#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ლევან შენგელიას თურქეთში აქებენ: ის "ქონიას" ფინანსურ მოგებას მოუტანს

AutoSharing Option
ლევან შენგელიამ თურქეთის სუპერლიგის კლუბ "ქონიასპორში" გადასვლის შემდეგ უკვე 3 შეხვედრა ჩაატარა. უკანასკნელ ორ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. მართალია, "კაიზერსპორთან" ავტოგოლი გაიტანა, თუმცა მაინც კარგად გამოიყურებოდა. "ქონიამ" ორივე შეხვედრა მოიგო, რომელშიც შენგელია ძირითადში იყო.

შენგელიას კარგი თამაში არ გამოჰპარვიათ თურქულ გამოცემებს. hurriyet.com.tr წერს, რომ უკანასკნელ შეხვედრაში "ქასიმფაშას" წინააღმდეგ, რომელშიც "ქონიამ" 4:1 გაიმარჯვა, მია, შენგელია და ომერ ალი ხშირად იცვლიდნენ პოზიციებს, მეორე თავდამსხმელებად თამაშობდნენ და ქართველი განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდა. გამოცემა ამატებს, შენგელიასთან ერთად "ქონია" უფრო ხშირად დაარტყამს საჯარიმოს გარედან. შენგელიასთან ერთად
კარგი დამრტყმელის დანაკლისი გუნდში აღარ იქნება. აქამდე "ქონიას" შეტევა ამ მხრივ შეზღუდული იყო. კარგი დარტყმის დარად, შენგელია ძალიან კარგად თამაშობს კონტრშეტევების დროს.

konhaber.com-თან ინტერვიუს დროს "ქონიასპორის" პრესსპიკერი გიუვენ ოტენი სხვადასხვა საკითხზე საუბრის დროს შენგელიასაც შეეხო:

"ჩვენ არ გვყავდა საჭირო ფეხბურთელი. ჩვენს მწვრთნელს დიდი არჩევანი არ ჰქონდა. მია ცნობილი ფეხბურთელი იყო, თუმცა შენგელია დღის წესრიგში არც ისე პრიორიტეტული ფეხბურთელი გახლდათ, რადგან მას კარგად არ ვიცნობდით. ორივე მათგანმა კლუბში მობილურობა მოიტანა. ისინი, ვინც ეს ფეხბურთელები გვაპოვნინა, ფინანსურად დაჯილდოვდნენ. თავად მოთამაშეებს სარგებელი კლუბისთვის უკვე მოაქვთ და მომავალში ჩვენს გუნდს დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანენ.

ლევან შენგელია ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასა და გიბრალტართან სათამაშოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.