კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
ლორია ამ მომეტისათვის საუკეთესო მეკარეა. ოღონდ ეს დროის გაყვანა, თანაც პირველივე წუთებიდან ძალიან ამაზრზენი საყურებელია, იქნებ ვინმემ გადააჩვიოს.
ჯიბუტი
09 სექტემბერი 2019 12:55
1
მთელიმატჩი ითამაშო ჩაშლაზე ანუ ანტიფეხბურთი და იყო კმაყოფილი? ერთი ორი ასეთი მატჩი და ერთი კაცი არმოვა.
იბერიელი68
09 სექტემბერი 2019 08:39
5
სამარცხვინო ნაკრები გვყავს!!!!

ასე უჯიგროდ ქეცბაიას დროსაც არ თამაშობდნენ.
სააკაძე
09 სექტემბერი 2019 05:20
35
შენ ეტყობა ფეხბურთი პოლიტიკაში გერევა. ასეთი ღვარძლიანი და უსაფუძვლო კომენტარები იქით აკეთე
eheeeiy
09 სექტემბერი 2019 08:36
4
სააკაძე თამაშს უყურე საერთოდ?
ლეონარდო
09 სექტემბერი 2019 09:26
4
თუ ტრამვიანობა სერიოზული არ იქნა თავისუფლად შეიძლება ჩვენგან საშუალო დონის გუნდი გამოიჭრას.
Kkk
09 სექტემბერი 2019 01:13
0
დანიამ არ ითამაშა,იმიტომ გამოჩნდა ნაკრები,ერთი კომბინაცია,ერთი სტანდარტული გინახავთ შესრულებული-ვაისი უნდა წავიდეს
გრიგოლ1408
09 სექტემბერი 2019 01:25
6
gundi rom karshi ver daartyavs zustad ra migwevaze da karg tamashze gaqvt laparaki kargit raaa
gaguuuu
08 სექტემბერი 2019 22:39
19
Vladimir maladec!
ზურა
08 სექტემბერი 2019 22:13
9
კაი კაცი ხარ ძმაო,მგონი ჩემს გულში იჯექი.რასაც მე ვფიქრობდი ის დაწერე ზუსტად შენ.დანიამ ითამაშა იმდენი,რამდენის შესაძლებლობაც მისცა ჩვენმა ნაკრებმა.ესაა ობიექტურობა
Jaba-ს
09 სექტემბერი 2019 15:02
1
მთლიანობაში თამაშს დადებითად ვაფასებ. მომეწონა, რომ ბოლო 20 წუთი თამაშს ვაკონტროლებდით და დაღღლა არავის ეტყობოდა... როგორც წესი მეორე ტაიმის მეორე ნახევარი ძალიან გვიჭირს...
გიორგი
09 სექტემბერი 2019 13:54
1
ვაისი და კომენტატორები გვეკაიფებიან დანიამ საერთოდ არ ითამაშადა გამოჩნდა საქართველოს ნაკრები,ამ თამაშით ყველა მოგვიგებს
გრიგოლ1408
08 სექტემბერი 2019 22:15
23
აბა შენ გესმის რა

რა არ ითამაშა, ჰაერივით ჭირდებოდა ქულები
kote
08 სექტემბერი 2019 22:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული