კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
ერთხელ დავარტყით კარში!!! - ეს იყო კარგი თამაში?! თქვენ ეტყობა ფეხბურთი ლელობურთი გგონიათ!
ჟორა
08 სექტემბერი 2019 22:12
20
კაკაბაძე იყო ყველაზე სუსტი,კიტეიშვილი კი ყველაზე უკეთესი.ყაზაიშვილმა რომ პასის გაკეთება ისწავლოს არ იქნება ურიგო.
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2019 22:12
1
აბა, ფუი ეშმაკს და, წარმოიდგინეთ, რომ ლორიას (ან მის მაგივრად სხვა მდგარიყო და იმას) ის ორი ბურთი გასძვრომოდა, დანარჩენებს კი ზუსტად ისე ეთამაშათ, როგორც ითამაშეს. აი, ამის მერე კი წარმოიდგინეთ ამ სტატიის სათაური და კომენტარები...

მოკლედ, ემოციის ხალხი ვართ, ანალიზისა - არა.

პ. ს. რაღა დაგიმალოთ და, მეც გამიხარდა ფრე... :/
გელა
08 სექტემბერი 2019 22:12
3
ვალოდია მალადეც!
ზურა
08 სექტემბერი 2019 22:12
15
სანამ ჯგუფური ეტაპი დაიცყებოდა ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა ბიჩები ფსიქოლოგიურად ბელორუსის ნაკრებისთვის მოსამზადებლად განაწყო, რაც არის უდიდესი შეცდომა პრესკომფერეციებზეც ხშირად საუბრიბს, ფსიქოლოგიურად და მეტი გამედაობა საჭირო რომ უფრო მეტს მივაგციოთ, ისევ დაგვიანებული შეცვლები 86 წუთზე, ტემპის მომატების დროს ხიფათს ვქმნიდით, Dაბალი დონის მწვრთნელი გვყავს რა უკეტესი და გამბედავი მწვრთნელი გვჭირდებაა
va-le
08 სექტემბერი 2019 22:12
1
ერთადერთი ჩვენ ნაკრებ ჩვენი ოქროს ბიჭი აკლდა!
ზურა
08 სექტემბერი 2019 22:11
7
ეგრეა ზურა ძმაო, ეგ ოქროს ბიჭი რომ გვყოლოდა დანია ქულასაც ვერ წაიღებდა.
ეგეც თქვენი დანიაა
შოთა
08 სექტემბერი 2019 22:16
4
ბრძოლაში ბედნიერნი !!! ამ რაგბისტების წაგების მერე, ძლივს არ გავიხარე
DAVE
08 სექტემბერი 2019 22:08
23
Vერ არის ეს ვაისი ან თქვენ რა გიხარიათ?ფრეს მიაღწიაო ეროვნულმა ნაკრებმაო.რას გვაძლევს ეს ფრე, არაფერს ამჟამად უძლიერესი ტანდემი ქართულ ნაკრებისათვის თამაშით,დავითაშვილი- კვარაცხელიაა და საერთოდ მიქელთაძეც უნდა ეთამაშებინა პირველ ნახევარში მაინც, მოვიგებდით!!! ამ ბიჭებს გააქვთ რეალურად შვიდ ქულას დავაგროვებდით ვერ გარისკა ვერ არის ვერა!!! ასე უფხოდ ,ქართულ გეხბურთს ათწლობით ვერ ამოვქაჩავთ დღეს დღეობით უძლიერესებს თუ არ ვათამაშებთ....
ღვთაებრივი ქარი Great British.
08 სექტემბერი 2019 22:08
49
ვაისს რომ ფეხბურთის რაიმე ესმოდეს დავითაშვილს არ ათამაშებდა ამხანაგურში ორი დღით აფრე ოფიციალურ თამაშამდე არამედ დღეს ათამაშებდა და არ მოუწყობდა ფუყე გამოცდებს და არაა საჭირო ერთნაირადბერკვეოდე სხვადასხვა სპორტის სახეობებში, საჭიროა აზროვნებდე წინწასწრებით შედეგის დადებით მანამდე, როცა საჭირო არს,და არა ჩხუბის შემდგომ მუშტების ჰაერში ქნევით, უკვე უშედეგოდ... .....
Kamikadze .დიდი ბრიტანეთი
08 სექტემბერი 2019 23:27
4
რას ბოდავ თუ იცი
ჰმ!
08 სექტემბერი 2019 22:59
5
ყველა გამოხმაურება
იქნებ ვინმემ ყაზაიშვილს უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელისთვის პასის მიცემა ასწავლოს...
უშანგი
08 სექტემბერი 2019 22:06
6
თურმე შეუძლიათ თამაში. ცოტა მეტი გამბედაობა, მეტი მაღალი პრესინგი, რამდენსაც გაუძლებენ, და უკეთესი შედეგებიც მოვა.ჩემი აზრით საუკეთესო იყო კიტეიშვილი, სუსტი წერტილი კი კაკაბაძე იყო, მისი მთავარი მოვალეობა დაცვაა და აბუჩად აიგდეს რამდენიმეჯერ. მგონი უკვე დღეს ჯობია ნიკა მალი. მონდომებას კი ვერავის დავუწუნებდი, გადადეს თავი.
emigranti
08 სექტემბერი 2019 22:05
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული