ვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ არის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

AutoSharing Option
დანიასთან ევროშესარჩევის ნამატჩევს (0:0), საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვაკო გვილიას გავესაუბრე:

"ის, რომ მოედანზე ცოტა დრო გავატარე, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. მე პატივს ვცემ მის პოზიციას. პირადად ყველაფერს გავაკეთებ, რათა ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე. ნაკრებში დიდი კონკურენციაა. ამ თამაშისას მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ. თუმცა, მე ყოველ წუთას ვიყავი მზად მოედანზე შესასვლელად და იმედია, როცა შევედი, გუნდს დავეხმარე.

საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მომენტები გვქონდა, ბურთსაც კარგად ვიჭერდით ხოლმე. დაცვაშიც საიმედოდ ვიდექით. ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, თუმცა გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრი რამ გვაქვს.

ვგრძნობდით, რომ მოგება
შეგვეძლო. გამარჯვება ბიჭებს ძალიან უნდოდათ, უტევდნენ, კარგი მომენტებიც გვქონდა. სადღაც არ გაგვიმართლა კიდეც, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ დანია მაღალი კლასის გუნდია და ფრე ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, გახარებით ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს და ამისთვის გავდივართ მოედანზე.

რაც შეეხება კლუბს, ადაპტაცია ძალიან ადვილად გავიარე. ერთი მინუსი ის იყო, რომ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ გასვლა. სხვა მხრივ, სეზონი კარგად დავიწყეთ. ვცდილობ, გუნდს სარგებელი მოვუტანო და ჯერჯერობით ყველაფერი გამოდის.

ასევე, გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ძალიან გამახარა იმ თბილმა შეძახილებმა, რომლებიც ჩემი მისამართით იყო და კიდევ ერთხელ მადლობა მათ".

altკარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

 

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ესპანეთთან

altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა




Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
გავუშვათ ვაისი, თორემ მარტში დიდ სირცხვილს ვჭამთ
გრიგოლ1408
10:19 09-09-2019
5
ვაკო ჯიგარი ხარ! ყველა კაცი გამარჯვებისთვის უნდა იბრძოდეს. განსაკუთრებით თუ ეს გამარჯვება შანს გიტოვებს!!
laguna
15:55 09-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული