ეროვნული ლიგა. XXVII ტური: "საბურთალომ" ბოლნისში დამაჯერებლად მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "საბურთალომ" ბოლნისში ადგილობრივი "სიონი" დაამარცხა (3:1) და მართალია, ეროვნულ ლიგაში მე-3 პოზიციაზე დარჩა.

ბოლნისში გამართულ მატჩში ანგარიში 1-ვე წუთზე გაიხსნა. ლევან ყენიას პასი ანტე გიიმ გამოიყენა და სტუმრები დააწინაურა.

მეორე გოლი 21-ე წუთზე გავიდა. გოლი მონტენეგროელმა ფორვარდმა ოგნიენ როლოვიჩმა გაიტანა, საგოლე გადაცემა კი გრიგოლ ჩაბრაძემ ჩაიწერა.

როლივიჩის გოლიდან 10 წუთში თავი გიორგი გაბედავამაც გამოიჩინა და პირველი ტაიმი "საბურთალომ" 3:0 მოიგო. მეორე ტაიმის 52-ე წუთზე თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში "საბურთალოს" მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა დაარღვია და პენალტის ნიშნულიდან გოლი რატი ცაცქრიალაშვილმა
გაიტანა.

ბოლნისი, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი
სიონი-საბურთალო 1:3
გოლები: 0:1 გიი (1), 0:2 როლოვიჩი (21), 0:3 გაბედავა (31) 1:3 ცაცქრიალაშვილი (53) პენ.

სიონი: ლევან ისიანი, გულვერდ თომაშვილი, ლაშა უგრეხელიძე (თარხნიშვილი, 46), არჩილ ტვილდიანი, ლევან ხმალაძე, კახა კახაბრიშვილი (თარგამაძე, 46), დიმიტრი ტატანაშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი (რომან ჩაჩუა, 88), ზურაბ ჯაფიაშვილი, ანზორ სუხიაშვილი,
გიორგი ივანიშვილი

საბურთალო: ლაზარე კუპატაძე, ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაბედავა, გრიგოლ ჩაბრაძე, ლევან ყენია, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი (ცნობილაძე, 55), ანტე გიი (მარგველაშვილი, 66), ოგნიენ როლოვიჩი, თორნიკე გორგიაშვილი (ლაკვეხელიანი, 61)

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
არარატის ამბავს რა ვუყოთ დავივიწყოთ? არ გამოვა არა სულ ტყუილად ცდილობთ მიჩუმათებით გადააგოროთ, ამ უდიდესი სირცხვილის ამბავი!!! არ გავიდა ორი დღე? ვერ გამოიძია უეფამ?
........
12 სექტემბერი 2019 21:04
0
გეთანხმები. ასე ადვილად არ უნდა ჩაიაროს
vax-vax
13 სექტემბერი 2019 11:21
0
არ დაგინახოთ ჩემპიონობაზე გაიწიოთ ლამერებო
vaaaaaaaaaaaaaaaaaaax
12 სექტემბერი 2019 18:07
1
Saburtalo moraluri ufleba argaqvs chempioni gaxde.
Fani
12 სექტემბერი 2019 17:43
1

სიახლეები პოპულარული