ანანიძის გარეშე "სპარტაკი" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა - ამჯერად ტაბიძის "უფასთან"

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში გასვლაზე 0:1 დამარცხდა ჯიმი ტაბიძის "უფასთან".

"სპარტაკმა" მიჯრით მეოთხე შეხვედრა წააგო და 14 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა, ამდენივე ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდებით "უფა" მე-6 პოზიციაზეა.

რაც "სახალხო გუნდმა" ანდრე შურლე დაიმატა, ანანიძეს საერთოდ აღარ ათამაშებენ და ისევ სათადარიგო იყო, ხოლო ტაბიძემ შეუცვლელად იასპარეზა და ყვითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნვია, რომ "უფას" "სპარტაკის" კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამს და გამარჯვება რასკაზოვის ავტოგოლით მოიპოვა.

"სპარტაკმა" ზედიზედ მეათე შეხვედრაში ვერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯანო ტრავმებმა დატანჯეს,რა ქნას უნდა თვითონ თუ რა,ბევრი თამაშს თავს დაანებებდა,ჯანო კარგი ფეხბურთელია იტყვის კიდევ თავის სიტყვას.
გოჩა
21 სექტემბერი 2019 14:43
1
ჯანოსგან ყველა მეტს ველოდით!! ძალიან საწყენია რო ასე გაფლანგა თავისი უძვირფასესი დრო სკამზე ჯდომით! მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი ნამდვილად ავირჩევდი ცოტა ნაკლებ ხელფას და მეტ სათამაშო დროს, რადგან უფრო განვვითარდებოდი და მომავალში უფრო მეტსაც გამოვიმუშავებდი , პირველ რიგში ფეხბურთის თამაშს ავირჩევდი. / ამ წლებს ვეღარ დაიბრუნებს ეს ბიჭი , რადგან ფეხბურთელობა ძალიან ხანმოკლეაა.
Vasili
21 სექტემბერი 2019 14:11
0
ჯანო მანდ სათადარიგოზე ჯდომას გერჩივნოს აქ ჩამობრძანდე და ქართულ კლუბებში ითამაშო.
უსაშველო
21 სექტემბერი 2019 14:06
1
ანანიძით ხო ყველას უგებენ
aufff
21 სექტემბერი 2019 12:38
2
Tom - მერე ის, რომ ბოლო წლებში სპარტაკის ყველაზე წარმატებული სეზონი (ანუ როცა ჩემპიონები გახდნენ), იყო ის წელი, როცა ჯანოს ყველაზე მეტი დრო ეძლეოდა.
წელს, ამ მწვრთნელის პირობებში ჯანო მართლაც ღრმა სათადარიგო გახდა, ასეთი უმნიშვნელო როლი ამ გუნდში არასდროს ჰქონია, ყოველთვის ასე თუ ისე, როტაციის ფეხბურთელად ითვლებოდა.
ძალიან კარგი, სპარტაკს სულ წაგებებს ვუსურვებ.
ისე, თავის მხრივ, არც ჯანო იმსახურებს წარმატებებს თავისი ქცევის გამო.
Burton
21 სექტემბერი 2019 02:11
1
ჯანო მზად იყო ხელფასის დაკლებაზე,თუ ევროპაში გაუშვებდნენ,მაგრამ მისგან დამოუკიდებლად ეს ამბავი,არ გამოვიდა.მეორე მხრივ სადაც გინდა წავიდეს,მისი ტრავმებისაკენ მიდრეკილობის გამო,საეჭვოა თუნდაც ამ ხელფასის ნახევარი გადაუხადონ და ვერც თამაშის გარანტიას მისცემენ.როგორც ვიცი,მისი ხელფასი 2 მილიონი ევროა წელიწადში.თქვენ გარისკავდით ყოველგვარი გარანტიის გარეშე წელიწადში ერთი მილიონის დაკარგვას?-მე,სულ ცოტა,ძალიან გამიჭირდებოდა.მას ოჯახიც ჰყავს და ნამდვილი მოსკოველები არიან,მათზეც ხომ უნდა იფიქროს?ადამიანები განსხვავებულები არიან.რონალდომ რამდენი კლუბი მოიარა,მესის კი,არსად წასვლა არ სურს.ეტყობა არც ჯანოა ბუნებით მოგზაური.ძალიან მიყვარს ჯანო,ალბათ თქვენც ასევე და ყოველივეს კარგს ვუსურვებ.თქვენს ბოლო სურვილში,სწორედ მისი ამ ქსელში გახვევის გამო წუხილს ვხედავ და არა ჯანოზე გაბრაზებას.
სოსო
21 სექტემბერი 2019 08:36
1
ავტოგოლი გიორგობიანის ფლანგიდან მწვავე ჩაწოდებას მოჰყვა.ალბათ ღირს ამ ბიჭზე ყურადღბის მიქცევა.
სოსო
21 სექტემბერი 2019 01:04
0
ანანიძის გარეშე რო წააგო მერე რა? :D ანანიძე არაა საკვანძო ფიგურა და არც ლიდერი სპარტაკში. ღრმა სათადარიგო სკამის მოთამაშეა და აღიარა კიდეც რომ ფინანსური კუთხის გამო რჩება რუსეთში.
Tom
20 სექტემბერი 2019 23:40
1

სიახლეები პოპულარული