კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
ბევრი უაზრო კომენტარს რატო აკეთებთ.დანიას ჰაერივით სჭირდებოდა 3 ქულა.დანია 10 ეულში შედის რეიტინგში და როგორ გინდა ასე მარტივად მოუგო ეგ იგივეა საქართველოს რაგბისტებისთვის მოგბეთხოვა მოგება.
Buxrika
09 სექტემბერი 2019 11:19
2
იდეაში ფრე დანიასთან არ არის ცუდი შედეგი,მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წინა სამი თამაში გვაქვს წაგებული ბოლოს, როდესაც უკვე დანიელებიც უშვებდნენ შეცდომებს 70 წუთიდან შეიძლებოდა შეტევის გაძლიერება და მოგებაზე ფიქრი.
წავაგებდით თუ მოვიგებდით ბიჭების თამაშით მაინც კმაყოფილები დავრჩებოდით ყველა პრინციპულად ამ თამაშის ფრე ჩვენ არანაირ შედეგს გვაძლევს ჯგუფში.
მწვრთნელმა ჩაიწერა აქტივში ფრე დანიასთან, ესეთი მშიშარა მწვრთნელი იმ ნაკრებში, რომელსაც სჭირდება შეტევა და თამაშის მოგება არაა რეკომენდირებული.
შეხედეთ კოსოვოს ნაკრებს მეორე ადგილზეა ჯგუფში მგონი ამ ქვეყანას შიდა ჩემპიონატი საერთოდ არ აქვს 90-ე წუთზე დროის გასაყვანად შეცვლების გაკეთება ეს არ ვიცი რა ლოგიკაში ჯდება როცა თამაშს ვერ იგებ.
Giorgi
09 სექტემბერი 2019 09:51
2
დანიის დამსახურებული ფრე.
ddgfdf
08 სექტემბერი 2019 22:25
1
სამწუხაროდ გულშემატკივარიც დაჩიავდა, სახლში არაფრისმომცემი ფრე რომ გაგხარდება ჩვეულებრივ გუნდთან, ფეხბურთელებს რა უნდა მოთხოვო....
goga
08 სექტემბერი 2019 22:21
20
ირლანდიასთან ვიგებთ!
ვასიკო
08 სექტემბერი 2019 22:18
2
მე სხვა თამაშს უყურე სად იყო კარგი თამაში...? კარში დარტყმა 0
მოთამაშე
08 სექტემბერი 2019 22:18
20
არაბიძე ეროვნილ ნაკრებში!
Gurami
08 სექტემბერი 2019 22:12
10
ნამეტანი ვნერვიანობდი და ვშფოთავდი ... აწი ეს თამაში წარსულია!!! მე ძალიან მაფიქრებს კოსოვო და ბელარასია!!! ისევ დაგვიანებული ცვლილებები, ისევ შეშინებული თამაში, ისევ უაზროდ უკან ლორიასკენ პასები, ისევ მოედნის დაუნახავობა, ისევ უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახება , რაღაც ანომალიასთან გვაქ საქმე მეგობრებო!!! მოკლედ ჩვენ ვაისმა მგონი ამოწურა თავის მისია და სანამ დროა მგონი ჯობია ფედერაციამ მოძებნოს ვინმე ახალი (ცხადაძე)!!! ბოლოსდაბოლოს ამ ვაისმა თავის მოვალეობა წარმატებით შეასრულა ერთა თასის ჯგუფი მოიგო , ხოდა აწი მადლობა და კარგად იყავის დროა...// და კიდევ ერთი რჩევა მინდა მივცე ნაკრებს მჭედლიძე გადავასკოჩოთ ყაზაიშვილს თავზე და მოედნის ხედვას გაიუმჯობესებს!!! ეს იქნება იდეალური გამოსავალი !!!
Vasili
09 სექტემბერი 2019 00:03
5
დანია ფიფას მიმდინარე რეიტინგში იკავებს 13-ე ადგილს, ჩვენ 94-ეს. ეს ფრე იგივეა დაახლოებით რაგბში გვეთამაშა ფრე ავსტრალიასთან, თუმცა მანდ რეიტინგში უფრო ახლოახლო ვართ, 6-12. და რატომ არის მაინც ამდენი ნეგატიური კომენტარი ვერ ვხვდები. ყოჩაღ GNT
DAVE
09 სექტემბერი 2019 00:01
5
ყველა ხვდება რომ ვაისი უნდა წავიდეს და მოიყვანონ ისეთი შემტევი სტილის მწვრთნელი რომელიც ათამაშებს ბიჭებს ფეხბურთს. ხომ გამოჩნდა რომ შეგვიძლია თამაში მიუხედავად უფორმო ფეხბურთელებისა რომლებიც წინ ვერ გარბიან და კარში ვერ ურტყამენ.

პ.ს. დანიამ ვერ ითამაშა და მაგრა გაგვიმართლა:)
Lasha
08 სექტემბერი 2019 23:55
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული