#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: თბილისის "დინამოსთან" საინტერესო თამაში გველის

AutoSharing Option
“ლოკომოტივთან” 4:0 გამარჯვების შემდეგ “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კომენტარი გააკეთა:

“რამდენიმე დღის წინ, როგორც ჩვენ, ასევე “ლოკომოტივმა”, თასის მატჩები ვითამაშეთ. ორივემ დამატებით დროში ვიმარჯვეთ. დღევანდელ შეხვედრაში “ლოკომოტივს” დაღლა ეტყობოდა. ამავდროულად, მატჩის დებიუტში მეტოქეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაემტვრა, რამაც საბოლოოდ დიდი ანგარიშით გამარჯვება განაპირობა.

დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ – სწრაფი, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ. “საბურთალო” საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

რაც შეეხება მომდევნო თამაშს, რომელიც თბილისის “დინამოსთან” გველის – ჩვეულებრივად მოვემზადებით. ვეცდებით, ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი გვეყოლება.
ვფიქრობ, საინტერესო თამაში გამოვა”.

fcsaburtalo.ge


ასევე დაგაინტერესებთ