#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ანანიძის გარეშე "სპარტაკი" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა - ამჯერად ტაბიძის "უფასთან"

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში გასვლაზე 0:1 დამარცხდა ჯიმი ტაბიძის "უფასთან".

"სპარტაკმა" მიჯრით მეოთხე შეხვედრა წააგო და 14 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა, ამდენივე ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდებით "უფა" მე-6 პოზიციაზეა.

რაც "სახალხო გუნდმა" ანდრე შურლე დაიმატა, ანანიძეს საერთოდ აღარ ათამაშებენ და ისევ სათადარიგო იყო, ხოლო ტაბიძემ შეუცვლელად იასპარეზა და ყვითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნვია, რომ "უფას" "სპარტაკის" კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამს და გამარჯვება რასკაზოვის ავტოგოლით მოიპოვა.

"სპარტაკმა" ზედიზედ მეათე შეხვედრაში ვერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

Sportall.Ge