დანიური პრესა: დამსახურებული აპლოდისმენტები საქართველოს

AutoSharing Option
დანიური გამოცემა ekstrabladet.dk გუშინ, 8 სექტემბერს საქართველოსა და დანიას შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. სტატია ქართველი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს. ამიტომ sportall.ge მის თარგმანს გთავაზობთ.

"დანიის ნაკრებმა საკუთარი თავი დიდი ზეწოლის ქვეშ დაიყენა საქართველოს წინააღმდეგ საშინელი თამაშით და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად უფრო მეტი ბრძოლა მოუწევს.

დანიის ნაკრებმა საშინლად მძიმე და უფანტაზიო ფეხბურთი შემოგვთავაზა თბილისში, ხოლო საქართველოს ნაკრებმა დამსახურებული აპლოდისმენტები უნდა მიიღოს, რადგან მათ წინააღმდეგ დანიის ძლიერმა გუნდმა ვერაფერი გააწყო. ახლა დანიას შვეიცარიასთან მოუწევს დიდი ბრძოლის გადატანა, რათა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლოს.

მოედნიდან მუსიკალური ორკესტრის გასვლის შემდეგ დანიელთა მხიარულებაც დასრულდა. გიბრალტართან თამაშისგან განსხვავებით, მარცხენა ფლანგი სრულიად შეცვლილი იყო და დანიელ ვასისა და რობერტ სკოვის ნაცვლად, მოედანზე მარტინ ბრაიზვაითი და ჰენრიკ დალსგორი გამოვიდნენ, კასპერ დოლბერგმა კი კრისტიან გიტკიაერის ადგილი დაიკავა ძირითად შემადგენლობაში.

მოედანზე ქართველები უკეთ გამოიყურებოდნენ და მშვენიერი ტექნიკაც აჩვენეს, რომლის წყალობითაც არაერთ მათგანს აუწყვია კარიერა ჰოლანდიაში, გერმანიასა და იტალიაში.

დანიის ნაკრებმა საერთოდ ვერაფერი შექმნა პირველ ტაიმში, ხოლო ქართველები, საპირისპიროდ, გვაოცებდნენ ხოლმე მარცხენა ფლანგიდან, როცა დანიელთა შეცდომების შედეგად ვაკო ყაზაიშვილმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია სტუმართა კარს.

საუკეთესო მოთამაშე დანიელთა მხრიდან მარტინ ბრაიზვაითი იყო. "ლეგანესის" ფეხბურთელმა კაკაბაძე რამდენჯერმე ისე გააქრო, როგორც ლამპიონი გაფანტავს ღამის ბინდს, თუმცა მისი დარტყმები იმდენად კარგი არ იყო, გოლი გაეტანა.

კრისტენსენმა ყველა საჭირო საჰაერო დუელი მოიგო, ხოლო მცველმა გია გრიგალავამ იდაყვი უთავაზა იუსუფ პოულსენს. პირველ ტაიმში მეტი არაფერი ყოფილა საინტერესო, საფეხბურთო გულს არაფერი ახარებდა.

შესვენების შემდეგ დანიელებმა ზეწოლა გააძლიერეს, კასპერ დოლბერგიც სწორ ადგილას დახვდა ბრეიზვაითის პასს, თუმცა არც ლორიას ეძინა და შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა. თუმცა მალე იონ დალ ტომასონიც დაიღალა სველ ბალახზე დოლბერგის გორაობით და მის ნაცვლად გიტკაიერი შემოიყვანა.

ნახევრად სავსე სტადიონი მაშინ ახმაურდებოდა ხოლმე, როცა მსაჯის მხრიდან უსამართლობას ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ვლადიმირ ვაისმაც მიიღო ყვითელი ბარათი. დანიელები ხსნას ეძებდნენ, ქართველებს კი მათი გულშემატკივარი აგულიანებდა.

სტადიონს სუნთქვა შეეკრა, როცა ქვილითაიამ ხარიხას გაარტყა ბურთი, თუმცა მალევე თამაშგარე დაფიქსირდა. ამ მომენტიდან რამდენიმე წამში გიტკიაერი მოეფერა ხარიხას შორეული დარტყმით.

თამაშის ბოლოს დანიელებმა მოედანი კმაყოფილებმა დატოვეს, როცა კასპერ შმეიხელმა საჯარიმო დარტყმა ხელში დაიჭირა და მძიმე ღამეც ამით დასრულდა."

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეს კაცი გადამრევს ვაის ვგულისხმობ! ეს დალოცვილი 12 კაცზე მეტი თუ არ არის ფეხბურთელი საჭირო, რაღას იძახებენ კლუბებიდან და ღლიან მგზავრობით ან ფულს რად ახარჯინებს ფედერაციას?! ადრე 80წუთზე ცვლიდა ხალხს ეხლა ამასაც არ აკეთებს!!! ფიზიკური გამძლეობით იშვიათად გამოირჩევა ქართველი ფეხბურთელი შეცვლის არ გამოყენება? რავიცი, რავიცი! ოქრიაშვილის უადგილო "ქუსლაობა" გამაღიზიანებელია ხშირად, ანკიდე ადე რა დაარტყი კარებიდან ბურთი და ისე შემოიტანე უაზრო გათამაშებებით რომ იწყებენ და მეტ ხიფათს ქმნიან ვიდრე სარგებელი მოაქვს ამ სისულელეებს! ესეც მწვრთნელის დავალება იქნებოდა!რაღაცნაირი ტიპია ეს ვაისი ჯინიანი თითქოს, ვის ეჯინება ოღონდ არ ვიცი!
ვალერი
10 სექტემბერი 2019 14:15
1
აზერებმა ფრე ითამაშეს, სომხებმა მ დოიგეს-რა ერთი ამბავი ატეხეთ. დანია არის ერთი საშუალო ევროპული გუნდი
გრიგოლ1408
10 სექტემბერი 2019 02:26
20
საყრდენი დაუშვილის შეყვანა თავდამსხმელი ქვილითაიას ნაცვლად ნორმალურია? თან კორეასთან დაუშვილის შემოსვლის შემდეგ გაგვიტანეს გოლი. ვაისი არასწორ ცვლილებებს აკეთებს და შეტევას ასუსტებს. ირლანდიის წინააღმდეგ ცვლილებები დააგვიანა და წავაგეთ. წინა შეხვედრაზე დანიასთან უფორვარდოთ ვითამაშეთ. თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე მატჩის ბოლოს შეუშვა. ვაისს არ უყვარს რისკი ამიტომაც ვერ იგებს ნაკრები თამაშებს. ფრე ქეცბაიას ნაკრებმაც ითამაშა საფრანგეთთან და გიბრალტარსაც უგებდა სამ ბურთიანი სხვაობით. ვაისი არ მომწონს და დროა გაუშვან. შვეიცარიასთან და ირლანდიასთან გაგვიჭირდება ასეთი თამაშით, როცა კარში მხოლოდ ერთხელ ურტყამ ზუსტად და მთელი თამაშის განმავლობაში ნერვიულობ რომ გოლი არ გაგვიტანონ. ბრავო კიტეიშვილს! ეს შედეგი მისი დამსახურებაა.
ავთო
09 სექტემბერი 2019 16:22
12
არ შეიძლება შესარჩევი ციკლის დასაწყისში რომ ქონდეთ ასეთი 'გამონათებები'? სულ ბოლოსკენ იგებენ ან ფრეს ამთავრებენ ძლიერ ოპონენტთან, როდესაც აზრი აღარ აქვს.
rasa
09 სექტემბერი 2019 16:05
2
საქართველოს ნაკრებს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები რაც შესარჩევის დასაწყისში იჩენს ხოლმე თავს ხოლო როცა დასაკარგი არაფერი აქვთ და თავისუგლად თამაშობენ შედეგსაც დებენ
nika
09 სექტემბერი 2019 22:48
1
ვინც ვაისს აკრიტიკებთ "დაგვიანებული" ცვლილების გამო, იმათ მინდა ვკითხო: ადრ რომ განეხორციელებია ცვლილება და წაეგო რას იტყოდით?
giorgi
09 სექტემბერი 2019 15:49
22
მადლობა ბიჭებს, აი ანანიძე კი ტყულად არის ნაკრებში, ის დასასვენებლად ჩამოდის საქართველოში.(იქ ,,სპარტაკში" ხომ დაიღალ სათადარიგო სკამის ხეხვით, აქ მაინც დაისვენოს, ისე თავმოყვარე კაცი თვითონვე იტყოდა გამოძახებაზე უარს.) დააკვირდით სურათს არა თუ მინდორზე ამ 6 ფეხბურთელს შორისაც არ ჩანს.
გელა
09 სექტემბერი 2019 15:46
20
შესანიშნავად ითამაშეს ბიჭებმა მადლობა მათ, აი ანანიძე კი ტყულად დადიოდა მინდორზე, ანუ ფაქტიურად 10 მოთამაშით ვეთამაშეთ დანიას, ან საერთოდ რატომ იწვევენ მას ნაკრებში.
დათო
09 სექტემბერი 2019 15:43
9
დანიელებმა დაგვიფასეს ბრძოლა და შეგვაქეს და ჩვენს ზოგიერთ დაბოღმილ გულშემატკივარს რა სჭირს,მაინც რომ აკრიტიკებდნენ ჩვენ ფეხბურთელებს თამაშის შემდეგ.
მიდით ბიჭებო
09 სექტემბერი 2019 15:40
6
რომელი შენი ფულით ფინანსდება კაცურად მითხარი,ნეიმარში უფრო მეტია გადახდილი ვიდრე საქართველოს ფეხბურთში იდება ფული,არასპორტული გრიშა ვაშაძისგან მოისმინეს რაღაც ბოდიალი და დაიწყეს ჩემი ფულიო.რომელი შენი ფული დილიდან საღამომდე რომ ვზარმაცობდთ და მუშაობა არ გვინდა ის შენი ფული?არა დამიწყო ეხლა მიწებს ვამუშავებ და დილიდან საღამომდე ყანაში და ვენახში ვარ,რომ მოსავალი მოვიყვანო და სახელმწიფოს შევეწიოო.რა მარტივი სათქმელია ჩემი ფული.ან რას ამადლი ვერ გავიგე,მაშინ ისიც ვთქვათ რომ განათლებაში აღარ ჩავდოთ,სპორტში აღარ ჩავდოთ ,თავდაცვაში აღარ ჩავდოთ,ჩემი ფულია და მე მჭირდებაო.ამოვიდა ყელში.ყველა ჭკვიანია და სახელმწიფოს უკონტროლებს სპორტი სჯობს თუ მარიხუანა.წადით ბიძია ივარჯიშეთ ცოტა რომ ჯანმრთელი თაობა გავზარდოთ.თან შედეგიც უნდათ და თან ფულიც არ უნდა ჩაიდოს.
სამწუხაროა
10 სექტემბერი 2019 12:45
1
რა ბოღმა, რას ლაპარაკობთ??? ხომ არ გავიწყდებათ, ჩვენი ფულით რომ ფინანსდება ფეხბურთი, მგონი, მართლა დაგავიწყდათ, რომ ფედერაცია და თავად ფეხბურთელები ანგარიშვალდებულია გულშემატკივრის წინაშე...
???
10 სექტემბერი 2019 11:00
2
ყველა გამოხმაურება
ორგანიზებულად ითამაშეს ჩვენებმა. ოღონდ გოლის გამტანი არა გვყავს. ვაისი შეცვლას აგვიანებს ქრონიკულად. გვილიაა გამტანი და არ შეიყვანა დროზე. ლობჟანიძე უნდა მოეწვია.
Status quo
09 სექტემბერი 2019 15:13
9
ბიჭებმა კარგად ითამაშეს. შეტევაში უნდა ჩართულიყვნენ კვარაცხელია და ლობჟანიძე. ვაისმა ვერ ისწავლა ცვლილებების დროზე გაკეთება და მერამდენე მოსაგები თამაში ვერ მოიგო. კარგად ითამაშეს ქვილითაიამ, კიტეიშვილმა, ყაზაიშვილმა და ლორიამ.
Zaza
09 სექტემბერი 2019 14:36
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული