ოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

AutoSharing Option
დანიასთან ევროშესარჩევი ტურნირის შეხვედრაში (0:0) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩინებულად გაისარჯა და ნამატჩევს კომენტარიც გააკეთა:

"ასეთ ძლიერ მეტოქესთან, თუნდაც საკუთარ მოედანზე ნათამაშები ფრე, ნამდვილად არაა ცუდი შედეგი.

იმედი მაქვს, ჩემი თამაშით გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩა. რაც შემეძლო ვცდილობდი, ვაკეთებდი და რაც გამოვიდა, ეს არის.

იმედია, გავაგრძელებ პროგრესს და ნაკრებს კვლავ დავეხმარები.

ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ! ჩვენს ჯგუფში, გიბრალტარის გარდა, სხვა მეტოქეებთანაც გვმართებს გამარჯვება".

altკარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი

შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ესპანეთთან

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

 

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ არის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
ერიქსენი სადაა? მაგ არასწორმა გიბრალტარს რო შეგვადარა
irakli
09 სექტემბერი 2019 00:48
0
საუკეთესო თუ დღეს ვინმე იყო ჩვენს ნაკრებშ იყო ოთარი ბოლომდე ჯიგრით ითამაშა მაქსიმუმი ჩადო დიდი იმედი მაქვს სეზონის ბოლოს კარგ ჩემპიონატში გადავა ან ავსტრიაში თუ დარჩა ზალსბურგმა მიაქციოს ყურადღება.
Giorgi
09 სექტემბერი 2019 01:16
1
მაგრად მევასება ეს ბიჭი, ძალიან კლასნია.

გაამართლა ნახევარდაცვის ცენტრში დაყენებამ, გვერდში რო კანკავა ეყოლება მერე უფრო მაგრად იყომარებს
Tbiliseli
09 სექტემბერი 2019 00:40
1
კანკავას შემცვლელები ნამდვილად გვყავს დღესდღეობით და მიუხედავად დიდი პატივისცემისა დროა ძირითადში ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს.
emigranti
09 სექტემბერი 2019 01:33
9
კარგად ითამაშა ოთარმა ამ პოზიციაზე, მიმაჩნია რომ აუცილებლად უნდა იყოს ის ძირითადში ამ პოზიციაზე!
k
09 სექტემბერი 2019 09:59
1
ბევრად უკეთ თამაშობს, ვინემ საკუთარ აზრს გამოხატავს - ბუნებრივი იქნება, რომ მოგებაზე იფიქროთ, მაგრამ რომ მოიგოთ, ეგ ბუნებრივი კი არა, არაბუნებრივად გადასარევი რამე იქნება...
მ. ტ.
09 სექტემბერი 2019 01:44
2
თქვენ მართლა გგონიათ რომ კარგად ითამაშეთ? 90 წუთის განმავლობაში ბურთი კარში არ დაგირტყავთ!!!!როგორ აპირებთ თამაშის მოგებას საინტერესოა?
mamuka
09 სექტემბერი 2019 00:54
38
ამ სურათზე ის მომენტია გადაღებული, რაც მსაჯს (რომელიც იქვე იდგა) უნდა დაენახა, რომ კიტეიშვილი წააქციეს. აშკარა ჯარიმა არ დანიშნა. ასეთები სხვაც იყო. ამის გა,ო ეჩხუბა ვაისი და მიიღო ყვითელი.

საერთოდ კიტეიშვილის ჯარიმის გარეშე ბურთს ვერ ართმევდნენ. ძალიან კარგია, მაგრად ითამაშა და უსამართლოდ ნუ კბენთ ზოგიერთები.

ლევანი
09 სექტემბერი 2019 08:33
0
რისი მომგები ხართ:(((
ჯერ კარში დარტყმაზე ივარჯიშეთ უბანში...
სააკაძე
09 სექტემბერი 2019 05:17
25
დიდო სარდალო, მართალ კაცს რად სჩაგრავ?
თეიმურაზი
09 სექტემბერი 2019 08:30
0
რომ ამბობთ კარებში არ დაურტყიათო,დანიამ რამდენჯერ დაარტყა კარში?
ზურა
09 სექტემბერი 2019 10:12
5
ყოჩაღთ ბიჭებო, ყველას 10-იანები გეკუთვნით, აი ანანიძე რისთვის გამოყავს ვაისს მომკალი და ამას ვერ ვიგებ, პირველ ტაიმში ერთი ორჯერ შეეხო ბურთს მეორეში კი სართოდ არა , უბრალოდ დასეირნობდა, ანუ 10 კაცით ვითამაშეთ.
გიორგი
09 სექტემბერი 2019 13:54
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული