კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
კიტეიშვილს სასწაულად აქვს ,პ,ატებუი კლასი.რაც მთავარია დაცვაშიც და შეტევაშიც ერთნაირად ეფწქტურია, ერთ-ერთზე ბურთს ვერ წაართმევ, პასი აქვს, ხედვა აქვს,, ფიზიკა აქვს.

ერთადერთი - მსაჯი არ წყალობს ხოლმე
ლევანი
08 სექტემბერი 2019 22:18
0
8
08 სექტემბერი 2019 22:18
1
სანამ ფრეს თამაშებით დავკმაყოფილდებით და არ ვიქნებით მაქსიმალისტები მოთხოვნებში, იქამდე სულ ასეთ ჭაობში ვიქნებით.
ფეხბურთი
08 სექტემბერი 2019 22:17
21
ვაისი და კომენტატორები გვეკაიფებიან დანიამ საერთოდ არ ითამაშადა გამოჩნდა საქართველოს ნაკრები,ამ თამაშით ყველა მოგვიგებს
გრიგოლ1408
08 სექტემბერი 2019 22:15
23
აბა შენ გესმის რა

რა არ ითამაშა, ჰაერივით ჭირდებოდა ქულები
kote
08 სექტემბერი 2019 22:46
0
გენაცვალეთ ბიჭებო.დამსახურებული ფრე.თან გვაკლდა ბევრი მოთამაშე.ჩაკვეტაძე ხოჭოლავა და კვირკველია.მოგებაც შეგვეძლო
Buxrika
08 სექტემბერი 2019 22:14
5
ორი დღის წინ დავწერე დანია ქულებს დაკარგავს მეთქი, ვანგაო დამიკომენტარეს.
ასევე დავწერე ამ შემადგენლობას პლუს ჩაკვეტაძე და ევროპაზე გავალთ თქო.
ესეც ახდება!!!
შოთა
08 სექტემბერი 2019 22:14
2
პირი გააღე შაქარი უნდა ჩაგიდო
ზურა
08 სექტემბერი 2019 23:18
0
ფრე ლოგიკური შედეგი იყო ამ თამაშის. განვმეორდები, კარგი თაობა მოდის. ნაკრებში კონკურენცია იზრდება. საქართველოს პირველობაზე სისწრაფეები აშკარად მომატებულია. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ციკლში უკეთესი შედეგი გვექნება.
tngh
08 სექტემბერი 2019 22:14
4
Vladimir maladec!
ზურა
08 სექტემბერი 2019 22:13
9
არაბიძე ეროვნილ ნაკრებში!
Gurami
08 სექტემბერი 2019 22:12
10
ამ ფრეს წაგება ჯობდა!!
ანზორი
08 სექტემბერი 2019 22:12
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული