არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტაშკენტის "ფახთაკორმა", რომლის მწვრთნელი შოთა არველაძეა, მუშაობაში კი ტყუპისცალი არჩილი და გოჩა ტყებუჩავა ეხმარებიან, უზბეკეთის სუპერლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ  მოიპოვა ოქროს მედლები.

ძმები არველაძეების ფონდმა გაავრცელა ვიდეო, სადაც არველაძეებთან და ტყებუჩავასთან ერთად ქართულ სიმღერას საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი და საელჩოს თანამშრომელი ანდრო მელაძე ასრულებენ.

ძველ გულშემატკივრებს გეხსომებათ, ეს სიმღერა 1964 წელს ტაშკენტში მოსკოვის "ტორპედოს" დამარცხების და პირველად სსრკ-ს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, თბილისის "დინამოს""ოქროს ბიჭებს" მიეძღვნათ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
თვით ტაშკენტშიც მედგრად დადგა
ჩვენი შოთა, ქებული!!!
თუმცა აუგს იტყვის ვინმე
გამოქლოუზებული...
გილოცავთ
24 სექტემბერი 2019 11:43
0
გენაცვალეთ,ჯიგრები ხართ.ეგ იმათ ვისაც არ უხარია აქ თქვენი წარმატებები.გამოიღონ.
დაუფასებლები
22 სექტემბერი 2019 13:27
0
გენაცვალეთ!!!!!
გვეამაყებით!!!!!!!
Daviti
22 სექტემბერი 2019 10:54
0
"ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო". "მამლუქები" 21-ე დან.
D.N.
22 სექტემბერი 2019 10:53
13
ყოჩაღ! ყველაფერში მაგრები ხართ!
თენგაბი
22 სექტემბერი 2019 08:56
0
ისეთი აურა აქვთ ამ ხალხს,ცუდ ხასიათზე რო იყო,კაიზე დაგაყენებენ...გაიხარეთ!!
!
22 სექტემბერი 2019 08:55
0
მარიაჟები.რა უხარიათ გეგონება პრემიერლიგა მოეგოთ.
ლ.გიო
22 სექტემბერი 2019 08:25
16
პრემიერლიგა თუ არა, ესეც სასიხარულოა.
!!!
17 ოქტომბერი 2019 21:22
0
Savse tribunaa??? Sul 37kacia
Nika
22 სექტემბერი 2019 01:58
1
თქვენ გენაცვალეთ!!!!!
კომბა
22 სექტემბერი 2019 01:31
0
საოცარი მუხტი, ზეიმი სავსე ტრიბუნების წინ
22 სექტემბერი 2019 00:38
7
ეტყობა რო დიდი ხნის დამთავრებულია თამაში თორე ელჩს და გარეშე პირებს არავინ შეუშვებდა თან ფეხბურთელებიც არარიან
ss
22 სექტემბერი 2019 11:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული