ლევან კობიაშვილი "ტორპედოს" შესახებ: არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ კლუბში თანხები გაჩნდეს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ ისაუბრა.

"არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ჩემ მიმართ გამოთქმული საყვედურები რამდენად სამართლიანია. ლევან კობიაშვილისთვის მთავარია, ამ პრობლემიდან გამოვიყვანოთ გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს განასახიერებს და "ტორპედოს", მისი ისტორიის, ტრადიციებისა და გულშემატკივრების გარეშე ჩემთვის ეროვნული ლიგა ძნელი წარმოსადგენია.

ურთულესი მდგომარეობაა. მიმდინარეობს გუნდის გადაბარების პროცესი და სწორედ ამ პროცესში შეიქმნა პრობლემა. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ქუთაისის "ტორპედოს" გასხვისების დროს, კლუბი ვალების გარეშე გადაეცა ინვესტორს. ახლა გუნდს ვალები აქვს, ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ
გუნდი სახლმწიფოს უკან დაუბრუნდება, ვალების გარეშე უნდა დაუბრუნდეს. ამჟამინდელი მფლობელი ამ ვალებს არ აღიარებს, აღიარებამდე საკითხი იურიდიული დავის საგანია და ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს.

მაგრამ, გარკვეული გამოსავალი გადაბარების პროცესის დასრულებამდე ვიპოვეთ. დროებით, კლუბში მერიის წარმომადგენელი დაინიშნა, რომელიც გარკვეული თანხების მოზიდვაზე იმუშავებს. რესურსების მოძიება მფლობელთა იმ ჯგუფის პირობებში შეუძლებელი გახლდათ, რადგან ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შეუძელებელი იყო ვინმეს გარედან რაიმე სახის ინვესტიცია განეხორციელებინა.

ანუ, უკვე ორი მიმართულებით მიმდიბარეობს პროცესი: ერთია, მერიის კუთხით, რომელიც კლუბის დაბრუნების საქმეზე იმუშავებს და მეორე, დანიშნული პირი, რომელიც ეცდება, რომ ხვალ, ზეგ, რამდენიმე დღესა თუ კვირაში კლუბში გარკვეული თანხები შევიდეს.

ის რაც აქამდე იყო შეუძლებელი, ახლა მე უკვე რეალურ შანსებს ვხედავ, რომ ამ გუნდში შესაძლოა გაჩნდეს თანხები, რისი საშუალებითაც ფეხბურთელებზეც გაიცემა ხელფასები და "ტორპედოსაც" სულ სხვა რეალობა ექნება."

alt"ტორპედო" განცხადებას "საბურთალოსთან" ნამატჩევს გააკეთებს

alt"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

მკითხველის კომენტარები / 5 /
მთელ ამ ინტერვიუდან გავიგე ერთი: აქამდე იურიდიულად შეუძლებელი იყო გუნდის დახმარება, ეხლა ეს მოგვარდა და შესაძლოა ინვესტიციის მოძიება და ამაზე იზრუნებს მერიის წარმომადგენელი. დააა... განწირულია ტორპედო
Alexandre
16 სექტემბერი 2019 09:51
1
ქართული ფეხბურთის მტერო . მე რომ შემეძლოს ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტს სახახლო არჩვნებით გავაკეთებდი ვისაც კარგი იდეა . ექნებოდა . არა . ისე . როგრც ეს კობიაშვილია . ლაპარაკი რომ არ იცის
Dato . mogeladze
15 სექტემბერი 2019 23:25
10
zalit da chegnebulat blokavt komentarebs, xalxs ro apikrebiot ro torpedo aravis ar ainteresebt, tkveni jurnalistebis bralia kvelaperi, ar ikcevit scorad, gaitxaret tkveni saiti ukan amis xirsebi xart tkven.
KUTAISELI
15 სექტემბერი 2019 21:50
3
კოლეთს მიხედეთ. მარტო პორტი ნუ გაინტერესებთ, თქვე ფარისევლებო
IRAKLI
15 სექტემბერი 2019 21:29
4
როგორ ახერხებთ ბატონო ლევან ერთდროულად ფეხბურთის და გლდანის აღორძინებას, ნამდვილი საოცრება ბრძანდებით)))))))))))))
llcl
15 სექტემბერი 2019 15:31
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული