კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
კაშია შეუდარებელი იყო დაცვაში, თითქმის ყველა ბურთი ჩვენს საჯარიმოში მან გამოიტანა თავით
giorgi
08 სექტემბერი 2019 23:35
3
რა გიხარიათ ვერ გავიგე? კი ფრე კარგი შედეგია მაგრამ თამაში ნოლი.კარებში არ დაურტყამთ. არაა ამათი საშველი. და საიდან ნახულობენ ამ კომენტატორებს.ამ უცოდინარებს.ან როგორ შეიძლება ერთმადაიგივე კომენტატორმა ფეხბურთიც წაიტვანოს,კალათბურთიც,ჰოკეიც და ფიგურული სრიალიც? ვაი თქვენს პატრონს
ზაზა
08 სექტემბერი 2019 23:07
12
ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი თამაში ნაღდად არ ვარგოდა კარში არ დაურტყამთ ბოლოსდაბოლოს ჯარიმას ბოლო წამზე თუ არ ჩავთვლით ...მაგრამ ადრინდელს ...კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ ეს ჯობს ცუდად ვითამაშეთ მაგრამ ქულა ავიღეთ ...შედეგი მართლაც არ არის ცუდი იქ 1:5 ის შემდეგ აქ მინიმუმ 1:2 -ს ველოდი ...მაგარია და გაგვიმართლა რომ ჩემსავით შეცდნენ დანიელები და სათანადოდ არ დაგვაფასეს და გიბრალტარს შეგვადარეს ....ახლა ღმერთმა ქნას და თუ ვივარგებთ დანიელებს მოუწევთ ტელევიზიით ევრო-ზე ჩვენი ნახვა !!!! ასე იქნება თუ ისე მაგას მომავალი გვიჩვენებს მაგრამ დანია რომ შოტლანდიის სიაში აღმოჩნდება ეს თითქმის გარდაუვალია !!!
მოკითხვა ერიქსენს გიბრალტართან ერთად
08 სექტემბერი 2019 22:36
3
რა შეგვადარეს? რა შუაშია შედარება?
შეგვადარეს და ფეხი-ფეხზე გადაიდეს?
ძალიან ჭირდებოდათ 3 ქულა და ერთს დასჯერდნენ?
.
08 სექტემბერი 2019 23:00
1
ჯერ კომენტატორები უნდა მოვაშოროთ და მერე ფეხბურთიც დალაგდება
აგლაგლა
08 სექტემბერი 2019 23:55
6
უამრავი შეცდომა.ანანიძეს კუდე რა ეირ ძლივს დადის მოედანზე. ბოლოსკენ როგორ გაწვა მინდორზე ოქრიაშვილთან ერთად. ასეთი საცოდაობა...
მატჩის საუკეთესო მოთამაშეები კიტეიშვილი და ქვილითაია.
ისე ქვილითაიას დონის მოთამაშე გენტის სათადარიგოდ ცოდვაა
გიორგი
08 სექტემბერი 2019 22:18
2
აუ კარგი რა ,კონკრეტულად ჯანოს თან რა გინდა ? ბევრს თამაშობს სპარტაკში?რაღაც ბოლო 10 ცუთს რომ შემოაგდებენ ,ისიც იშვიათად !
ემზარ დუისბურგი
08 სექტემბერი 2019 23:36
3
ფრე ლოგიკური შედეგი იყო ამ თამაშის. განვმეორდები, კარგი თაობა მოდის. ნაკრებში კონკურენცია იზრდება. საქართველოს პირველობაზე სისწრაფეები აშკარად მომატებულია. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ციკლში უკეთესი შედეგი გვექნება.
tngh
08 სექტემბერი 2019 22:14
4
მართალია თამაშით აღფრთოვანებული არ ვარ,მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ არ დავმარცხდით.მადლობა ამ შედეგისთვი, არ დავმალავ წაგებას ველოდი 1-3,თან ერიქსენმა ისე შემაშინა მისი კომენტარით(ამის მეტის ტრაკი თუ არ ქონდა რას გვექადნებოდა ძელს ბურთი ჩვენც გავარტყით)....ლორიამ გოლი არ გაუშვა - კარგია,კიტეიშვილი ყოჩაღ,ყაზეიშვილს არაუშავდა, მაგრამ პასის მიცემა უკვე პრინციპულად არ უნდა. კითხონ ერთი ჟურნალისტებმა პასს რატომ არ აკეთებს?ჰო კიდევ ერთი მენიშნა მეგონა დანია ბოლოსკენ აგვიკლებდა,თან მეგონა ბოლოსკენ ჩვენები ვერ გაქაჩავდენ მაგრამ შევცდი უნდა შევაქო ამისთვის ფიზიკამ გაქაჩა!და ყველაზე მთავარი ზოგიერთებს იმ კითხვაზე მინდა ვუპასუხო რა გიხარიათო,ჩემი საყვარელი გუნდის პატარა წინსვლა და წარმატება მე ყოველთვის გამიხარდება და გასკდით გულზე ახლაც მიხარია! წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს მომავალ თამაშებში...სამუშაო ძალიან ბევრი აქვთ Mტავარია ბელორუსთან და მომდევნო თამაშებში ვიყოთ საუკეთესო ფორმაში!!!
gogia
09 სექტემბერი 2019 00:05
1
შეხედეთო სად თამაშობენ ისინი და სად ჩვენებიო მაგ ლოგიკით თბილისის დინამოს ვერასდროს უნდა მოეგო ლივერპულისთვის ვერც ისლანდიას მოეხდინა სასწაული და საერთოდ აქ აუცილებელ მოგებაზე კიარა გუნდის უსუსურობაზე მწვრთნელის სიაუსტეზე რომლის ხელი საერთოდ არ ეტყობა ნაკრებს ვინმემ ამ 8წლის განმავლობაში ნაკრების დამუშავებული კომბინაცია გინახავთ ის რაც ერთა ლიგაზე მოხდა ჩაკვეტაძის და მოწინააღმდეგეების სისუსტის შედეგი იყო და არა ვაისის დამსახურება ძალიანაც კარგია რომ მაქსიმალისტები ვართ იმ ჯარისკაცის რა ვთქვი გენერლობაზე რომ არ ოცნებობს ეხლა მეორე მხარე გუნდში არსებული სიტუაცია აბსოლუტური ანარეკლია ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების გახლეჩვა ეგრეწოდებული სასტავები დაცალკავება პასუხისმგებლობაზე თავის არიდება ერთმანეთის დაზღვევის არარსებობა კიარა სურვილის არქონა 30წელია ნაკრებს ერთიანობა არ ააქვს ისე კარგი იქნებოდა კიევის მაგალითი როცა ფაქტიურად კიევი წარმოადგენდა საბჭოთა ნაკრებს და დამატებული ყავდა ორი სამი კაცი ჩვენ ალბათ შოტლანდიის მოდელზე უნდა წავიდეთ ამ წტაპზე თან გეოგრაფიაც გვიწყობს ხელს ამერ იმერი ერთი კლუბი დასავლეთში ტორპედო მეორე აღმოსავლეთში დინამო ამეების გარშემო შეიკრიბოს საფეხბურთო სამყარო ამათ ჯახზე აეწყოს ქართული ფეხბურთის განვითარება კღგად დააკვირდით ამის მენჯმენტურად კარგად შეფუთვა კარგად წარმოჩენა შეიძლება რეკრილება რებრენდინგი და დაიძრება მკვდარი წერტილიდან ფაქტიურად იგივე შეიძლება ყველა სათამაშო სახეობებში არის კიდე უფრო კარგი იდეები თუ ვინმე დაინტწრესდება მომწერეთ კომენტარში
კახა
09 სექტემბერი 2019 03:23
3
კახა თბილისი დინამო საქართველოს ნაკრები იყო.
გიორგი
09 სექტემბერი 2019 15:54
0
ყველა გამოხმაურება
იცით რატო გვიხარია,რომ წაგებებს ვართ მიჩვეულები თორე რა არის გასახარი.მთელი თამაშის განმავლობაში ერთ საგოლე მომენტს რომ ვერ შექმნი,კარში რომ არ დაარტყავ,არცერთი სტანდარტის ნორმალური გათამაშება რომ არ იცი და ა.შ.ესაა გასახარი....ისე კი ბოლომდე დაიხარჯე .კიტეიშვილი საუკეთესო იყო,აი კაკაბაძე კი.....არადა რა იმედი მქონდა რომ გამოჩნდა.დღეს კი 0 იყო.და საერთოდ რეგრესს განიცდის.
კახა ქ.
08 სექტემბერი 2019 23:33
7
ერთხელ დავარტყით კარში!!! - ეს იყო კარგი თამაში?! თქვენ ეტყობა ფეხბურთი ლელობურთი გგონიათ!
ჟორა
08 სექტემბერი 2019 22:12
20
ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, ერიქსენის დანაქადნების შემდეგ იმედი მომეცა, იქნებ, თავმოყვარეობამ გაიღვიძოს თქო ბიჭებში და ასეთი გამწარებული (კარგი გაგებით) საქართველოს ნაკრები, აღარც მახსოვს, როდის ვნახე... თბილისში ჩამოსულ გრანდებსაც კი არასდროს ავუგდივართ აბუჩად და თუ გახსოვთ, ყაზახებსაც როგორ მწარედ ვანანეთ, ჯუჯები რომ გვიძახეს... ახლა ისღა დაგვრჩენია, ბაწკასაც (თენგიზა კიტოვანს არ ვგულისხმობ) ვანანოთ და თუ კოსოვო-მაკედონიას შორის გამარჯვებულს ჭკუა ეყო და სიფრთხილე გამოიჩინა, მაშინ მხოლოდ დურუ ხუნჭუას იმედად თუ ვიქნებით....
მ.ტ.
08 სექტემბერი 2019 22:29
0
ერთა ლიგაში ბელორუსიც და სხვა ნახევარფინალისტებიც განწირულნი არიან ჩვენთან მარცხისთვის,რამდენიც არ უნდა გააწბილოს კოსოვომ და მაკედონიამ უფრო მაღალი დონის მეტოქეები.მერე თუ გინდ დურუ ხუნჭუა კი არა კაციჭამია დურუ ხურცილავაც გადმოიბირონ.
სხვა
08 სექტემბერი 2019 23:34
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული