კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
რა გირხარიათ თქვე უბედურებო ბოლოდან მეორე ადგილი?
lasha
08 სექტემბერი 2019 23:12
33
შენ რამ გაგაბოროტა შე მართლა უბედურო
Grisha
09 სექტემბერი 2019 00:43
2
ასეთ კომენტარს რატო აკეთებ.ვინ გყავს ჯგუფში რა დონის ნაკრებებ გადახედე
Buxrika
09 სექტემბერი 2019 00:12
1
რა გიხარიათ ვერ გავიგე? კი ფრე კარგი შედეგია მაგრამ თამაში ნოლი.კარებში არ დაურტყამთ. არაა ამათი საშველი. და საიდან ნახულობენ ამ კომენტატორებს.ამ უცოდინარებს.ან როგორ შეიძლება ერთმადაიგივე კომენტატორმა ფეხბურთიც წაიტვანოს,კალათბურთიც,ჰოკეიც და ფიგურული სრიალიც? ვაი თქვენს პატრონს
ზაზა
08 სექტემბერი 2019 23:07
12
იდიალურად იყო დაკომპლექტებული დაცვა და საყრდენი ზონა, რომელთაც მშვენივრად გაართვეს თავი მოვალეობას, მხოლოდ კაკაბაძე ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ნახევარდაცვას კი შეტევა არ შეუძლია და მხოლოდ თამაშის ჩაშლით იყო დაკავებული და ბურთს კი კარგად იჭერდნენ. მაგ სამეულიდან უმჯობესი იყო ვაკო, თუმცა მოედანს ისევ ვერ ხედავს და თავს მაღლა არ სწევს. ჯანოს და ოქრის მეტი არ შეუზლიათ და არც მოეთხოვებათ. ტუ ამ სეზონზე არ დაიმტვრნენ და სათამაშო დრო მიეცათ, ნაკრების ძირითადში ადგილს ნამდვილად დაიმსახურებენ, რადგან სავარაუდოდ ფიზიკასი მოუმატებენ. ქვილითაია მე მგონი ნელ-ნელა ჩაჯდება გენტის ძირითადში, ტუ რა ტქმა უნდა ჯანმრთელად იქნა. ვაისა სუსტი მწვრტნელია, რადგან ზამენებს ვერ აკეტებს, 70-ე წუთიდან ჯანო და ოქრი უნდა გაეყვანა და შეტევა გაეძლიერებინა ახალგაზრდების ხარჯზე, რა არ ჰყავდა? კაკაბაძეც შესაცვლელი იყო, მარა მისი შემცვლელებს არ იძახებს და ჰე. სეეყვანა დავითაშვილი, კვარა, ლობჟანიძე, თუნდაც პაპუნასვილი. არ გარისკა, რადგან მისთვის მთავარი არ წაგება იყო. ასეთ თამაშში უნდა ნახო ახალი სისხლი, რადგან ამ ქულას არანაირი აზრი არ ქონდა. დამტკიცდა, რომ კანკავა აღარაა საჭირო. სურპრიზი იყო კიტეისვილის საყრდენობა და ეს მისი ადგილია მგონი. ფეხბურთში გოლია მთავარი, გოლიი. იმედია ირლანდიასთან ოქრი და ჯანო უკეთეს ფორმაში იქნებიან, რადგან სხვებისთვის მაინც დახურულია ნაკრების კარი. გვილიას აბუ სჯობს და საერთოდ აბუ და კიტე იდეალური წყვილია მაგ ზონაში. შედეგი ვაისის ხელში მაინც მისაღებია, მიუხედავად იმისა რომ თამაში მოსაგები იყო.
ვასო
08 სექტემბერი 2019 22:49
6
რა გინდათ, რას ითხოვთ, ნახეთ სად თამაშობენ ერიკსენი, ლარსენი, პოულსენი,
მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის, ამაყი ვარ მათი შემხედვარე.
უბრალოდ ზოგ ქართველს უჭირს ტვინში ღიპზე რომ ჭიქა უდევთ და გრძელი ენა აქვთ სუფრიდან და ითხოვენ ევროპის მოგებას :)))
შოთა
08 სექტემბერი 2019 22:47
7
აჰყევით ვაისს სად თამაშობენ ისინი, ჩვენ და ა.შ...ინდივიდუალურად რომ შეაფასო პოზიციის მიხედვით, ჩვენებს ექნება ბევრ შემთხვევაში უპიირატესობა, მაგრამ გუნდურ თამაშში რა მოგახსენოთ. ტყუილად არ ახსენა ტომასონმა დაახლოებით იგივე. ინდივიდუალიზმი მოეწონა, მაგრამ გუნდზე სიტყვა არ უთქვამს. სწორედ ესაა ვაისის მწვრთნელობა, ანუ ნაკრები ასე უმწვრთნელოთაც ითამაშებს. ყაზაიშვილი კი კიტეიშვილთან ერთად საუკეთესო იყო(ორივე გუნდში), თუნდაც მომენტებში გადაცემებს არ იძლეოდეს...რომ გაეტანა არ იტყოდით მსგავსს არაფერს. მოაშორეთ ვაისი და სერიოზული გუნდი დადგება კარგი მწვრთნელის ხელში. თუ უცხოელზე იქნება ლაპარაკი შემტევი ფეხბურთისათვის სასურველი ჰოლანდიელი იქნებოდა.
emigranti
09 სექტემბერი 2019 01:06
5
დანიელებმა პირველ თამაშში გადაგვიარეს და ეტყობა იმ თამაშის შთაბეჭდილების ქვეშ,ბოლომდე მობილიზება ვერ შეძლეს,თან მთავარი მწვრთნელიც ხომ არ ჰყავდათ და ეტყობა ამანაც იმოქმედა.ასე თუ ისე,დანიამ ვერ შესძლო ტემპის აჩქარება,არც ჩვენებს დაუშვიათ ისეთი შეცდომა,რომ როგორც იქ,თვითონ გაეტანინებინათ გოლები მეტოქისათვის და ისე გამოვიდა,რომ ჩვენ ბიჭებს მეორე ტაიმისათვის საკმარისი ძალები შემორჩათ და ცოტა მეტი ოსტატობა რომ ჰქონოდათ კომბინაციურ თამაშში,შეიძლებოდა გამარჯვებისთვისაც გამოგვეკრა ხელი.რამდენი წელია,ვაკოს,თორნიკეს და ჯანოს ერთად არ უთამაშიათ.ითამაშეს როგორც იქნა და თითქმის უიმედო თამაშში,ქულაც ავიღეთ.აქვე გამოვყოფ კიტეიშვილის ძალიან კარგ და აბურჯანიას კარგ თამაშსაც,ძალიან საიმედო იყო გია გრიგალავაც,კაშიაც და ტაბიძეც.ძალიან ბევრი იმუშავა ქვილითაიამ და ამ ბიჭს ცოტა მეტი სისწრაფე რომ ჰქონდეს,შეუდარებლად უფრო საშიში იქნებოდა ჩვენი შეტევა. საერთოდაც,შეცვლა პირველად 85 წუთის შემდეგ გავაკეთეთ.ბოლო წლებში ეს უპრეცენდენტო ამბავია.ამდენ ხანს ჩვენი ნახევარდაცვა ვერასოდეს უძლებდა ფიზიკურად,ახლა კი გაუძლეს.დღვანდელ ნაკრებს რაიმე დამუშავებული კომბინაციები რომ ჰქონოდათ შეტევაში,ეს უკვე სრულფასოვანი ნაკრები იქნებოდა.ამ თამაშმა ვფიქრობ ბიჭებსაც უნდა მისცეს თვითრწმენა და ვფიქრობ მომავალ თამაშებში ისე ყურებჩამოყრილები აღარ ვიქნებით მეორე ტაიმის დაწყებისთანავე.ბრძოლის მარიფათი გვაქვს და ცოტა თუ გავთამამდებით,გიბრალტარის გარდა,სხვასთანაც შევძლებთ გამარჯვებას.კორეასთან საზიზღარი თამაშის შემდეგ,ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს და თუ ჩვენი თამაშის ვექტორი მეტოქის კარისაკენ იქნება მიმართული,მაშინ ჩვენი შეტევები გაცილებით უფრო მიზანსწრაფული და სახიფათო შეიძლება გახდეს,ახლა ხომ ყველა ცალი თვალით უკან იყურება და წინ თავისუფალ ზონაში ბურთის რისკიან შეგდება ერიდება.მომდევნო თამაშებისათვის ალბათ ჩაკვეტაძე უკვე მწყობრში იქნება,დავითაშვილი და კვარაცხელიაც დააგროვებენ რუსეთის ლიგაში გამოცდილებას და გაცილებით თავდაჯერებულები იქნებიან და შეტევითი პოტენციალი და ვარიანტები შემადგენლობაში,ძალიან გაგვიფართოვდება,ზარანდია და არველაძეც ხომ სათვალავში არიან,არც კაჭარავაა ჩამოსაწერი და კიდევ შეიძლება ვინმემ გაიბრწყინოს და თუ ვინმე გამტანიც გამოგვიჩნდა,მაშინ უკვე რაღაცას დავემსგავსებით.
სოსო
08 სექტემბერი 2019 22:45
6
თითქმის მართალი ხარ ყველაფერში... ჩემი აზრით. თითქმის იმიტომ რომ არველაძე კაჭარავას ნაწილში არ გეთანხმები. ამიტომ
მოგეცი დისლაიქი. კაჭარავასი აღარ მჯერა რომ მოუმატებს და არველაძეს
უბრალოდ ბიძების შარავამდენი დასდევს თორემ რეალურად ნიჭით არ არის ნაკრების დონის ჩემი აზრით. გვარის ამბავში აქვს ბევრი ავანსი მიცემული
მართალი ხარ მაგრამ...
08 სექტემბერი 2019 23:17
3
ძალიან სუსტია კაკაბაძე! სასწრაფოდ უნდა მოისინჯოს სხვა კანდიდატურა მის პოზიციაზე, თუნდაც ნიკა მალი
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2019 22:45
18
ახლა სადაა ის ხალხი, რომ იძახდა კაშია ჩამოსაწერიაო.დ კიტე საუკეთესო იყო. ქვილითაიამ ლომივით იბრძოლა ცუდი არცერთი არ იყო პრინციპში
Kkk
08 სექტემბერი 2019 22:44
7
ალბათ ვერასოდეს გავიგებთ ორ რამეს: კოსმოსს ბოლო თუ აქვს და ქართველებს რატო უხარიათ დღევანდელი თამაშის შედეგი :დ უხარისხო თამაში, ღორი ფეხბურთელები რომლებსაც პასის გაკეთება არ უნდათ, ბურთის კონტროლი ნული, რავი, გაგრძელებას რაღა აზრი აქ. გამოდით ეიფორიიდან, დაბრუნდით რეალობაში, რა გიხარიათ. ახლა ვიცი გადამივლით მარა შემდეგ შეხვედრებში რო მაგრად ჩაისვრიან მერე გაიხსენეთ ეს კომენტარი
თემო
08 სექტემბერი 2019 22:43
36
პათოსზე გეტყობა, დანიაზე გედო ბოლო ათშაურიანი... არადა, ერიქსენის ჰეთ-თრიქზე უნდა დაგედო, აღარ ინერვიულებდი მაინცა...
მ.ტ.
08 სექტემბერი 2019 23:30
4
შენ ქართველი არა ხარ? ქართველებს რატომ უხარიათო,რომ ამბობ? დალაგებული თამაში გვიხარია,და შენ რაში ხარ წარმატებული? რომ აკრიტიკებ?
ზურა
08 სექტემბერი 2019 23:13
6
წარმატებები, ბიჭებო,დუხით არ დარჩეთ.
ზაზა
08 სექტემბერი 2019 22:39
1
gundi rom karshi ver daartyavs zustad ra migwevaze da karg tamashze gaqvt laparaki kargit raaa
gaguuuu
08 სექტემბერი 2019 22:39
19
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული