ლევან შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატში ავტოგოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ლევან შენგელიამ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

"კონიასპორის" მწვრთნელმა შენგელია "კაისერისპორთან" საშინაო მატჩში სასტარტოში დააყენა და მე-9 წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

თუმცა, მისმა გუნდმა 45+1-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება, ხოლო 90+8-ე წუთზე პენალტით გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 90+10-ე (!) წუთზე მსაჯმა სტუმართა ორი ფეხბურთელი გააძევა.

"კონიასპორი" 9 ქულით მე-5 ადგილზეა და 5 ოქტომბერს სტუმრად "კასიმპაშას" შეხვდება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
გამოცდილი კაცი ვარ, ფეხბურთის შეგნებულად ყურება დავიწყე 1963-64 წლებში. როცა შენგელიამ დინამოში თავი გამოიჩინა ძალიან მომეწონა და შევაქე, მაგრამ მინუსებიც კარგად დავინახე. ამიტომ ამ საიტიდან დაჟინებით ვურჩევდი კიდევ ერთი წელი დინამოში დარჩენილიყო და საკუთარ თავზე ემუშავა! იმის იმედი არ მქონდა რომ ჩემს რჩევას გაითვალისწინებდა, მაგრამ მე ჩემი ვუთხარი და აწი მაგან იცის რასაც გააკეთებს! ისე კი მაინტერესებს იქ საიდანაც გოლი გაიტანა, აი იქ საერთოდ რა უნდოდა?! ჩამშლელ ნახევარმცველად ათამაშებენ თუ დაცვაში?!
aburjga
30 სექტემბერი 2019 18:05
0
ნუ, ავტოგოლიც გოლია. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა
დინამოელი
30 სექტემბერი 2019 08:04
2
კაი მომენტი იყო და აფსუსი იყო მაგის ხელიდან გაშვება ;DDDD
ინკვიზიტორი
30 სექტემბერი 2019 00:58
0
ისეთი სახით იყო დარტყმის მომენტში აშკარად ეგონა რომ შემტევი იყო :)))))))))))) მაგარი პროფესიონალია :D
tom
29 სექტემბერი 2019 22:43
1
ადმინ, შე კომკავშირელო!!!
მთ
29 სექტემბერი 2019 20:39
1
:)))
ანესთეზეოლოგი
29 სექტემბერი 2019 19:20
0
თურქული სერიალების გმირობა ხო უნდოდა და ეგ არის
Apa
29 სექტემბერი 2019 19:18
2
ეს ხომ უნდა მოახერხო? მთელი მოედანი გადმოირბინო, შეიჭრა შენს საჯარიმოში, დაასწრო მეტოქეს, მიწვდე ჩამოწოდებულ ბურთს და მახვილი კუთხიდან ზუსტად მოათავსო საკუთარ კარში!
kote
29 სექტემბერი 2019 18:53
0

სიახლეები პოპულარული