#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

დანიელები: ქართულმა ორკესტრმა დანიის ჰიმნი ზედმეტად სწრაფად შეასრულა

AutoSharing Option
გუშინ, 8 სექტემბერს, საქართველოსა და დანიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დანიური გამოცემა fyens.dk აღნიშნავდა, რომ ქართულმა სამხედრო ორკესტრმა, მართალია, შეცდომა არ დაუშვა, თუმცა დანიის ეროვნული ჰიმნი არაბუნებრივად სწრაფად შეასრულა.

"ალბათ, სამხედრო ორკესტრის ბრალი არ იყო, თუმცა ჰიმნი ნამდვილად ძალიან სწრაფად შესრულდა. იყო თუ არა სწრაფად შესრულებული ჰიმნი დანიელთა ნელი თამაშის მიზეზი, ეს კი, უკვე საეჭვოა", - წერს გამოცემა.

ალბათ, ქართველ მუსიკოსებს ოდნავ სწრაფ ტემპში დაკრული ჰიმნი ეპატიებათ, იმასთან შედარებით, რაც შოტლანდიელებმა ჩვენ გაგვიკეთეს ან ფრანგებმა - ალბანელებს. ტემპის მომატება არ
გამორჩენიათ და ესეც კი აღნიშნეს, რაიმე შეცდომა რომ დაეშვათ ქართველ მუსიკოსებს, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა.

ასევე დაგაინტერესებთ