დანიელები: ქართულმა ორკესტრმა დანიის ჰიმნი ზედმეტად სწრაფად შეასრულა

AutoSharing Option
გუშინ, 8 სექტემბერს, საქართველოსა და დანიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დანიური გამოცემა fyens.dk აღნიშნავდა, რომ ქართულმა სამხედრო ორკესტრმა, მართალია, შეცდომა არ დაუშვა, თუმცა დანიის ეროვნული ჰიმნი არაბუნებრივად სწრაფად შეასრულა.

"ალბათ, სამხედრო ორკესტრის ბრალი არ იყო, თუმცა ჰიმნი ნამდვილად ძალიან სწრაფად შესრულდა. იყო თუ არა სწრაფად შესრულებული ჰიმნი დანიელთა ნელი თამაშის მიზეზი, ეს კი, უკვე საეჭვოა", - წერს გამოცემა.

ალბათ, ქართველ მუსიკოსებს ოდნავ სწრაფ ტემპში დაკრული ჰიმნი ეპატიებათ, იმასთან შედარებით, რაც შოტლანდიელებმა ჩვენ გაგვიკეთეს ან ფრანგებმა - ალბანელებს. ტემპის მომატება არ
გამორჩენიათ და ესეც კი აღნიშნეს, რაიმე შეცდომა რომ დაეშვათ ქართველ მუსიკოსებს, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვერ დაგეთანხმებით. მე დიდი ხანია დანიაში ვცხოვრობ და აქედან გამომდინარე კარგად ვიცნობ ამ ჰიმნს. თანაც განათლებით მუსიკოსი ვარ. მშვენივრად დაუკრეს, ჩვეულებრივ ტემპში. ნუ აბრალებთ :-) :-)
irina
09 სექტემბერი 2019 17:30
0
შოტლანდიის სარაგბო ან საფეხბურთო ნაკრები რომ ჩამოვა აწი თბილისში, ორკესტრს დავაკვრევინოთ სიმღერა Jerusalem, რომელიც ინგლისის არაოფიციალურ ჰიმნად ითვლება ;)
rasa
09 სექტემბერი 2019 16:07
1
ამ ორკესტრს რაღAცა მოუხერხეთ სტადიონზე საერთOდ არ ისმის ხმა
asaa
09 სექტემბერი 2019 13:46
1
შარშან თითქმის ყველა თამაშის წინ ქართულ ჰიმნს ნაღდად ჩქარა უკრავდნენ, ვფიქრობდი, სად ეჩქარებათ მეთქი? :))))
alexandre
09 სექტემბერი 2019 12:10
1
დანიელებს ჰიმნი გაურემიქსეს, ქართველები ხომ უკვე კარგად ვართ დასპეცებულები რემიქსებში, პაპსებში, ფონოგრამებში, გაყალბებებში... ამ ყველაფრის მერე, გვიკვირს ხოლმე წინ რატომ ვეღარ მივდივართო, როდის საბჭოთა კავშირი დაინგრა, ყველა რაღაცით წინ მიდის და ჩვენ რა გვემართებაო, ვერ ვხვდებით, რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ხომ "გენიოსები" ვართ, ყველაზე მაგრები ვართ, ყველაზე კარგები, ყველაზე ჭკვიანები... შედეგიც სახეზეა...
Zaza
09 სექტემბერი 2019 12:06
15
ახლა ევროპაში ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი შეგიძლია სხვისი ჰიმნი დაუკრათ სტუმრის ჰიმნის ნაცვლად, აბა თავისი ჰიმნი ყველამ იცის და ბევრჯერ აქვთ მოსმენილი, ამიტომ დანიელთა შენიშვნა გასათვალისწინებელია და ბოდიში უნდა მოუხადოთ რომ მათი ჰიმნი დაუკარით
gogia
09 სექტემბერი 2019 11:11
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული