კანკავას და ვაისის არჩევანი არ დაემთხვა - ვის მისცეს ხმები საქართველოდან ფიფას გამოკითხვაში

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, თუ ვის მისცეს ხმა საქართველოს წარმომადგენლებმა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პირველ ადგილზე "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი გაიყვანა, ხოლო მეორეზე - "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი, მესამე ადგილი კი ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს არგუნა.

ხოლო მწვრთნელებში კანკავამ ასეთი არჩევანი გააკეთა:

  1. იურგენ კლოპი (ლივერპული)
  2. ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი)
  3. მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი)

ხოლო "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საუკეთესოებად შემდეგი ადამიანები დაასახელა:

ფეხბურთელი
  1. ლიონელ მესი
  2. კრიშტიანო რონალდო
  3. კილიან მბაპე (პსჟ)

მწვრთნელი
  1. ხოსეპ გვარდიოლა
  2. იურგენ კლოპი
  3. დიდიე დეშამი

შეგახსენებთ, რომ ფიფას წლის საუკეთესო
ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, ხოლო საუკეთესო სპეციალისტად იურგენ კლოპი დასახელდა. სხვა საუკეთესოების გაგება ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
და რატომ უნდა დამთხვეოდა, საერთოთავიანი სიამის ტყუპები არიან თუ?!...
მ. ტ.
24 სექტემბერი 2019 13:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული