გიორგი აბურჯანია შეცვლაზე შევიდა და 5 წუთში "ტვენტეს" რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

15 სექტემბერს, ნიდერლანდების პირველობის მე-6 ტურში, აბურჯანიას "ტვენტემ" სტუმრად 3:2 დაამარცხა "ფორტუნა". ამ მატჩში ჩვენებური 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 66-ე წუთზე კი მეტოქის კარი დალაშქრა და ანგარიში 0:3 გახადა.

აღსანიშნავია, რომ 45+2-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა ენსხედელთა იაპონელი თავდამსხმელი კეიტო ნაკამურა, რომელმაც იქამდე გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო 83-ე წუთზე ასევე პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა მასპინძელთა პორტუგალიელ მცველ მიკა პინტოს.

"ტვენტე" 12 ქულით მესამე ადგილზეა
და 20 სექტემბერს "ჰერაკლესს" უმასპინძლებს.

სიტარდი. "ფორტუნა". 7 377 მაყურებელი
ფორტუნა - ტვენტე 2:3
გოლები: 0:1 ნაკამურა (16), 0:2 ესპინოსა (24), 0:3 აბურჯანია (66), 1:3 ვუკჩიჩი (78, საკ. კარში), 2:3 გისი (90+5)

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული