ლეგიონის უქმეები: დავით სხირტლაძის გაბრწყინება [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ერთი ქართული დუბლი დაფიქსირდა, რომელიც დავით სხირტლაძის ანგარიშზეა.

ასევე თავი გამოიჩინა საბერძნეთში ბაჩანა არაბულმა, ხოლო გიორგი მაკარიძე კვლავ მშრალად ატარებს მატჩს.

გერმანია
III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (91-ე წუთზე შეცვალეს) "უნტერჰახინგმა" 2:0 მოუგო "გროსასპახს". ქართველი ნახევარმცველის გუნდი 20 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის (68-ე წუთზე შევიდა) "სარაგოსა" შინ "ლუგოს" 0:0 ეთამაშა.

პორტუგალია
პრიმეირა. გიორგი მაკარიძის "სეტუბალმა" 0:0 ითამაშა შინ "პორტიმონენშესთან". გიორგიმ ზედიზედ მე-4 მატჩში შეინახა კარი მშრალად.

ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანიას "ტვენტე" შინ "ჰერაკლესთან" 2:3 დამარცხდა. აბურჯანია მოედანზე მე-80
წუთზე შევიდა.

ბელგია
ჟუპილერლიგა. ლუკა ზარანდიას "ვარეგემი" შინ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტს" დაუზავდა - 2:2. მე-12 წუთზე ლუკამ საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ის 69-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა რიგებში განაცხადში ქართველები არ ყოფილან.


პროქსიმუს ლიგა. გიორგი ბერიძის (49-ე წუთზე შევიდა) "ლოკერენმა" შინ 2:0 მოუგო "რუზელარეს". ეს "ლოკერენის" პირველი გამარჯვება იყო სეზონში. ირაკლი ბუღრიძის (არ უთამაშია) "ბეერსხოტმა" სტუმრად "ვირტონთან" დიდი ანგარიშით წააგო - 0:3. ბექა ვაჩიბერაძის (მე-80 წუთზე შევიდა) "ლომელი" სტუმრად "ლუვენთან" დამარცხდა - 0:1.

შვეიცარია
სუპერლიგა. ოთარ კაკაბაძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "ლუცერნი" სტუმრად "ლუგანოს" დაუზავდა - 1:1. ლევან ხარაბაძის (46-ე წუთზე შევიდა, გააფრთხილეს) "ციურიხმა" შინ 2:0 მოუგო "თუნს".

ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (90 წუთი, გააფრთხილეს) "შტურმი" სტუმრად "მატერსბურგს" დაუზავდა - 3:3.

II ლიგა. ლევან ელოშვილის (62-ე წუთზე შეცვალეს) "კაპფენბერგი" შინ 1:1 დაუზავდა "ამშტეტენს".

პოლონეთი
ექსტრაკლასა. დავით სხირტლაძის (90 წუთი) "არკამ" სტუმრად "ლოძს" 4:1 მოუგო. 21-ე წუთზე სხირტლაძემ ანგარიში გახსნა, 43-ე წუთზე კი მან დუბლი შეასრულა. სხირტლაძის შოუ ამით არ ამოწურულა, სტუმართა ბოლო გოლი მისი პასით გავიდა. 26 წლის შემტევს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.


ვატო არველაძის (არ უთამაშია) "კორონა" სტუმრად "ლეხიასთან" 0:2 დამარცხდა.

დანია
სუპერლიგა. ლაშა პარუნაშვილის (90 წუთი) "ესბიერგმა" შინ 3:1 მოუგო "ბრონდბიუს".

შვედეთი
ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილის (არ უთამაშია) "გიოტებორგმა" შინ "სირიუსს" სძლია - 2:1.

ჩეხეთი
I ლიგა. ქართველთა "ზლინი" სტუმრად "ბოჰემიანსს" დაუზავდა - 2:2. ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ანდრო გიორგაძე მოედანზე 92-ე წუთზე გამოჩნდა.

თურქეთი
სუპერლიგ. ლევან შენგელიას (სათადარიგო) "ქონიასპორი" სტუმრად "გიოზთეფესთან" დამარცხდა - 0:1.

საბერძნეთი
სუპერლიგა. ბაჩანა არაბულის "პანიონიოსი" სტუმრად ქართველი ფორვარდის წყალობით დაუზავდა "ლამიას" (1:1) - ბაჩანამ გოლი მე-3 კომპენსირებულ წუთზე გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა. 25 წლის ფორვარდს 2 გოლი აქვს გატანილი ამ სეზონში.


უნგრეთი
OTP ბანკ ლიგა. ლაშა დვალის (სათადარიგო) "ფერენცვაროშმა" სტუმრად "ზალაეგერშეგის" სძლია - 2:1.

რუმინეთი
ლიგა 1. ავთო ებრალიძის (90 წუთი) "ვოლუნტარი" შინ 1:2 დამარცხდა "აკადემიკასთან".

ფინეთი
ვეიკაუსლიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის (არ უთამაშია) სჯკ სტუმრად ჰიფკ-სთან დამარცხდა - 0:2.

იკონენლიგა. გიორგი ოსიტაშვილის (არ უთამაშია) ტპვ სტუმრად "იაროსთან" დამარცხდა - 1:3.

კვიპროსი
I დივიზიონი. თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" 2:0 მოუგო "პაფოსს". კარში გიორგი ლორია იდგა. თორნიკე ოქრიაშვილი 78-ე წუთზე გამოცვალეს, ის ბუბა დაუშვილმა ჩაანაცვლა, ხოლო ნიკა კაჭარავა კვლავ სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა.

რუსეთი
პრემიერლიგა. ჯიმი ტაბიძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "უფამ" შინ 1:0 დაამარცხა ჯანო ანანიძის (სათადარიგო) "სპარტაკი". "ჩემპიონატის" შეფასება: ტაბიძე - 6.5.

ქართველთა "რუბინი" სტუმრად "ზენიტთან" შერცხვა - 0:5. ხვიჩა კვარაცხელია 56-ე წუთზე გამოვიდა, ბექა მიქელთაძე - 76-ეზე, ზურიკო დავითაშვილი ტრავმირებულია. ყველა გოლი მას მერე გავიდა, რაც კვარაცხელია მინდორზე გამოჩნდა.

საბა კვირკველიას (სათადარიგო) "ლოკომოტივმა" სტუმრად "ორენბურგს" 3:2 მოუგო.

გია გრიგალავას (90 წუთი) "არსენალი" შინ 1:1 დაუზავდა "ურალს".

I დივიზიონი. ირაკლი კვეკვესკირის (50-ე წუთზე შეცვალეს) "სკა-ხაბაროვსკმა" შინ 2:0 მოუგო "ენისეის".

უკრაინა
პრემიერლიგა. სანდრო კობახიძის (არ უთამაშია) "დნიპრო-1"-მა შინ "კარპატის" 2:0 მოუგო.

ტრავმირებული დავით ხოჭოლავას "შახტარმა" სტუმრად 1:0 მოუგო "დესნას".

ბელორუსი
ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (71-ე წუთზე შეცვალეს) "ნემანმა" შინ "დნიპროს" 1:0 მოუგო.

ლაშა შინდაგორიძის (65-ე წუთზე შევიდა) "შახტიორმა" შინ აკაკი ხუბუტიას (90 წუთი, გააფრთხილეს) "ვიტებსკი" გაანადგურა - 4:0.

ლატვია
ვირშლიგა. მათე ცინცაძისა (75-ე წუთზე შეცვალეს) და ირაკლი ბიძინაშვილის (სათადარიგო) "იელგავა" შინ "რიგასს" დაუზავდა - 1:1.

ქართველთა "ვენტსპილსი" სტუმრად 3:3 დაუზავდა "მეტას". გუგა ფალავანდიშვილი მე-80 წუთზე შეცვალეს, გიორგი მჭედლიშვილი განაცხადში არ ყოფილა.

თამაზ პერტიას "ვალმიერა" შინ "რიგასთან" დამარცხდა - 0:1.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. ქართველთა "გაბალა" სტუმრად "საბაილს" დაუზავდა - მერაბ გიგაურმა და დავით ვოლკოვმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. ქართველთა "თარაზი" შინ "ატირაუს" დაუზავდა. ქულა გუნდს ელგუჯა ლობჯანიძემ (69-ე წუთზე შევიდა) გადაურჩინა, რომელმაც 94-ე წუთზე გაიტანა. ლაშა კასრაძე განაცხადში არ ყოფილა.

ქართველთა "ტობოლმა" სტუმრად 1:0 მოუგო "შახტარს". ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), ნიკა კვეკვესკირი განაცხადში არ ყოფილა.

კახა ცხადაძის "ორდაბასიმ" შინ 4:1 გაანადგურა "აკტობე".

უზბეკეთი
სუპერლიგა. ელგუჯა გრიგალაშვილის (90 წუთი) აგმკ სტუმრად "თერმეზთან" დამარცხდა - 0:1.

შოთა არველაძის "ფახთაქორმა" 2:1 მოუგო სტუმრად "მეტალურგს" და 6 ტურით ადრე გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ეს არველაძის პირველი ჩემპიონობაა უზბეკეთში.

კახა მახარაძის (90 წუთი) "სოგდიანა" შინ "ნავბაჰორს" 0:0 დაუზავდა.

მათე ვაწაძის (73-ე წუთზე შეცვალეს) "ყიზილქუმი" სტუმრად "ბუნიოდკორთან" დამარცხდა - 1:2. ქართველთა "ბუხორომ" სტუმრად 2:1 მოუგო "ნასაფს". ჯაბა ლიპარტიამ შეუცვლელად ითამაშა, ვილი ისიანი სათადარიგო იყო.

ირანი
სპარსეთის ყურის პრო ლიგა. გიორგი გველესიანის (90 წუთი) "სეფაჰანი" შინ 0:0 დაუზავდა "ნაფთს".

აშშ
MLS. ქართველთა "სან ხოსე" სტუმრად "ატლანტა იუნაიტედთან" 1:3 დამარცხდა, თუმცა ბოლო წუთამდე 1:1 იყო. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა უზბეკეთს მიეძალნენ ჩვენები?! :) უკვე "ქართველთა ბუხორო" გვყოლია!.. ეჰჰ
ლევან
15:20 23-09-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული