ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები მზარდია - "ტრანსფერმარკეტის" საფასო განახლებები

AutoSharing Option
გერმანულმა ვებგვერდმა transfermarkt.de-მ ზაფხულში და აწ უკვე შემოდგომაზეც ბევრი ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება განაახლა.

მაშ ასე, მივყვეთ ცვლილებებს და დავიწყოთ იმ ქართველი ფეხბურთელებით, რომლებიც ქართული რეიტინგის სათავეში არიან.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის, საბა კვირკველიას ფასი 8 მილიონიდან 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ის ამ ფასით რუსეთის პრემიერლიგაში 25-ე ფეხბურთელია, მოსკოვის "ლოკომოტივში" - მეექვსე და მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალურ მცველებს შორის - 133-ე.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებში სატრანსფერო ღირებულებით მესამე ადგილზეა (მეორე გიორგი ჩაკვეტაძეა) დონეცკის "შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა, რომლის ფასმაც ზაფხულში სამი მილიონიდან
5 მილიონ ევრომდე მოიმატა. ამ მონაცემებით, ის უკრაინის პრემიერლიგაში მეცამეტე ადგილზეა, "შახტარში" - მეათე და მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალურ მცველებს შორის - 279-ე.

Sportall.Ge

გიორგი ქვილითაიას ფასი 3 მილიონიდან 2.5 მილიონამდე დაეცა. ეს ტრავმის შედეგად უთამაშებლობით არის გამოწვეული. ღირებულებით ის იუპერ ლიგაში - 91-ე, "გენტში" - მე-13 და მსოფლიოში ფორვარდებს შორის 453-ე ფეხბურთელია.

Sportall.Ge

ქართველ ფეხბურთელებს შორის მეხუთე ადგილზეა ტულის "არსენალის" ცენტრალური მცველი გია გრიგალავა. მისი ფასი 1 მილიონიდან 1,75-მდე გაიზარდა. ეს არ არის მისი საფასო რეკორდი, ის ყველაზე ძვირი 2013 წელს, "ანჟიში" თამაშის დროს 2 მილიონი ევრო ღირდა. ამ ფასით ის რუსეთის პრემიერლიგაში - 155-ე, "არსენალში" - მე-5 და მსოფლიოში ცენტრალურ მცველებს შორის 671-ე არის.

Sportall.Ge

"ტობოლის" ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის ფასი ნახევარი მილიონით გაიზარდა და 1.5 მილიონ ევროს უწია. ამ ფასით ის საკუთარ კლუბში პირველია, ყაზახეთის პრემიერლიგაში - მე-11 და მსოფლიოში ნახევარმცველებს შორის - 542-ე.

Sportall.Ge

ბოლო განახლებისას მნიშვნელოვნად გაიზარდა ზურიკო დავითაშვილის ფასი. მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევრო გახდა. მანამდე მისი ფასი ნახევარი მილიონი იყო. ღირებულებით ის მე-12 არის "რუბინში", რუსეთის პრემიერლიგაში - 163-ე და მსოფლიოში შემტევ ნახევარმცველებს შორის - 327-ე. რაც შეეხებათ 18 წლის ფეხბურთელებს, ის მსოფლიოში 33-ეა.

Sportall.Ge

დავითაშვილის მსგავსად გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას ფასი. მისმა ფასმა 900 ათასი ევროდან 1.5 მილიონს უწია. ღირებულებით ის ანალოგიურად მე-12 არის "რუბინში", რუსეთის პრემიერლიგაში - 163-ე და მსოფლიოში მარცხენაფლანგელებს შორის - 328-ე. რაც შეეხებათ 18 წლის ფეხბურთელებს, ის მსოფლიოში 33-ეა.

Sportall.Ge

ოთარ კიტეიშვილის ფასიც 1 მილიონიდან 1.5 მილიონი ევრო გახდა. ის ავსტრიის ბუნდესლიგაში - 33-ე, "შტურმში" - მე-2 და მსოფლიოში შემტევ ნახევარმცველებს შორის 327-ე არის.

Sportall.Ge

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს ქართველი ფეხბურთელების ოცეულში: ვაკო ყაზაიშვილის ფასი 2 მილიონიდან 1.5 მილიონამდე დაეცა. გიორგი ხარაიშვილის ფასი 800 ათასი ევროდან 1.2 მილიონი გახდა, ლაშა დვალის ფასი - 900 ათასი ევროდან 1.1 მილიონი. გურამ კაშიას ფასი ნახევარი მილიონით დაეცა და ახლა 1 მილიონს შეადგენს. ლაშა პარუნაშვილის ფასი 400 ათასიდან 1 მილიონამდე გაიზარდა, ლუკა ზარანდიასი - 650 ათასიდან 1 მილიონამდე.

ქართველი ფეხბურთელების საუკეთესო სამეულები პოზიციების მიხედვით ასე გამოიყურება:

მეკარეები
  • გიორგი მაკარიძე - 700 ათასი ევრო
  • ლუკა გუგეშაშვილი - 450 ათასი ევრო
  • გიორგი ლორია - 400 ათასი ევრო

ცენტრალური მცველები
  • სოლომონ კვირკველია - 10 მილიონი ევრო
  • დავით ხოჭოლავა - 5 მილიონი ევრო
  • გია გრიგალავა - 1.75 მილიონი ევრო

ფლანგის მცველები
  • ლევან ხარაბაძე - 1.25 მილიონი ევრო
  • ოთარ კაკაბაძე - 1 მილიონი ევრო
  • ლუკა ლაკვეხელიანი/ნიკოლოზ მალი - 475 ათასი ევრო

ცენტრალური ნახევარმცველები
  • ნიკა კვეკვესკირი - 1.5 მილიონი ევრო
  • ჯაბა კანკავა/ვაკო გვილია/ ლაშა პარუნაშვილი - 1 მილიონი ევრო

შემტევი ნახევარმცველები
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 9 მილიონი ევრო
  • ვაკო ყაზაიშვილი/ ოთარ კიტეიშვილი/ზურიკო დავითაშვილი/ ხვიჩა კვარაცხელია - 1.5 მილიონი ევრო

ფორვარდები
  • გიორგი ქვილითაია - 2.5 მილიონი ევრო
  • ნიკა კაჭარავა - 700 ათასი ევრო
  • ბექა მიქელთაძე - 500 ათასი ევრო

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
გვილიას ფასი რამდენია?
კობა74
14:02 12-09-2019
1
გავაკეთოთ ნაკრები ამ ფეხბურთელებით,ფასი თავისთავად მეტყველებს, რის ვაისი,რა ფედერაცია
გრიგოლ1408
12:58 12-09-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული