todofichajes: გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე იტალიურმა გრანდმა მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა todofichajes.com-ი წერს, რომ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძით იტალიური "ნაპოლი" არის დაინტერესებული და ბელგიურ კლუბთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გიორგის მომავალ ზაფხულში შესაძენად.

"ნაპოლის" ჩაკვეტაძე ხოსე კალეხონის შემცვლელად უნდა. 32 წლის ესპანელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და ხელშეკრულების გახანგრძლივებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის შემცვლელად ნეაპოლელები, პირველ რიგში, გიორგი ჩაკვეტაძეს განიხილავენ.

გამოცემის მიხედვით, "ნაპოლიმ" უკვე დაიწყო ბელგიურ მხარესთან მოლაპარაკებები და მზად არის, მომავალ ზაფხულს ჩაკვეტაძის სანაცვლოდ "გენტს" 25 მილიონი ევრო გადაუხადოს.

დიეგო მარადონას ყოფილ
კლუბს კარლო ანჩელოტი წვრთნის და იტალიელებმა სულ ცოტა ხნის წინ დაამარცხეს ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი სეზონის გამარჯვებული "ლივერპული". სერია A-ში კი ანჩელოტის გაწვრთნილები მე-4 ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 21 /
და ამ დროს ჩაკვეტაძე არანაირ კავშირში არ არის ან სტატიის ავტორის ფანტაზიებთან..:))
saba
03 ოქტომბერი 2019 12:50
0
აი ასეთი ინფორმაციებია რომ აფუჭებს ჩვენს ფებურთელებს, დაიკიდე გიორგი რა, გააგრძელე მანდ შენი საქმე და მერე გამოჩნდება რა იქნება საჭირო
შოთა
30 სექტემბერი 2019 20:36
2
ნაპოლში თავისუფლად გაქაჩავს გიო,მაგრამ მე ერთი რამე მაფიქრებს,ტრამვები არ დასჩემდეს,ღმერთმა დაიფაროს. ისე კი ბარსა რეალი იუვე არ ვიცი,მაგრამ ნაპოლის და რომას დონის გუნდებს ნაღდად გაქაჩავს.
გოგა
30 სექტემბერი 2019 16:16
8
საინტერესოა რის საფუძველზე დაიწყეს მოლაპარაკება,როცა კაცს წელიწადზე მეტია არ უთამაშია და ასეთი ტრავმის შემდეგ,რაი იქნება და როგორ არავინ იცის და ნაპოლი იმის ჩიტია,25მილიონი ასე ბრმად გადაიხადოს.აცალეთ ამ ბავშვს ფორმის დაბრუნება და მერე იქნებ უკეთესმა კლუბმაც შესთავაზოს კონტრაქტი.
კახა ქ.
30 სექტემბერი 2019 16:09
2
ჯერ გადავხტეთ... ჰოპლა მერე...
buba
30 სექტემბერი 2019 15:56
2
გიორგის გამოჯამრთელებას ვულოცავთ! გიორგისთან დაკავშირებით ამბები, მაგონებს ნეიმარის საგას გადავიდა არ გადავიდას პონტში.
ჯაბა
30 სექტემბერი 2019 15:56
3
გუშინ ჩემთან ეზოში პივაზე ბიჭებიც მაგას იძახდენ ნაპოლიში მიდისო.
რა რა და მაგენმა ყველაზე ყველაფერი იციან, ასე რომ ნაღდია მაი ამბავი
Au ra
30 სექტემბერი 2019 15:48
6
არანაირი ნაპოლი,მხოლოდ რეალი ან ბაიერნი,,სუპერ ტალანტი
ika
30 სექტემბერი 2019 15:22
27
აბა გასკდით კლავიატურის თაგვებო,ჩაკვეს რეალიც ეკუთვნის და ბაიერნიც
ila
30 სექტემბერი 2019 16:57
12
კლავიატურის თაგვებო ბოღმისგან გადკდით და დისლაიქებს წერთ,უნიჭიერესია ჩაკვეტაძე და რეალიც ეკუთვნის და ბაიერნიც,აბა კიდევ დისლაიქები დაწერეთ კლავიატურის თაგვებო
ika
30 სექტემბერი 2019 16:06
20
ყველა გამოხმაურება
კალაძის რეკომენდაცია და პრატექტორობა იქნება ანჩელოტისთან მაგრადაა
Bakuri
30 სექტემბერი 2019 15:08
7
ოჩხამურის სპორტულმა სააგენტომ მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია ნაპოლის ბარსელონამ დაასწრო და ჩაკვეტაძე პირდაპირ ხელმოწერის წინ წაართვა და მომავალ სეზონში კატალონიურ გრანდში იასპარეზებს ვის ატყულებთ ან არ მოგწყინდათ რომა რეალი ვალენსია ეხლა ნაპოლი რომელიღაც ორღობის ესპანურმა პორტალმა რაღაც წაჯღაბნა და ეს აქ ოფიციაკურ ინფოდ დიდის ამბით გამოაქვეყნეს აცალეთ მაგ ადამიანს ტრამვა მოიშუშოს გენტში სრულფასივნად წარმოაჩინოს თავი და მერე შეიძლება მართლა დაინტერესდეს რომელიმე წამყვანი ლიგის საშუალო გაბარიტების მქონე კლუბი თორენ ამით თქვენ თავს აბოლებთ მოლოდინებს უქმნით ფეხბურთის გულშემატკივრებს და საბოლოოდ ნაპოლის ნაცვლად ტვენტეში რომ გადავიდეს იტყვით დასრულდა ამის საფეხბურთო კარიერა უკვეო ნუ გ ვ ა ბ ო ლ ე ბ თ ინტერნეტი ყველას გვაქ და უცხოურ გავლენიან სანდო სააგენტოებზეც არანაკლები წვდომა გვაქ სადაც სათაურში გამოტანილი შესაძლი ტრანსფერის შესახებ ერთი სტრიქონიც არ დაუწერიათ უცხოურ წამყვან სპორტ პორტალებს
Aspral
30 სექტემბერი 2019 15:04
5
უცხოურ გვერდებს თუ კითხულობ, იკითხე მერე და ნუ გვაწუხებ. მე არსად დამინახავს სტატიაში მარკამ და დე ლო სპორტმა დაწერესო, ვინც დაწერა ჩანს და გვახარებს ეგეც. ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ეგრევე დიდი საიტები არ ფლობენ...
ბადრი შუბლაძე
30 სექტემბერი 2019 19:57
7
ნეტა ბენზემა არიყო
ეეეჰ
30 სექტემბერი 2019 15:22
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული