კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
მშიშრების გუნდი!
Zviadi
08 სექტემბერი 2019 22:04
46
ბოღმიანი გულშემატკივარი
.
08 სექტემბერი 2019 23:02
7
აბა გამოდით ეხლა ქართული ფეხბურთის მაგინებლებო და ამ ბიჭებზე ცუდის მთქმელებო უნდა დაგთვალოოთ!!
შოთა
08 სექტემბერი 2019 22:03
58
როცა 5-1 გაქვს წაგებული წინა შეხვედრა, რა კარგ თამაშზე და შედეგით კმაყოფაზეა საუბარი?!
oto
08 სექტემბერი 2019 22:01
38
იმაზე დაბალი დონის მწვრთნელი გვყავს ვიდრე ფეხბურთელები.
გიგა
08 სექტემბერი 2019 22:01
15
ყველა გუნდი რომელსაც მოგება მცირეოდენ შანს უტოვებს გასვლაზე და ფრე დიდ მიხწევათ ითვლება არის ფარჩაკების გუნდი!!!!!!!!
ტაში
08 სექტემბერი 2019 22:00
43
ფარჩაკობა არის ქართული ენის უცოდინარობა
eheeeiy
08 სექტემბერი 2019 22:14
3
ეს მართლა ფეხბურთი იყო. ყოჩაღ ბიჭებო! სულ ასე თუ ვითამაშეთ,უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.
!!!!
08 სექტემბერი 2019 22:00
16
კარგი თამაში იყო სანახავადაც, საღოლ ბიჭებს!
irakli
08 სექტემბერი 2019 21:59
17
იმაზე ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს ვიდრე მწვრთნელი.
ვაისი უფრო ზღუდავს ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს, იმის მაგივრად რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს რაც შეუძლიათ ფეხბურთელებს და გუნდს.
გიგა
08 სექტემბერი 2019 21:59
12
ეხლა შემოვედი რაღაც კარგი მინდოდა დამეწერა და ისეთი სათაური გაქვთ რომ სამარცხვინო!!! ფრეს მიაღწია რა უბედურებაა!!! ვერ მოვიგეთ, აი რა უნდა დაწეროთ! ხოდა ვაის - დაუჯერე რა გადასარევ გიორგის და კომპანიას, ხომ გეუბნებით შეტევა ადამიანო! შეტევა!!! ესაა საქართველოს ნაკრების სტილი! მიდით წაშალეთ კომენტარი
გადასარევი გიორგი
08 სექტემბერი 2019 21:58
6
რას მიედ მოედები
ეს რა დღეშია ხალხი
08 სექტემბერი 2019 23:02
2
ვაისი უნდა გახდეს რაგბის ნაკრების მწვრთნელი, სასწრაფოდ!!! სხვა შანსი მსოფლიოზე არ გვექნება, მოიყვანეთ ვაისი რაგბში!!!
რომანა
08 სექტემბერი 2019 21:56
26
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული