ოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

AutoSharing Option
დანიასთან ევროშესარჩევი ტურნირის შეხვედრაში (0:0) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩინებულად გაისარჯა და ნამატჩევს კომენტარიც გააკეთა:

"ასეთ ძლიერ მეტოქესთან, თუნდაც საკუთარ მოედანზე ნათამაშები ფრე, ნამდვილად არაა ცუდი შედეგი.

იმედი მაქვს, ჩემი თამაშით გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩა. რაც შემეძლო ვცდილობდი, ვაკეთებდი და რაც გამოვიდა, ეს არის.

იმედია, გავაგრძელებ პროგრესს და ნაკრებს კვლავ დავეხმარები.

ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ! ჩვენს ჯგუფში, გიბრალტარის გარდა, სხვა მეტოქეებთანაც გვმართებს გამარჯვება".

altკარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი

შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ესპანეთთან

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

 

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ არის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
თქვენ მართლა გგონიათ რომ კარგად ითამაშეთ? 90 წუთის განმავლობაში ბურთი კარში არ დაგირტყავთ!!!!როგორ აპირებთ თამაშის მოგებას საინტერესოა?
mamuka
09 სექტემბერი 2019 00:54
38
ფიზიკურად უნდა მოუმატო აი აფრასიძისგან ისწავლე, არ გავარჯიშებენ ავსტრიაში? მერე ორჯერმეტს შეძლებ.
ddgfdf
09 სექტემბერი 2019 00:50
21
ერიქსენი სადაა? მაგ არასწორმა გიბრალტარს რო შეგვადარა
irakli
09 სექტემბერი 2019 00:48
0
მაგრად მევასება ეს ბიჭი, ძალიან კლასნია.

გაამართლა ნახევარდაცვის ცენტრში დაყენებამ, გვერდში რო კანკავა ეყოლება მერე უფრო მაგრად იყომარებს
Tbiliseli
09 სექტემბერი 2019 00:40
1
კანკავას შემცვლელები ნამდვილად გვყავს დღესდღეობით და მიუხედავად დიდი პატივისცემისა დროა ძირითადში ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს.
emigranti
09 სექტემბერი 2019 01:33
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული