ლევან მჭედლიძის თბილისის "დინამოში" გადასვლის დეტალები გახდა ცნობილი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა.

"დინამოს" ვებგვერდის ცნობით, მჭედლიძესთან ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა.

29 წლის მჭედლიძე "დინამოში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მჭედლიძის პრეზენტაცია დღეს, 20 სექტემბერს, "დინამო არენის" მედიადარბაზში 15:00 საათზე შედგება.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძე თბილისის "დინამოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ის 2019 წლის ივლისის შემდეგ უგუნდოდ იყო, ხოლო მისი ბოლო კლუბი იტალიური "ემპოლი" გახლდათ.

ქართველი ფორვარდი "ემპოლის" სისტემაში 2007 წლიდან გამოჩნდა, ხოლო მთავარ გუნდში 164 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მჭედლიძეს იჯარით "პალერმოშიც" უთამაშია და 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მაშინ ქართველმა ტურინის "იუვენტუსს" გაუტანა.

საქართველოს ნაკრებში მჭედლიძემ 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
მინდორზე მჭედლიძეს ნაირათ არაფერს ვაკეთებდი,მაგრამ მისგან განსხვავებით გოლის ალღო მქონდა.რაც ესაც არ ააქვს მჭედლიძეს
კრისტიან ვიერი
20 სექტემბერი 2019 16:01
3
მინდორზე მჭედლიძეს ნაირათ არაფერს ვაკეთებდი,მაგრამ მისგან განსხვავებით გოლის ალღო მქონდა.რაც ესაც არ ააქვს მჭედლიძეს
კრისტიან ვიერი
20 სექტემბერი 2019 15:55
3
პროსტა რატომ იძახებენ ამას ნაკრებში ვერ ვხვდები 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა?
roma
20 სექტემბერი 2019 14:43
7
ძალიან კარგი!!! მისასალმებელია!!! ლევან ყენიამ საუკეთესო მაგალითი მისცა ყველას. უგუნდოდ ყოფნას და უცხოეთშ სკამზე ჯდომას საქართველოს ჩემპიონატში თამაში ჯობია!!!
tngh
20 სექტემბერი 2019 14:32
2
აი ძმაო სტატისტიკა, სუპერ.
დამფასებელი
20 სექტემბერი 2019 10:56
12
რა არის აქ საღადაო?ტრამვებმა დატანჯა,მაგრად არ გაუმართლა, სპორტში შრომისმოყვარეობასთან და ნიჭთან ერთად, იღბალიც გჭირდება...არაუშავს ლევან, წარმატებები,ღმერთი შენთან!!
gurulo
20 სექტემბერი 2019 12:42
0
კი სუპერ..მაგრამ ეგ სერია "ა" ში იყო. არ გამიკვირდება დინამოში სეზონში 20+ გაიტანოს.
Vakhtang Lobzhanidze
20 სექტემბერი 2019 12:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული