ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: ბათუმის "დინამომ" კაცნაკლულ "საბურთალოს" ბრაზილიური სუპერგოლით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "საბურთალო" 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი დაძაბულად წარიმართა, ბევრი იყო ბრძოლა, ნაკლები მომენტები და სათამაშო წუნი. მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ორივე გუნდი ფრთხილობდა. მასპინძლებს ანგარიშის გახსნა ზედ შესვენების წინ შეეძლოთ, მაგრამ საჯარიმოს გარედან მამუჩაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი კარის წინ მდგომმა რეხვიაშვილმა თავით მოიგერია.

მეორე ტაიმში თამაში გამწვავდა, 62-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ტერას და გააძევა, რამაც შეხვედრის შემდგომ მიმდინარეობასა და შედეგზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.

მასპინძლებმა კაცნაკლულ სტუმრებს დიდი ძალებით
შეუტიეს. ჯიღაურს, გეგეჭკორს და რამოსს კუპატაძემ არ დაანება გატანა.

74-ე წუთზე კი ბათუმელთა ბრაზილიელების, რამოსისა და ფლამარიონის ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დაგვირგვინდა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე მე-14 გოლი გაიტანა და თავის გუნდს მორიგი გამარჯვება მოუპოვა.

ბათუმის "დინამო" 58 ქულით ლიდერია დ მეორეადგილოსან თბილისის "დინამოს" 4 ქულით უსწრებს, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "საბურთალო" კი 51 ქულით მესამე პოზიციაზეა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - საბურთალო 1:0
გოლი: ჯოვინო ფლამარიონი (74)
გაძევება: ელვინ ტერა (62)

დინამო (ბთ) (4-4-2): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯამბულ ჯიღაური (თორნიკე გაფრინდაშვილი 70), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი (ვალერიან თევდორაძე 84), ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ დვალიშვილი (ბენჟამინ ტეიდი 77)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

საბურთალო (4-4-2): ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ნიკა სანდოხაძე, ლუკა ლაკვეხელიანი (გიორგი დიასამიძე 65), გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა (სანდრო ალთუნაშვილი 56), ელვინ ტერა, გიორგი კოხრეიძე, გიორგი გაბედავა (ოგნიენ როლოვიჩი 75)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
რომც არ გაეგდო მსაჯს საბურთალოს მოთანაშე, ბათუმი მაინც მოიგებდა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ვისაც დინამო ბათუმი არ გევასებათ.ამასაც ნახავთ ვინ გახდება ჩემპოინი.6 ოქტომბერს თბილისის დინამოსაც მოვუგებთ.ჯოჯოხეთს მოვუწყობთ დინამო თბილისს ბათუმში.
გულშემატკივარი
21 სექტემბერი 2019 22:47
2
Grisha-ს როცა საბურთალომ არმენია-არარატთან სამარცხვინოდ წააგო, სად ბრძანდებოდი მაშინ? ხმას რატო არ იღებდით არცერთი საბურთალოს გულშემატკივარი. ეხლა კიდე ჩვენ გვიწოდებთ ბაყაყებს სირცხვილი შენ!
123
21 სექტემბერი 2019 15:30
3
თბილისის დინამო ერთი თავით მაღლა დგას და დიდი იმედი მაქვს ჩემპიონი გახდება მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი!
ვასიკო
21 სექტემბერი 2019 15:20
8
სირცხვილი საერთოდ აღარაფერია? არარატის შემდეგ სტადიონზე როგორ გადიხართ საერთოდ?!!!!!!
.......,
21 სექტემბერი 2019 14:56
3
ფეხბურთელები კი არ უნდა დაამცირო,უნდა იცოდე,რომ მწვრთნელს შეუძლია გუნდი ისეთი სქემით ათამაშოს,რომ ნებისმიერ გუნდთან წააგოს,რაც გააკეთა ჭიაბრიშვილმა.ბათუმთანაც შვიდი მცველით და ერთი ჩამშლელით ითამაშა,შეტევაში ორინი იყვნენ და ამიტომაც ცუდი თამაში გამოვიდა.ტრენერმა ფაქტიურად გუნდი დაშალა.ევროტურნირების წინ ფეხბურთელები გაკვირვებულები იყვნენ მისი საქციელით ისეთ შემადგენლობას აყენებდა.დვალიშვილს ბუცების ჩამოკიდება შესთავაზეს,ვაგნერის გამო შინდაგორიძე დასვეს სკამზე და შემდეგ გაუშვეს,ვაგნერი მაინც გაექცათ.ეხლაც იმიტომ არ მიდის გუნდიდან რომ ჩემპიონობა უნდა შევინარჩუნოო.კარგი იქნება თასიდანაც გავარდეს და დაგვასვენოს.ისე გადახედეთ რამდენი ქულა გაანიავაგვიანი გაზაფხულიდან დღემდე.
fc saburtalo
21 სექტემბერი 2019 11:48
0
ვაი შენ საბურთალო რომ ამ ბაYაYებს ყიყინის საშუალება მიეცი
Grisha
21 სექტემბერი 2019 10:54
13
კარგია. ეგერ ინდა დაისაჯოს საბურთალო, არარატ არმენისათან სამარცხვინო წაგების გამო. არაა ღირსი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ატარებდეს.
ლაშა
21 სექტემბერი 2019 09:40
2
ვერ ვიტყვი,რომ თამაში მომეწონა.ძალიან დაძაბული თამაში იყო და ვინც უკეთესი იყო,იმან გაიმარჯვა.გოლის ეპიზოდი,მართლაც ბრწყინვალე იყო.უმსგავსოდ მოიქცა ელვინ ტერა და მართლაც უღალატა გუნდს.კომენტატორებზე რას იტყვით?სულ ჩაწეულზე ყურება არ გამოდის,არადა ნერვებად მიჯდება კომენტატორის მოსმენა.ხომ შეიძლება ერთხელ დასხდნენ და თავისი რეპორტაჟის ჩანაწერს მოუსმინონ.სრულიად არაბუნებრივი რეაქციები და აქცენტები აქვთ.ჰო, კიდევ.მინდვრის საფარს დროზე უნდა მიხედვა,სანამ საბოლოოდ გაფუჭებულა.
სოსო
21 სექტემბერი 2019 09:07
0
რატომ არ დამიბეჭდეთ წინა კომენტარი,საბურთალოს სომხების ნაშოჩკები რომ ვუწოდე!? ეგ მათთვის კომპლიმენტია და არა შეურაცყოფა)))
ბათუმის ფანი
21 სექტემბერი 2019 02:31
9
მაგენი ახლა დინამოსაც დაუწვებიან ორივე შეხვედრაში და უყარე მერე კაკალი ჩემპიონობა...ისე თბილისის დინამოს ძლიერია ,მარა ისე ძლიერიც არა რომ ბათუმმა რომ ვერ მოუგოს...შემდეგ ტურში ქუთაისში აუცილებლად უნდა მოვიგოთ ! თუ არა სავარაუდოდ ისევ მეორე ადგილი გვექნება .....
ემზარ დუისბურგი
22 სექტემბერი 2019 18:52
1
ვიცი არ გამოქვეყნდება, მაგრამ მაინც დავწერ. რომ ამბობთ კაცნაკლულ საბურთალოს სძლიაო, თავიდანვე კაცნაკლული იყო? თუკი ვინმე კაცნაკლული დარჩა, იმიტომ რომ მასზე ძლიერის ზეწოლას ვერ გაუძლო, თორემ არა მგონია 10 11-ის წინააღმდეგ ყოფილიყო თამაში.
ნათია-სიმართლე
21 სექტემბერი 2019 00:22
3
დაუმსახურებლად გაიტანაო სად ამოიკითხე?დამსახურებულად გაიტანა,მაგრამ ის ფაქტი,რომ კაცნაკლულს გაუტანა სიმართლეა და ვერსად გავექცევით,იმიტომ რომ მსაჯმა კაცი გაუძევა საბურთალოს.ცოტა ლოგიკურად იმსჯელეთ და მთლად ნუ დაგებინდებათ გონება ფანებს,იმიტომ რომ ჩემპიონი მაინც თბილისის დინამო გახდება,მიუხედავად დინამო ბათუმის ფანების და კლუბის პატივისცემისა.წარმატებები ქართულ ფეხბურთს.
:-)
21 სექტემბერი 2019 06:46
3

სიახლეები პოპულარული