#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

todofichajes: გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე იტალიურმა გრანდმა მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა todofichajes.com-ი წერს, რომ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძით იტალიური "ნაპოლი" არის დაინტერესებული და ბელგიურ კლუბთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გიორგის მომავალ ზაფხულში შესაძენად.

"ნაპოლის" ჩაკვეტაძე ხოსე კალეხონის შემცვლელად უნდა. 32 წლის ესპანელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და ხელშეკრულების გახანგრძლივებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის შემცვლელად ნეაპოლელები, პირველ რიგში, გიორგი ჩაკვეტაძეს განიხილავენ.

გამოცემის მიხედვით, "ნაპოლიმ" უკვე დაიწყო ბელგიურ მხარესთან მოლაპარაკებები და მზად არის, მომავალ ზაფხულს ჩაკვეტაძის სანაცვლოდ "გენტს" 25 მილიონი ევრო გადაუხადოს.

დიეგო მარადონას ყოფილ
კლუბს კარლო ანჩელოტი წვრთნის და იტალიელებმა სულ ცოტა ხნის წინ დაამარცხეს ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი სეზონის გამარჯვებული "ლივერპული". სერია A-ში კი ანჩელოტის გაწვრთნილები მე-4 ადგილზე არიან.

ასევე დაგაინტერესებთ