ვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ესპანეთთან

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის შეხვედრა საქართველოსა და დანიას შორის ფრედ 0:0 დასრულდა, ნამატჩევს კი  საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ჩემთვის, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი გამოვიდა, ვიდრე როდესაც ჩვენ ესპანეთის ნაკრები დავამარცხეთ. არაერთმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დაცვაშიც კარგად ვიდექით და მეორე ტაიმში მომენტებიც გვქონდა.

თუ გავითვალისწინებთ დანიელთა საფეხბურთო დონეს და მათ ვარსკვლავ კრისტიან ერიკსენს, ეს არ არის ცუდი შედეგი. 

ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ, ვთვლი, რომ ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. ოცი წლის შემდეგ
პირველად მივიღე ყვითელი ბარათი. მსაჯობაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იყო რამდენიმე სადავო მომენტი, სადაც ჩვენს სასარგებლოდ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. აგრეთვე ვფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში პენალტი არ იყო.

დიდი დანაკლისი იყო ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის არყოფნა, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ კიტეიშვილისა და აბურჯანიას თამაშით. კიტეიშვილმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ის კარგი იყო ყველა კონტექსტში, როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც, მან თუ ასე გააგრძელა, ავსტრიის ჩემპიონატი მისთვის საკმარისი არ იქნება. აბურჯანიას დიდი ხანია არ უთამაშია, გადავიდა უკეთესს გუნდში და ეს ნაკრებზეც აისახა.

გია გრიგალავამ ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დავაბრუნეთ ნაკრებში. გრიგალავა რუსეთის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს, საკმაოდ ძლიერია და მისი ასპარეზობა საქართველოს ნაკრებისთვის ნაყოფიერია.

ცვლილებებს ვახორციელებ საჭიროების მიხედვით და ხშირად ნაადრევი ცვლილებები არ არის აუცილებელი.

ყველას რაღაც უნდა, ვიცი გულშემატკივარს სურს გამარჯვება. ზოგს ხარაიშვილის, ზოგს ზარანდიას, ზოგს შენგელიას თამაში უნდა - მე დავიღალე ამ კითხვებით. გადახედეთ თქვენს მეტოქეს, სად თამაშობენ მათი ფეხბურთელები? შემადგენლობის შერჩევა ჩემი კომპეტენციაა.

რაც შეეხება ვაკო გვილიას, ნამდვილად საუკეთესო ფორმაშია, კონკრეტულად ამ შეხვედრაში როდესაც შედგა ტაქტიკური შემადგენლობა, მე გავაფრთხილე ის, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა და მან ეს ყველაფერი მიიღო პროფესიონალურად.

რაც მეტი კონკურენცია იქნება საყრდენ ზონაში, მით უკეთესი, ნიკა კვეკვესკირის დაბრუნების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას და ვათამაშებ საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელს.

შეგხვდებით ყველა უახლოეს მომავალში, მადლობა გულშემატკივრებს, მადლობა ჟურნალისტებს, მადლობა ყველას".

 

altკარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]



altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

 

altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ

Sportall.Ge






მკითხველის კომენტარები / 33 /
მე ვერ შევაფასებ დადებითად სახლში ისეთ თამაშს , სადაც ერთადერთ დარტყმას კარში ახორციელებ 94 წუთზე..
Vakhtang Lobzhanidze
09 სექტემბერი 2019 02:37
9
ნაკრებში მიჩვეულებიარინ და იმიტომ უნდა ითამაშონო- ვათამაშოთ ჩივაძე,ის რომ იყო მიჩვეული ტყუილია
გრიგოლ1408
09 სექტემბერი 2019 01:58
7
ვაისი გასაშვებია-არაადეკვატურია
გრიგოლ1408
09 სექტემბერი 2019 01:49
11
ერთი პლიუსი რაც არის ამ ნაკრებში ის არის რომ უფრო მეტად ორგანიზებულია ვიდრე წინა ფორმაცის ნაკრებები იყვნენ და საბედნიეროდ მოდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები ვისაც აქვს დიდი პოტენციალი, იყო დრო როცა ყაზახეთთან და ლატვიასთანაც კი ვაგებდით და ფეხბევრთელები გყავდა ნაკრებში გამოძახებული რომლებიც კლუბებში საერთოდ არ თამაშობნენ და ზოგი უგუნდოთ იყო და საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებით ვავსებდით ნაკრებს უმაღლესი დონის გუნდებთან გასაყვანათ დღეს დღეისობით ეს პრობლემა საბედნიეროდ აღარ დგას და ყველაზე მნიშვნელოვანია ნაკრებში ყველა ფეხბურთელი ბელარუსიასთან გადამწყვეტ თამაშძე იყვნენ ჯამრთელად და კარგ ფორმაში უმთავრესია ერთალიგის მოგება.
Giorgi
09 სექტემბერი 2019 01:10
1
ვაისი არის გასაშობი. შე დალოცვილო, კანკავა-კვეკვესკირი, აბურჯანია-კიტეიშვილის წყვილტან რამოსატანია? ის პირველი 2 რომ ყოფილიყო დღეს, წაგება გარანტირებული გვქონდა, რადგან სეცდომებს უსვებენ, ტან უხეშს, განსაკუთრებით კანკავა, დაბერდნენ ტიპები და რა ქნან. ხონახე შენი დასაფსები თვალებით, რომ ბიჭებს შეცდომა არ დაუშვიათ. სწორედ საყრდენი ზონის და დაცვის კარგმა თამაშმა განაპირობა დანიელების ფიასკო და შენ კიდე კანკავა-კვეკვესკირს ახსენებ. ასევე ვიღაცამ ხოჭოლავა-კვერკველია ახსენა და ვის მაგივრად უნდა ითამაშონ ნეტა? კი მარა რომ დაინახე რომ დაცვა და საყრდენი ზონას ვერაფერი მოუხერხა დანიამ, რატომ არ იზრუნე შეტევის გაძლიერებაზე? ხომ გამოჩნდა რომ ჯანო და ოქრი შესაცვლელი იყო? აი ესაა, ამიტომ უნდა წახვიდეე, რისთვის გყავდა ეს ბიჭები ჩამოყვანილი.
ვასო
09 სექტემბერი 2019 01:05
10
ეს არის ჩვენი მაქსიმუმის მაქსიმუმი
Racha
09 სექტემბერი 2019 00:46
1
2 ისეთი ჯარიმა გვქონდა მეტოქის კარებთან სიახლოვეს, რო ზუსტად ამისთვის ჭირდება ჩვენ ნაკრებს არაბიძე. არაბიძეზე უკეთ ჯარიმებს ქართველლლიო ფეხბურთელლებიდან ვერავინ ურტყამს და პლუა დაუშვადა ოქროს ან ჯანოა მაგივრად,რო ეთამაშა არამგონია მაგათზე უარესი ყოფილიყო ან რამე გაეფუჭებინა. მაგ ორი ჯარიმიდან ერთ ერთს კი დიდი ალბათობით გაიტანდა
გოგა
09 სექტემბერი 2019 00:27
2
გუშინ დაიწყეთ ფეხბურთის ყურება? ვაისი რეკორდსმენია ჩვენს ნაკრებში მოგებული მატჩების და მოპოვებული ქულების მიხედვით. ლიტვას და ლატვიას ვერ ვუგებდით ხალხო და ეხლა დანიის დამარცხებას ითხოვთ? ჩვენ რომ ერიქსენი გვყოლოდა ალბათ ევროპის ჩემპიონობას მოითხოვდით. ჩახედეთ ნაკრების ბოლო 30 მატჩს და შვეიცარიას და ირლანდიის გარდა რომელ მატჩზე იტყით რომ ნაკრწბმა ჩააგდო? ან უნდა მოგვეგო და ვერ მოვიგეთ? ღირსები ხართ ქეცბო დააბრუნონ და 7 მცველი და 2 ჩამშლელით დაიწყოს მატჩი ანცხადაძე დაგინიშნონ და 4-5 გოლი გაგვიტანონ ყველა მატჩში.
Semi
09 სექტემბერი 2019 00:24
9
ფრე დანიასთან არ არის ცუდი შედეგი,მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ წინა სამი თამაში გვაქვს წაგებული ბოლოს როდესაც უკვე დანიელებიც უშვებდნენ შეცდომებს 70 წუთიდან შეიძლებოდა შეტევის გაძლიერება და მოგებაზე ფიქრი წავაგებდით თუ მოვიგებდით ბიჭების თამაშით მაინც კმაყოფილები დავრჩებოდით ყველა პრინციპულად ამ თამაშის ფრე ჩვენ არანაირ შედეგს გვაძლევს ჯგუფში მწვრთნელმა ჩაიწერა აქტივში ფრე დანიასთან ესეთი მშიშარა მწვრთნელი ინ ნაკრებში რომელსაც სჭირდება შეტევა და თამაშის მოგება არაა რეკომენდირებული შეხედეთ კოსოვოს ნაკრებს მეორე ადგილზეა ჯგუფში მგონი ამ ქვეყანას შიდა ჩემპიონატი საერთოდ არ აქვს 90 წუთზე დროის გასაყვანად შეცვლების გაკეთება ეს არ ვიცი რა ლოგიკაში ჯდება როცა თამაშს ვერ იგებ.
Giorgi
09 სექტემბერი 2019 00:23
2
amdeni kovlismcodne saldan
გამოხმაურება
ხო ყრია ეგეთი ფეხბურთელები საქართველოშიც, ერკვევი საკაიფოდ:)
Lasha
09 სექტემბერი 2019 00:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული