#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

U21. საქართველოს ნაკრები გამარჯვებას ზეიმობს - ფოტო გასახდელიდან

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩში ბაქოში აზერბაიჯანი დაამარცხა და გასახდელში გადაღებული სურათიც გამოაქვეყნა.

ნაკრების მწვრთნელმა გია ცეცაძემ ტურნირის დაწყების წინ თქვა, რომ პირველ ორ მატჩში 6 ქულა უნდა აეღოთ და აიღეს კიდეც. ჩვენმა გუნდმა ლიხტენშტაინს 4:0 მოუგო, აზერბაიჯანს 3:0 და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

ახლა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სამი რთული გასვლა ელის - 11 ოქტომბერს შვეიცარიასთან, 15 ნოემბერს საფრანგეთთან და 18 ნოემბერს სლოვაკეთთან.


Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ