ვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა მე ახლა აქ ვარ და ხვალინდელ თამამშზე ვფიქრობ.

ქართული ენის სწავლა არაა ჩემთვის ადვილი, ვიცი სიტყვები, თუმცა პრესკონფერენციაზე ქართულ ენაზე ნამდვილად ვერ შევძლებ პასუხების გაცემას.

ხარაიშვილი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ სხვა ბიჭები არიან. ნაკრებში ისინი არიან, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს. მე არ ვიცი, შესაძლოა სხვა მწვრთნელი მოვიდეს და იმან მისცეს შანსი. ვიცი, რომ ხარაიშვილი კარგი ფეხბურთელია,
გოლიც გაიტანა, მე მას ვაფასებ.

ზარანდიასა და არაბიძესთნ იგივე პრობლემაა, რაც ხარაიშვილთან დაკავშირებით. შეუძლებელია ყველა ფეხბურთელი გყავდეს ნაკრებში. არაბიძემ და ზარანდიამ ახლახანს კლუბები შეიცვალეს, ვადევნებ მათ თამაშს თვალს.

ჩვენი მინუსია, რომ შანსებს ვერ ვიყენებთ. ეს მხოლოდ სამხრეთ კორეასთან შეხვედრას არ ეხება, მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. მარტო ვაკოს 3 გოლი უნდა გაეტანა, მას ვუთხარი, რომ უფრო აგრესიული უნდა იყოს საჯარიმოში, გამოიყენოს მისი შესაძლებლობები. ამ საკითხზე სამუშაო გვაქვს.

კიტეიშვილმა და აბურჯანიამ კარგად ითამაშეს. ოთარი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კვეკვესკირის ტრავმის შემდეგ აქ ფეხბურთელი გვჭირდება. ჩვენ დაუშვილი გვყავს, ასევე გვილიასაც შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. დაუშვილი ახლა კარგად გამოიყურება, ფიზიკურად მზად არის, მას შეუძლია ჯაბას სტილში თამაში და ვნახოთ ხვალ, როგორ იქნება. თუმცა, 2-3 ცვლილება შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.

სამწუხაროდ ტრავმა აქვს დვალს და ის ვერ მოახერხებს თამაშს", - თქვა ვაისმა.

საქართველოსა და დანიას შორის მატჩი 8 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. მატჩის ბილეთების ფასი 5,10,15 და 25 ლარია. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 30 /
ვაისი საქართველოში ფულის საშოვნელად არის ჩამოსული. ქართული ფეხბურთის მომავალი სულაც არ ედარდება.
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
07 სექტემბერი 2019 17:36
5
კარგი რა, ვლადიმერ, ამ ეტაპზე ჭანტურიშვილი და პაპუნაშვილი იყო გამოსაძახებელი და ხარაიშვილი და ზარანდია - არა? დროა გულშემატკივარმა სტადიონზე სკანდირება დაიწყოს ხარაიშვილისა და ზარანდიას გვარების, თორე სხანაირად არ ესმის ამ კაცს.
ლაშა
07 სექტემბერი 2019 17:17
10
აზრი?
eheeeiy
07 სექტემბერი 2019 17:53
2
ვაიიისსს,კარგი ოკულისტი გჭირდება(თ). ხარაიშვილიც და ზარანდიაც ნორმალურ კლუბებში არიან და კარგადაც გამოიყურებიან.მათ ტრანსფერებში ფული ვერ აიღე(თ)და ამიტომაც არ იძახებ(თ).ვისთანაც და ვის მენეჯერთანაც ხართ შეკრულები იმათ იძახებთ. ვისგანაც თანხას მოელი(თ).
ბონდო დოლაბერიძე ,,ფეოლა,,
07 სექტემბერი 2019 17:15
15
Es aris profesionali mcvrtneli?!... Kazaishvils meti agresiao im 3 momentidan 2 pasi rom gaeketebina jobda, pasis micemac iscavlos da tavis aceva, xaraishvils ar gamovidzaxebo arc arabidzes da zarandiaso tavis sityvebidan eg minishneba gaaketa, dxva mcvrtnelma sheidzleba shansi misceso, dzaan dabali donea vaissi nu blokavt...
Va-Le
07 სექტემბერი 2019 16:43
9
ვაისის ფუნქცია ვერ გავიგე. წინა შეხვედრაზე ფეხბურთელებს მაკარიძე აძლევდა მითითებებს. ვაისი ჩუმად იყო. რატომ???
Soso
07 სექტემბერი 2019 16:25
6
გინდა ასტანაში წავიდეს და გინდა ტაილანდში ამის ხელში არაფერი არ გვეშველება.
გუნდს მოტივაციას ვერ აძლევს, შეცვლებს ვერ აკეთებს, რანაირი მწვრთნელია?!
გენო
07 სექტემბერი 2019 16:21
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული