შვეიცარიის თასის ტოპ-5 გოლში ოთარ კაკაბაძის ზუსტი დარტყმა მოხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძის მიერ "ვოლენის" კარში გატანილი გოლი შვეიცარიული გამოცემის, helvetia-ს მიერ შედგენილ ტოპ-5 გოლში მოხვდა. საიტმა შვეიცარიის თასზე გატანილი 5 გოლი დაასახელა, რომელთაგანაც მომხმარებელი საუკეთესოს დაასახელებს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ჯერ არ დასრულება და ხმის მიცემა ქართველებსაც შეგვიძლია. ამის გაკეთება აღნიშნულ ბმულზე შეიძლება, რისთვისაც მხოლოდ სქესის, სახელისა და გვარის, ელ-ფოსტის მითითება იქნება საჭირო.

ოთარ კაკაბაძისთვის აღნიშნული გოლი პირველი იყო "ლუცერნის" შემადგენლობაში. კაკაბაძის გუნდმა გასვლაზე გაიმარჯვა (4:0) და 1/8-ფინალში "გრასსჰოპერსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული