ქართველების "სან ხოსე" პლეი-ოფს მიღმა დარჩა, კარლოს ველამ MLS-ის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე ერსქვეიქსმა" MLS-ის რეგულარული სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში "პოტლენდთან" წააგო და პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

ვაკო ყაზაიშვილმა მოედანზე 61 წუთი გაატარა, ხოლო გურამ კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა. საერთო ჯამში, ვაკომ სეზონში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე 2097 წუთი გაატარა, ამ დროში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასევე, 1 ყვითელი ბარათიც მიიღო (კარიერაში სულ 5). გურამ კაშიამ 23 შეხვედრაში ითამაშა, არც გოლი გაუტანია, არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, რაც ცენტრალური მცველისთვის გასაკვირი არაა. გურ
ამმა ამ შეხვედრებში 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ MLS-ის რეგულარული სეზონის რეკორდი დაამყარა "ლოს ანჟელესის" თავდამსხმელმა კარლოს ველამ, რომელმაც 33 გოლი გაიტანა და წინა რეკორდის ავტორ მარტინესს 2 გოლით აჯობა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რეგულარული სეზონი 30 გოლით დაასრულა.

სამწუხაროა, რომ "სან ხოსემ" პლეი-ოფში ადგილი ბოლო ტურებში დაკარგა, რადგან ზედიზედ 6 შეხვედრა წააგო და საერთოდ, უაკანასკნელ 11 მატჩში 9 მარცხი განიცადა. კაშია და ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებს შეუერთდებიან, ვლადიმირ ვაისმა ორივე მათგანი ეროვნულ გუნდში გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული