ვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ესპანეთთან

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის შეხვედრა საქართველოსა და დანიას შორის ფრედ 0:0 დასრულდა, ნამატჩევს კი  საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ჩემთვის, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი გამოვიდა, ვიდრე როდესაც ჩვენ ესპანეთის ნაკრები დავამარცხეთ. არაერთმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დაცვაშიც კარგად ვიდექით და მეორე ტაიმში მომენტებიც გვქონდა.

თუ გავითვალისწინებთ დანიელთა საფეხბურთო დონეს და მათ ვარსკვლავ კრისტიან ერიკსენს, ეს არ არის ცუდი შედეგი. 

ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ, ვთვლი, რომ ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. ოცი წლის შემდეგ
პირველად მივიღე ყვითელი ბარათი. მსაჯობაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იყო რამდენიმე სადავო მომენტი, სადაც ჩვენს სასარგებლოდ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. აგრეთვე ვფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში პენალტი არ იყო.

დიდი დანაკლისი იყო ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის არყოფნა, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ კიტეიშვილისა და აბურჯანიას თამაშით. კიტეიშვილმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ის კარგი იყო ყველა კონტექსტში, როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც, მან თუ ასე გააგრძელა, ავსტრიის ჩემპიონატი მისთვის საკმარისი არ იქნება. აბურჯანიას დიდი ხანია არ უთამაშია, გადავიდა უკეთესს გუნდში და ეს ნაკრებზეც აისახა.

გია გრიგალავამ ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დავაბრუნეთ ნაკრებში. გრიგალავა რუსეთის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს, საკმაოდ ძლიერია და მისი ასპარეზობა საქართველოს ნაკრებისთვის ნაყოფიერია.

ცვლილებებს ვახორციელებ საჭიროების მიხედვით და ხშირად ნაადრევი ცვლილებები არ არის აუცილებელი.

ყველას რაღაც უნდა, ვიცი გულშემატკივარს სურს გამარჯვება. ზოგს ხარაიშვილის, ზოგს ზარანდიას, ზოგს შენგელიას თამაში უნდა - მე დავიღალე ამ კითხვებით. გადახედეთ თქვენს მეტოქეს, სად თამაშობენ მათი ფეხბურთელები? შემადგენლობის შერჩევა ჩემი კომპეტენციაა.

რაც შეეხება ვაკო გვილიას, ნამდვილად საუკეთესო ფორმაშია, კონკრეტულად ამ შეხვედრაში როდესაც შედგა ტაქტიკური შემადგენლობა, მე გავაფრთხილე ის, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა და მან ეს ყველაფერი მიიღო პროფესიონალურად.

რაც მეტი კონკურენცია იქნება საყრდენ ზონაში, მით უკეთესი, ნიკა კვეკვესკირის დაბრუნების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას და ვათამაშებ საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელს.

შეგხვდებით ყველა უახლოეს მომავალში, მადლობა გულშემატკივრებს, მადლობა ჟურნალისტებს, მადლობა ყველას".

 

altკარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]



altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

 

altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ

Sportall.Ge






მკითხველის კომენტარები / 33 /
რატომ გაუწყალეთ გული ამ ხარაიშვილით? ხომ ყავდა 3 ჯერ გამოძახებული ? ორი მატჩი ათამაშა და არ მოეწონა ეტყობა თორემ რა ჯინი უნდა ჭირდეს ასეთი რომ არ ათამაშოს? მის პოზიციაზე თამაში შეუძლია ჯანოს, ვაკოს კიტეიშვილს, გვილიას პარუნას, კვეკვესკირს,აბურჯანიას, ოქრის, რომელი არაა აქედან გამოსაძახებელი? და თან ეს ბიჭები მიჩვეულნი არიან ნაკრებს და იცნობენ ერთმანეთს მოედანზე. სხვა პოზიციის ფეხბურთელები აღარ გვჭირდება?! მწვრთნელი მარტო შეტევაზე ხომ არ ამზადებს ფეხბურთელებს? დაცვისთვის ხომ უნდა დაიზღვიოს თავი თან იმ ფონზე რომ 5-6 ფეხბურთელი მუდმივად აკლია ტრამვის გამო ნაკრებს. ის სახავს ტაქტიკას და ამის მიხედვით ირჩევს ფეხბურთელებს. გადახედეთ ბოლო 30 მატჩს საქართველოს ნაკრების და რომელი მატჩი ჩააგდო ნაკრებმა ბოლოს შვეიცარიის და ირლანდიის გარდა დაასახელეთ ჟურნალისტებმაც და გულშემატკივარმაც?!
Semi
08 სექტემბერი 2019 23:19
14
ადმინ თუ კომენთარებს მაინც არ დებ მაშინ კომენტარების სისტემა რაღა საჭიროა შე კაი კაიცო.

მე ამ კაცს არაფერს ვერჩი მაგრამ, ეს არ არ არის ის მწვრთნელი რომელიც საქართველოს თამაშს მოამატებინებს, საერთოდ არ რისკავს, უთამაშებელ ფეხბურტელებს 90 წუთი ათამაშებს და ცვლილებებს აგვიანებს, რაღაცით ქეცბაიას მაგონებს, ასეთი მჭვრთნელები სერბებს,ესტონელებს,სლოვაკებს სჭირდებათ რომლებსაც ტექნიკა არ აქვთ მაგრამ, დისციპლინა და ფიზიკა აქვთ, ჩვენ გვჭირდება რისკინია მწვრთნელი როგორიც ცხადაძეა. დაღლილი ანანიძის და ოქრის თამაშს არ ჯობია დროული ცვლილება გააკეთო და ვინმე დასვენებული შეუშვა?
veraperi gavige
08 სექტემბერი 2019 23:01
7
ერთი პლიუსი რაც არის ამ ნაკრებში ის არის რომ უფრო მეტად ორგანიზებულია ვიდრე წინა ფორმაცის ნაკრებები იყვნენ და საბედნიეროდ მოდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები ვისაც აქვს დიდი პოტენციალი, იყო დრო როცა ყაზახეთთან და ლატვიასთანაც კი ვაგებდით და ფეხბევრთელები გყავდა ნაკრებში გამოძახებული რომლებიც კლუბებში საერთოდ არ თამაშობნენ და ზოგი უგუნდოთ იყო და საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებით ვავსებდით ნაკრებს უმაღლესი დონის გუნდებთან გასაყვანათ დღეს დღეისობით ეს პრობლემა საბედნიეროდ აღარ დგას და ყველაზე მნიშვნელოვანია ნაკრებში ყველა ფეხბურთელი ბელარუსიასთან გადამწყვეტ თამაშძე იყვნენ ჯამრთელად და კარგ ფორმაში უმთავრესია ერთალიგის მოგება.
Giorgi
09 სექტემბერი 2019 01:10
1
მშიშარა კაცო, როცა სამი თამაში გაქვს წაგებული მერე გადაწყვიტე ნორმალური შემადგენლობის დაყენება თუ გაიძულეს?...ბოლოს ხომ მაინც ჩაისვარე, ქვილითაიას ცვლი და დაუშვილი გამოგყავს? ამ დროს იყო ზუსტად ლობჟანიძე საჭირო, დანია შეტევაში მოდიოდა და დასვენებული სწრაფი თავდამსხმელი მეტ ხიფათს მოუტანდა მეტოქეს. სხვისი არ ვიცი, და დანახვა აღარ მინდა ამ ტიპის.
emigranti
08 სექტემბერი 2019 23:06
18
ვაისის უდავად დასაფასებელი თვისებაა ყოველთვის პასუხობს ღიად და გულახდილად ყველა კითხვას, ჩემი აზრით მისი გაშვების მოთხოვნა უაზრობაა, რა თქმა უნდა იდეალური არ არის შეცდომებიც აქვს, შეცვლებსაც საკმაოდ აგვიანებს ხოლმე, მაგრამ მთლიანობაში გამართლებულია მისი ნაკრებში მუშაობა.
გუგა
08 სექტემბერი 2019 23:06
9
ვაისი არის გასაშობი. შე დალოცვილო, კანკავა-კვეკვესკირი, აბურჯანია-კიტეიშვილის წყვილტან რამოსატანია? ის პირველი 2 რომ ყოფილიყო დღეს, წაგება გარანტირებული გვქონდა, რადგან სეცდომებს უსვებენ, ტან უხეშს, განსაკუთრებით კანკავა, დაბერდნენ ტიპები და რა ქნან. ხონახე შენი დასაფსები თვალებით, რომ ბიჭებს შეცდომა არ დაუშვიათ. სწორედ საყრდენი ზონის და დაცვის კარგმა თამაშმა განაპირობა დანიელების ფიასკო და შენ კიდე კანკავა-კვეკვესკირს ახსენებ. ასევე ვიღაცამ ხოჭოლავა-კვერკველია ახსენა და ვის მაგივრად უნდა ითამაშონ ნეტა? კი მარა რომ დაინახე რომ დაცვა და საყრდენი ზონას ვერაფერი მოუხერხა დანიამ, რატომ არ იზრუნე შეტევის გაძლიერებაზე? ხომ გამოჩნდა რომ ჯანო და ოქრი შესაცვლელი იყო? აი ესაა, ამიტომ უნდა წახვიდეე, რისთვის გყავდა ეს ბიჭები ჩამოყვანილი.
ვასო
09 სექტემბერი 2019 01:05
10
გვილია უფრო სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე ანანიძე . ქვილითაია კარგია. ფლანგებიდან შეტევა არაა. ზურიკო და ჩაკვეტაძე რომ იქნება, კაი შემტევი გუნდი გამოვა. მარტო დაცვის იმედად ,ვერ იქნება გუნდი.ვინც უტევს ის იგებს. მეკარემ გადაგვარჩინა წაგებას. 4-3-3 სქემა ჯობია ჩვენთვის. გერმანელებს რომ ვეთამაშეთ ის თამაში მახსენდება ხშირად.ნუ,დღეს ასე თუ ისე ორგანიზებული გუნდი იყო, ანუ არ იყო ქუჩის გუნდი, იმის თქმა მინდა.
თამაზი
08 სექტემბერი 2019 23:26
5
შვილიშვილი ბაბუას რომ ერთ საქმეს ასწავლის ისეა თქვენი საქმე. ვაისს ასწავლის ფეხბურთს ის ხალხი ვისაც სკოლის შემდეგ ფეხბურთი არ უთამაშია.
გიორგი
09 სექტემბერი 2019 11:19
4
აქ ერთი კომენტარში ამბობს რო ხარაიშვილის, ზარანდიას და ლობჟანიძის ნაირი ფეხბურთელები თურმე ჩვენ ჩემპიონატში ყრია. გამოდი ვაისს გიცანით.d.d.
a.a.
09 სექტემბერი 2019 03:15
1
ხოდა სრულყოფილი თუ იყო, შეუტიე შე კაი კაცო. დააყენე ხოლმე მერე შემტევი შემადგენლობა, ვინ გიშლის ხელს
გადასარევი გიორგი
09 სექტემბერი 2019 02:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული