"გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძე ევროპა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა

AutoSharing Option
ბელგიურმა "გენტმა", რომელმაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა, ტურნირის განაცხადში ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე არ შეიყვანა.

სხვადასხვა წესიდან გამომდინარე, "გენტს" ევროპა ლიგის განაცხადში 25-ის ნაცვლად, 22 ფეხბურთელის ჩაწერის უფლება აქვს და ბელგიელებმა გადაწყვიტეს, რომ ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე განაცხადში არ შეეყვანათ.

თუმცა, თუ გიორგი გამოჯანმრთელდება, კლუბს მისი განაცხადში შეყვანა თამაშამდე 24 საათით ადრე შეეძლება, რადგან ევროპა ლიგის დებულების მიხედვით, გიორგი ფეხბურთელთა B სიაში შედის, ანუ იმ მოთამაშეთა შორის, რომლებიც 1998 წლის შემდეგ არიან დაბადებულები და ამ კლუბში 2 წლის განმავლობაში
მაინც თამაშობენ.

სანამ ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდება და მოედანს დაუბრუნდება, "გენტის" საევროპალიგო განაცხადში მხოლოდ გიორგი ქვილითაია იქნება, რომელსაც საკმაოდ ბევრი კონკურენტი ჰყავს და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს.

ევროპა ლიგაზე "გენტი" პირველ შეხვედრას 19 სექტემბერს გამართავს. ბელგიელები საკუთარ მოედანზე "სენტ ეტიენს" უმასპინძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კოდევ გენტშია,რომა ან არსენალში აწერსო კონტრქტს? ეს ჟურნალისტები სულ როგორ იტყუებიან
აკო
07 სექტემბერი 2019 15:32
5
არაფერტი პრობლემა არ არის ადაპტაციაში და სისულეეებს ნუ წერთ,ჩაკვეტაძეს ტრავმა აქვს სერიოზულა და როგორ ათამაშებენ და ქვილითაიას კიდევ იმხელა კონკურენცია აქვს რომ ვერ ჯობნის კონკურენტებს გუნდში თავის პოზიციაზე,ოქრიასვილი როცა იყო ბელგიაში კი იცით რა დღეშიც იყო,მთვრალი დადიოდა და დებოშიორობდა...
დდდდდ
07 სექტემბერი 2019 09:56
3
მრავალჯერ დავწერე, ქართველი ფეხბურთელების ადაპტაცია ბელგიაში არის შეუძლებელი. საწრაფოდ უნდა დააღწიონ თავი ბელგიურ მახეს. მითუმეტეს ცაკვეტაძემ. სანამ დროა!
aburjga
07 სექტემბერი 2019 00:16
9
მაგის ბევრჯერ დაწერას ჯობდა ერთხელ მაინც გენახა ჩაკვეს თამაში სანამ დაიმტვრეოდა. ზუსტად ბელგიურ ფეხბურთთან ადაპტირების გამოა გრანდები რომ აკვირდებიან
პასუხი
07 სექტემბერი 2019 13:54
1
ალბათ შენს სამშობლოში,რუსეთში სთავაზობ კარიერის გაგრძელებას არა?ძალიან კარგ ჩემპიონატში და გუნდში არიან,განსაკუთრებით ჩაკვეტაძე!თუ რამის დამტკიცება უნდათ,ამაზე უკეთეს ჩემპიონატს ვერც ინატრებენ!შუაგულ ევროპაში,რომელიც შენ ასე ძალიან "გიყვარს",თამაში ერთი სიამოვნებაა და პოტენციური შანსი იმისა,რომ კარგი თამაშის შემთხვევაში,შემჩნეულ იქნე და გადახვიდე უკეთეს ჩემპიონატსა და კლუბში!
aburjga-ს
07 სექტემბერი 2019 01:36
3
ბარსელონამ შეიყვანა განაცხადში.
გიორგი 007
06 სექტემბერი 2019 15:33
28
ეს ბარსელონაში მეგონა უკვე))) ისე აშუქებდით
თემო
06 სექტემბერი 2019 14:02
38

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული