აზერბაიჯანელთა მწვრთნელი: ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უფრო ძლიერი იყო

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან 0:3 წაგების შემდეგ კომენტარი აზერბაიჯანელთა მწვრთნელმა მილან ობრადოვიჩმა გააკეთა:

პირველი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გავუშვით, მეორე ტაიმის დასაწყისში კი რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით. გვინდოდა ბოლომდე გვებრძოლა, თამაშამდე ხომ ფლანგების გამოყენებას ვაპირებდით. მომენტები გვქონდა.

მეტოქეს ბევრი ტანმაღალი ფეხბურთელი ჰყავს და ისინი სტანდარტულებისას სახიფათონი იყვნენ. მეორე და მესამე გოლი სწორედ ასე გაიტანეს. ჩვენც გვინდოდა გატანა, მაგრამ თამაში არ გამოგვივიდა.

უკმაყოფილო დავრჩი მიღებული ბარათებით. შეიძლებოდა მსაჯს ჩვენი ფეხბურთელები არც გაეფრთხილებინა. ნებისმიერ შემთხვევაში, მეტოქე უფრო ძლიერი იყო. თუ სლოვაკეთთან
და საქართველოსთან დაპირისპირებებს შევაჯამებთ, სამი ტაიმით კმაყოფილი დავრჩი. კარგი ფეხბურთი უნდა გვეჩვენებინა, ამისათვის კი დაცვაში უფრო უნარიანად გარჯა გვმართებდა. შედეგს მარტო თქვენ კი არა, ჩვენც ველით", - ციტირებს ობრადოვიჩს azerisport.com-ი.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი სურვილია გაწვრთნა ეროვნული ნაკრები.
გიგი
16:10 11-09-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული