ბათუმის "დინამომ" "ლოკომოტივს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბათუმის "დინმომ" სახლში "ლოკომოტივს" 2:1 სძლია.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში პირველ ტაიმში მამუჩაშვილმა გახსნა, რომელსაც ბურთი ფლამარიონიმ დაუგდო, მეორე ტაიმში კი უკვე თავად ფლამარიონიმ დალაშქრა "ლოკოს" კარი. მან მიმდინარე ჩემპიონატზე მე-13 გოლი გაიტანა.

შემდეგ სტუმრებმა კუთხურიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირეს.

ბათუმის "დინამო" 55 ქულით პირველ ადგილზეა და თბილისის "დინამოს" 4 ქულით უსწრებს, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ლოკომოტივი 2:1
გოლები: 1:0 ვლადიმერ მამუჩაშვილი (35),
2:0 ჯოვინო ფლამარიონი (61), 2:1 ირაკლი სიხარულიძე (71)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი, ჯამბულ ჯიღაური, ვლადიმერ მამუჩაშვილი (თორნიკე გაფრინდაშვილი 76), გაბრიელ რამოსი (ვალერიან თევდორაძე 72), ჯოვინო ფლამარიონი (გიორგი ჯანელიძე 90+2), ვლადიმერ დვალიშვილი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), თეიმურაზ შონია, დათო კირკიტაძე (შოთა შეყილაძე 72), ბექა დარცმელია, ბიძინა მახარობლიძე, ირაკლი სიხარულიძე (გიორგი გოროზია 86), დავით ჯიქია (რევაზ ინჯგია 55)

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ცუდი ოპერატორები არიან,წამყვანი ხომ საერთოდ,რუსულ-ქართულად მიყავს,ხან პროსტას იძახის და ხან რას,,
0
რატომ არ შეიძლება გლამარიონიმ საქართველოს ნაკრებში რომ ითამაშოს?
იქნებ იზრუნოს სფფ-მ ამ საკითხზე?!
ნამდვილად გამოადგებოდა ნაკრებს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
23:30 14-09-2019
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული