#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ

AutoSharing Option
დღეს თბილისის "დინამომ" ლევან მჭედლიძე ოფიციალურად წარადგინა. ჟურნალისტებთან კლუბის დირექტორმა ზაზა დოლიძემ ისაუბრა.

"დიდი მადლობა ბატონ რომანს, რომ თბილისის "დინამომ" ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა და მადლობა ლევანს, რომ "დინამო" აირჩია.

დიდი მადლობა ლევანის ძმას, გიორგის, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა, რომ ეს ტრანსფერი ყოფილიყო წარმატებული. გპირდებით, რომ ლევანი "დინამოსთან" ერთად ქართულ ფეხბურთს სიხარულს დაუბრუნებს.

ეს დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ და შევეცდებით, ჩემპიონატიც მოვუგოთ", - თქვა დოლიძემ.


Sportall.Ge