საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბაქოშია და მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბაქოშია და აზერბაიჯანთან მატჩისთვის ემზადება. გია ცეცაძის გუნდი 20:30 საათზე ევროშესარჩევი ციკლის მეორე ტურში აზერბაიჯანს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ნაკრებმა გორში 4:0 დაამარცხა ლიხტენშტაინი, ხოლო აზერბაიჯანელებმა 2:1 აჯობეს სლოვაკეთს.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა "დალღა არენაზე" მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. გუნდს ავადმყოფობის გამო ბაქოში ორი ფეხბურთელი არ ახლავს - დავით სამურკასოვი და თორნიკე ძებნიაური. დანარჩენები მწყობრში არიან.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:
ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა)

მცველები:
ნიკა მალი (საბურთალო), ილია
ბერიაშვილი (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო)

ნახევარმცველები:
პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტელევიზორში იქნება?
0
კარგი შემადგენლობა ყავს ჩვენ ნაკრებს,ისტორიაში საუკეთესო ჩემი აზრით. აზერებს უნდა მოვუგოთ და საერთოდ ამ ჯგუფში კარგი შედეგი დავდოთ. წარმატებები ბიჭებო
გოგა
08:44 10-09-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული