მიმართვა ფედერაციას - დროულად დაელაპარაკეთ ვლადიმირ ვაისს!

AutoSharing Option
5 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კვლავ აქტუალურია და გულშემატკივრებს შორის დიდი განხილვის საგანია.

განსაკუთრებულად ვაისის წასვლის ეჭვი დანიასთან ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ვაისის დამშვიდობებით გაძლიერდა, რომელიც ნამდვილად არ ახასიათებს.

ვლადიმირ ვაისი ქართველი არ არის და საქართველოს სამშობლოდ ვერ აღიქვამს. საქართველოს ნაკრებში ის დაქირავებულია და თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. ამავდროულად, ჩნდება პერსპექტივა საფეხბურთო კლუბის, რომელსაც აქვს საშუალება, ევროთასებზეც გავიდეს და წამყვან კლუბებთან ბურთი გააგოროს.

მაგალითად, "ასტანა" ევროპა ლიგაზეა და მისი მეტოქეებია: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ალკმაარი" და "პარტიზანი". ყაზახურ კლუბს დიდი
ბიუჯეტიც აქვს და სლოვაკ სპეციალისტს შეუძლია არსებულ ხელფასზე ორჯერ ან სამჯერ მეტი თანხა გადაუხადოს. ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს, "ასტანა" კი ევროფორუმებზე ყოველ წელსაა.

ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებში მუშაობას უამრავი უარყოფითი ნიუანსი ჰქონდა. მეტიც, რომ არა ერთა ლიგის შედეგები, სლოვაკი ნაკრებიდან აქამდე უნდა გაგვეშვა. მაგრამ წინ ერთა ლიგაა, ვაისსაც და რომან გრიგორჩუკსაც კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურებათ. სლოვაკს კი პრესკონფერენციაზე მოლაპარაკებების ამბავი არ უარუყვია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროულად უნდა დაელაპარაკოს ვლადიმირ ვაისს. მათ ჩვენზე უკეთესად მოეხსენებათ, თუ როგორი სპეციფიკურია ახალი მწვრთნელის დანიშვნა და ფეხბურთელების გაცნობა-შეჩვევა. ეს არ არის საკლუბო ფეხბურთი, სადაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ინტენსიური ურთიერთობა აქვთ.

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალამდე მხოლოდ ორი შეკრება დარჩა. 12 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრებს ვხვდებით, 15 ოქტომბერს - გიბრალტარის ნაკრებს. მეორე შეკრება ნოემბერშია, სადაც 15 ნოემბერს შვეიცარიის ნაკრებს ვეთამაშებით და თუ ფედერაცია დაგეგმავს, ერთი ამხანაგური მატჩის ჩატარებასაც მოვახერხებთ.

თუ სლოვაკი თუნდაც შემდეგ შეკრებაზე განგვიცხადებს, რომ ის გვტოვებს, ნაკრები ფაქტობრივად განწირულია... რადგან ახალი მწვრთნელის ადაპტაცია, მისი სათამაშო სქემის მორგება, დიდი ალბათობით, ასეთ მცირე დროში ვერ მოხდება, მით უმეტეს, თუ ის უცხოელი იქნება.

ამიტომ მივმართავთ ფედერაციას, დროულად დაილაპარაკეთ სლოვაკ სპეციალისტთან და თუ გეგმაში აქვს წასვლა, რამენაირად უნდა მოხერხდეს, სლოვაკმა მარტამდე კიდევ ერთხელ შეკრიბოს საქართველოს ნაკრები და ერთა ლიგის მატჩებში უხელმძღვანელოს.

სხვა შემთხვევაში შეიძლება დავკარგოთ ის შანსი, რაც უეფამ ერთა ლიგის სახით გვიბოძა.

altვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

altBREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

altმიდის თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან? - რეალურად ასეთი სიტუაციაა

alt"ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა




Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 36 /
ვისი სახელით არის მიმართვა? რამდენი ხართ? ვინ დასახა ასეთი დღის წესრიგი?
არდილეს
10 სექტემბერი 2019 17:57
3
დავიწყოთ იქედან რომ ვლადიმერ ვაის არცეტი თამაში არ მოუგია თუ გუნდი იგედა ინდვდალური ფეხბურთელის დამსხრებით და არმგონია რო ვაისი წასვლა ნაკრებზე აისახოს პირქით მგონია რომ უფრო გაძლიერდება თავისი პირადი მიზეზების გამო ფეხბურთელებს არ უნდა ყრიდეს გუნდიდან მას არ ესმის რომ ეს საქართველოს სახელია და არა თავისი პირადი გუნდი რა მოგწონათ დანისთაა ვერვხვდები გუნდმა ერთხელ ვერ დაარტყა კარში სამრცხვინო თამაში იყო და კმაყფილი სულაც არუნდა იყოთ სირცხვლია და ადვილად წასკითხი მწრვრთნელი გახდა 85 წუთზე რო ცვლილებას აკეთებ ან დებილი ხარ ან კიდე ევროპულ ფეხბურთს ძააან ჩამორჩი ) შოთა არველვლაძე კახა ცხადაძე ან ცინცაძე დაყენეთ და უფრო დიდი მოტვაცია იქნება უფრო დიდი ემციაც და უფრო შეკრული გუნდიც
გიორგი
10 სექტემბერი 2019 17:26
20
ცეცაძეს გულისხმობდა!
მე თუ მკითხავთ, შემდეგ მწვრთნელად დიეგო სემიონე აჯობებდა.
aburjga
10 სექტემბერი 2019 19:42
2
ცინცაძე ვინაა თუ ძმა ხარ?)
ბათუმის ფანი
10 სექტემბერი 2019 18:00
3
ერთი ექსკლუზივი ვერ გააკეთეთ ვაისთან ამდენი წელია, არ გრცხვენიათ? რატო ვერ აკეთებთ? უარს ამბობს? ბატონო გალაქტიონ იქნებ ამ კითხვაზე მიპასუხოთ. მადლობა წინასწარ.
a.a.
10 სექტემბერი 2019 16:45
1
მართალი ბრძანდებით, მაგრამ გალაქტიონის გაკეთებული ექსკლლუზივი ისეთივე გამოვიდოდა ,როგორც ეს მიმართვაა. ჩაატარონ გამოკითხვა საიტზე და მერე გზავნონ მიმართვები. სათუოდ რომ არ იყოს საქმე სასწრაფოდ უნდა გაანთავისუფლონ და მწვრთნელიც გამოჩნდება და დროც ეყოფა.
emigranti
11 სექტემბერი 2019 01:12
1
ვაისს თუ უნდა წავიდეს არავინ არ იჭერს.
მან უკვე გვაჩვენა მაქსიმუმი. ამაზე უკეთესად ნაკრებს ვეღარ გაწვრთნის.
ტოპმიოლერი გავუშვით და ვაისს რას ელოლიავებით. მაგაზე უკეთესი სპეციალისტები საქართველოშიც ბევრია. ფეხბურთელები მეცოდებიან ესეთი მწვრთნელის ხელში. ისინი უკეთესს იმსახურებენ.
Goga
10 სექტემბერი 2019 21:22
2
ყველამ უნდა მოვითხოვოთ ვაისის წასვლა, თორემ ეგ ისეთ დროს წავა საშინელ დღეში აღმოვჩნდებით
გრიგოლ1408
10 სექტემბერი 2019 17:12
7
გალაქტიონ ესაკია, სხვისი სახელით რატო იხვეწები ვაისის დარჩენას? გვითხარი ერთი ვინები მიმართავთ ფედერაციას და რამდენი ხართ?
გიგა
10 სექტემბერი 2019 23:22
3
აღნიშნული წერილის ავტორს! იქნებ დააზუსტოდ ვისი სახელით მიმართავთ ფედერაციას და ასეთი ზოგადი სახის (ფაქტიურად ყველა გულშემატკივარის სახელით) მიმართვისგან თავი შეიკავოთ, ვინაიდან ცალსახად ვერავინ იტყვის საქმისთვის როგორ აჯობებს და ასევე დაუზუსტებელია გულშემატკივრების უმრავლეობას ვაისის დარჩენა უნდა თუ წასვლა. ისე თუ წასვლაა, ჯობია დროულად წავიდეს რათა ერთა ლიგის თამაშებისთვის მოსამზადებლად ახალ მწვრთნელს მეტი დრო ჰქონდეს.
P.S. ისე, ოდესმე ახლო მომავალში ლუი ვან გაალი + შოთა არველაძე იდეალური იქნებოდა.....
........
10 სექტემბერი 2019 22:49
2
ვაისმა არ უარყო ასტანასთან მოლაპარაკება ნიშნავს იმას რომ წავა. ფედერაციამ უნდა დაელაპარაკოს არა ის რომ დარჩეს, არამეტ ის რომ ახლავე წავიდეს და ოქტომბრის დარჩენილი თამაშები ვინც მოვა გამოყენოს ნაკრები რომ დაალაგოს. თქვენ ვინ გადაწყვიტეთ რომ ფედერაციას ურჩევთ მასთან მოლაპარაკებას? ახლა ქვეყანაში რა უთავობაც გვჭირს და არაფროფესიოალიზნი ის გჭირთ თქვენ ყველა ჯურნალისტებს, თუ ამდენს ვერ ხვდებით.
Geo_Dinamo
10 სექტემბერი 2019 22:43
1
ყველა სფეროში არეულია დღეს სიტუაცია საქართველოში, ასევეა ფეხბურთშიც
გია
10 სექტემბერი 2019 20:24
6
ზუსტად მასეთი შანსი უბოძა საბურთალოს კენჭისყრამ და როგორ გაანიავა ხომ ნახეთ, იგივე არ დაგვემართოს, იმედია კოსოვო არ შეგვხვდებააააა ფინალში.
roma bejanidze
10 სექტემბერი 2019 17:16
3

სიახლეები პოპულარული