისით??
გიორგი
06 სექტემბერი 2019 08:46
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული